სელექციური აბორტი – კანონი  და მყარი  კულტურული სტერეოტიპები

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე სელექციურ აბორტს უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული სქესის  გამო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ოჯახში მეორე შვილია ის 23 წლის წინ თბილისში დაიბადა.  საკუთარ ისტორიას იხსენებს – „მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმა მყავს, მამას გოგოს დაბადება მაინც არ სურდა. როდესაც გაიგო, რომ დედა ორსულად იყო,  ირწმუნა, რომ ისევ ბიჭი ეყოლებოდა. რომ დავიბადე…

გიორგი მელაძის ლექცია “სამართლის ჩუმი რევოლუცია – ნაფიცი მსაჯულები”

“ლიბცენტრის” მოწვევით, იურისტმა გიორგი მელაძემ წაიკითხა ლექცია “სამართლის ჩუმი რევოლუცია – ნაფიცი მსაჯულები”  

პროსტიტუციის ლეგალიზაცია-ამორალურობა თუ აუცილებლობა?

ავტორი: თეონა მარაქველიძე კომერციული სექსი ალბათ კაცობრიობის შექმნის დღიდან არსებობს და შემთხვევითი არ არის, რომ ასეთ საქმიანობას „უძველესი პროფესიის“ სახელით მოიხსენიებენ. ამგვარი საქმიანობა ოდითგანვე დასაგმობი და სამარცხვინო იყო. სხვადასხვა დროს უამრავი ქვეყანა ცდილობდა აღმოეფხვრა მსგავსი ქმედებები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. პროსტიტუცია საქართველოში ლეგალიზებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საქმიანობა…

ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე 2014 წელს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიში „შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ“ გამოაქვეყნა, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: სექსუალური შევიწროება, არათანაბარი ანაზღაურება, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით კარიერულ წინსვლაში და დისკრიმინაცია წინასახელშეკრულებლო ურთიერთობებში.

მე-ბულინგის მსხვერპლი

 ავტორი: ლილია ზაქარაშვილი 2009 წელს, მას შემდეგ, რაც სკოლის შეცვლა მომიწია და თბილისში გადმოვედით, ხშირად გავმხდარვარ რამდენიმე კლასელის მხრიდან შეურაცხყოფის, დამცირების და ზეწოლის მსხვერპლი, მაშინ არ ვიციოდი ამას რა ერქვა, მაგრამ ახლა ვიცი – ეს არის ბულინგი. ტერმინი ბულინგი (ინგ.Bullying)დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ.…