„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრმა“ პირველი შეხვედრა გამართა

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრინინო ღაჭავა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ახალი პროექტის „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ განხორციელება დაიწყო.  პროექტის ფარგლებში კონკურსის შედეგად სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიის 20 სტუდენტი შეირჩა. პროექტის კოორდინატორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ის იდეები და იმსჯელონ იმ პრობლემებზე, რაზეც აქამდე მხოლოდ მეგობრებთან საუბრობდნენ.

სტუდენტები მოისმენენ ლექციებს ადამიანის უფლებებზე, მოამზადებენ სიუჟეტებს, სტატიებს, შემდეგ კი ლაივსტრიმით ეთერში გაუშვებე გადაცემას, რომლის ნახვისა და განხილვის საშუალება საზოგადოებას ონაილ რეჟიმში შეეძლება. პროქტის ფარგლებში მოეწყობა დისკუსიებიც.

მიმდინარე წლის 15 მარტს ლიბერალიზმის სკოლის სტუდენტები ბათუმის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი ამგვარ პროექტს უკვე  რამდენიმე წელია ახორციელებენ. შეხვედრის მთავარი მიზანი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების გაზიარება იყო.

ბათუმელმა სტუმრებმა ისაუბრებს იმ შეცდომებსა და ნიუანსებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში უნდა იყოს გათვალისწინებული. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის თქმით, ამგავრ პროექტებში ჩართვა და აქტიურობა სტუდენტებისთვის უმთავრესად  გამოცდილება იქნება. „ახალგაზრდები შეიძენენ უმნიშვნელოვანეს უნარს, რასაც შრომითი კომუნიკაცია ჰქვია.“

შეხვედრაზე განხილეს უმთავრესი პრინციპები, რომელთა დაცვა ცენტრის სტუდენტებს საშუალებას მისცემს პრობლემა განსხვავებული კუთხით განიხილონ და უფრო  საინტერესო ფორმებით მიაწოდონ მაყურებელს.

ასლან ჭანიძემ პირველი გადაცემის თემატიკაზე ისაუბრა და სტუდენტებმა ინტერაქციულ რეჟიმშიგანიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა წერის სტილი, მაყურებლის ინტერესების გათვალისწინება, ჰედლაინი, ლოგიკური და რეალობასთან შესაბამისი კითხვები და  პრაქტიკაში მათი განხორციელების გზების ძიება.

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის  “დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდი“(NED) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s