ქეთი მესტვირიშვილის ჩანაწერი: სამოქალაქო საზოგადოების აქტივი

6980_578438818848225_376318612_n19 მარტს „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ საჯარო ლექცია  სამოქალაქო საზოგადოებაზე იურისტმა თამარ გურჩიანმა წაიკითხა.

ბევრი არაფერი ვიცი (უკვე „ვიცოდი“) არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, არც ის, თუ რა პრინციპებითა და წესდებით მოქმედებენ ისინი, როგორ ირჩევენ და უკავშირდებიან  სამიზნე სეგმენტს, რამდენად ეფექტიანია მათი მუშაობა და აკონტროლებს თუ არა ვინმე მათ ქმედებებს. რადგან ლექციის სახელწოდებაში „სამოქალაქო საზოგადოება“ ფიგურირებდა, ფიქრები მაინცდამაინც არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ არ გამქცევია. ველოდი, რომ საუბარი იქნებოდა, ზოგადად, მოქალაქეეების უფლებებსა და მოვალეობებზე, სამოქალაქო საზოგადოების თვითშეგნებაზე და ა. შ., თუმცა თამარმა (ქალბატონი არ დამიძახოთო და იყოს თამარი) ლექციის დასაწყისშივე საგანგებოდ ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესების შემდეგ, თითქმის მთელი დრო სწორედ ამ უკანასკნელზე სჯა-ბაასს დაუთმო. დასმული საკითხებიდან რამდენიმე განსაკუთრებულად საინტერესოდ მეჩვენა და სწორედ მათ შესახებ გიამბობთ:

თამარმა თქვა, რომ საქართველოში 16 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მიუხედავად ამ თემაში ჩემი დილეტანტობისა, რიცხვის სიდიდე ყურში მომხვდა და, სანამ გაკვირვებას შევიმჩნევდი, თამარმა დააყოლა, რა თქმა უნდა, რიცხვი დიდია, მაგრამ რადგან არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება სრულიად უპრობლემოდ ნახევარ საათშია შესაძლებელი, ამიტომ საფიქრებელია,რომ ბევრი მათგანი მცირე ვადით სამუშაოდ შეიქმნა და ახლა აღარც ფუნქციონირებსო.

ლექციაზე ერთ-ერთმა სტუმარმა ადამიანის სოციალიზაციის პროცესში  ოჯახის როლის საკითხი დასვა. ლექტორმა ჩვენს ოჯახში არც ვიცით, ვინ ვის აძლევს ხმას არჩევნებზეო.

ოჯახის ფენომენი,ზოგადად, ცალკე ბლოგს იმსახურებს (პიროვნებაზე გავლენის თვალსაზრისით), მაგრამ არ შემიძლია, ასეთ თემას „გადავახტე“ და არ გავიხსენო ერთი შემთხვევა –  2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში ბებიასთან  სანახავად მივედი; გაგიკვირდებათ და მოახლოებულ არჩევნებზე(ც) ვისაუბრეთ, ბოლოს ბებომ მკითხა, შენები (ანუ ჩემი მშობლები) ვის აძლევენ ხმასო; როგორც ვიცოდი, ორივე ერთსა და იმავე კანდიდატს უჭერდა მხარს და შესაბამისად ვუპასუხე. ხოდა, სადაც შენი მშობლები, იქაც შენ, ოჯახი ერთიანი უნდა იყოსო! – რიხიანემოციურად შემომძახა ბებომ.

შევეცადე, ამესხნა,რომ არჩევანის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ, როგორც ველოდი, ბებომ ჩემი ნათქვამი „ახალმოდურ უგერგილო სწავლებას“ მიაწერა და მეც აღარ გამიგრძელებია მისთვის ყველა შემთხვევაში მიუღებელი პოზიციით თავის მობეზრება. თამარ გურჩიანმა, ოჯახი ინდივიდუალურ თავისუფლებას კლავსო. მე პირადად,ასე მწვავედ არ გამომიცდია, მაგრამ ძნელია, არ დავეთანხმო. აქ ის შემთხვევები მახსენდება, როცა თანატოლი მეუბნება, რომ მშობლებმა (ძირითადად – მამამ) სამსახიობოზე არ ჩააბარებინეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უნდოდა. სხვამ დახეული ჯინსი იყიდა და სახლში დაბრუნებულს დაკერილი დახვდა და ა. შ.

თამარმა ლექციაზე სეულ ალინსკის რამდენიმე ფრაზა გაგვაცნო , მათ შორის ერთ-ერთი იყო : „ძალაუფლება არ არის მხოლოდ ის, რაც გვაქვს, არამედ ის, რაც მტერს ჰგონია, რომ გვაქვს“.

როგორც კი ეს წავიკითხე, მაშინვე ჩემი პატარა მეზობელი (ამ შემთხვევაში „მტერი“)  გამახსენდა, რომელსაც მშობლები ეუბნებოდნენ, რომ როცა სახლში მარტოს ტოვებდნენ, ისინი ვიდეოთი უყურებდნენ  და აკონტროლებდნენ მის ქცევას.  სინამდვილეში, ვიდეოთვალი არ არსებობდა, მაგრამ ბავშვს სჯეროდა და გაუნძრევლად იჯდა საათების განმავლობაში.

ეს სეულ ალინსკის ფრაზის შედარებით მსუბუქი მაგალითია, თუმცა, რეალურად მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა იცის გადაჭარბებით ჩვენზე სხვამ („მტერმა“) და, მინდა თუ არა, მივადექი პიარს, მიწევს, ვაღიარო, რომ მას მართლაც დიდი ძალა აქვს, მომწონს თუ არა მე ეს.

თამარ გურჩიანმა, სამყაროს სხვა პარადიგმიდან თუ შეხედავ, რეალობის ინტერპრეტაცია და აღქმა შეიცვლებაო..

One thought on “ქეთი მესტვირიშვილის ჩანაწერი: სამოქალაქო საზოგადოების აქტივი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s