სავალდებულო ინოვაციების ეპოქაში

ავტორი: ალექსანდრე ქეშელაშვილი

0192 jpgქართულ მედიას ხანგრძლივი ისტორია არ აქვს, თუ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირის პერიოდს არ მოვიშველიებთ. კომუნისტური წყობის დროს კი მედია შინაარსობრივად თუ ტექნიკურად ძალიან ნელა ვითარდებოდა. არაკონკურენტულ გარემოში, ცენზურის ქვეშ, ძალიან რთულია ხელშესახები ცვლილება განიცადო. ტელევიზიისთვის როგორც მედიის ერთ-ერთი და მოწინავე განხრისთვის კი, მუდმივი ცვლილება და ინოვაციები განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მის ცივილიზებულ ნაწილებში საკმაოდ ადრევე მიხვდნენ. ან მიხვედრა რად უნდოდა, ტექნიკური პროგრესი უკან არ იხევს. აბა, ახლა შავ-თეთრი კინოს ყურება მხოლოდ რომანტიკულობის ანდაც საკურსო დავალების გამო შეიძლება გადაწყვიტო, თორე სხვა მხრივ… ტექნიკური ფოიერვერკის განხორციელებაა 3D კინოც და HD ხარისხი. თანამედროვე სამყარო დროისა და სივრცის ძველებურ გაგებას ჰიპოთეტურად სადღაც უკან განიხილავს. თანამედროვე სამყარო ჰიპერრეალობაში ჩაიძირა და საზოგადოებაც კიდევ უფრო ახალ ინოვაციებს ელის. ერთ-ერთი ინოვაცია იყო ციფრული მაუწყებლობაც, რომელიც ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი და აუცილებელი მოვლენაა. ჩვენთვის კი, ჯერ ცოტა ძველმოდური საზოგადოებისთვის, ისევ გამოუცნობ ინოვაციად რჩება. არადა როგორც ვთქვი, ციფრული მაუწყებლობა უკვე შემდგარი ეტაპია, ის ვალდებულებაა, იმის ვალდებულებაა, რომ მსოფლიოს ნაწილად იქცე, სოციალურ და არა მხოლოდ ფიზიკურ ნაწილად. ჰოდა, იქნებ ბევრმა არც იცის, მაგრამ საქართველოსაც აქვს ეს პასუხისმგებლობა აღებული  – ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება.

ჩვენთან საქართველოს ტელევიზია ბევრს 2020 წლესაც ისეთივე წარმოუდგენია, როგორიც დღესაა ან 5-10 წლის წინ რომ იყო. არადა, ცოტა ხანში ყველა ფაქტის წინაშე დავდგებით – ტელევიზია განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, ჩვენთვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელ ეტაპზე და მისმა მაყურებლებმა ეს ჯერ კიდევ არ იცით, როგორი იქნება. ამიტომ, ცოტა ხნით დავაპაუზოთ ჩვენი ტელევიზორები და… უი, თუ ეს ფუნქცია ბევრ მათგანს არ აქვს, არაუშავს, ცოტა ხანი გამოვრთოთ და დავფიქრდეთ ჩვენი ტელევიზიის მომავალზე ციფრულ მაუწყებლბობაში, დროში როცა, მაგალითად თუნდაც ეს ფუნქცია უკვე ჩვეულებრივი რამ იქნება.

გასული საუკუნის ბოლოს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებამ უზრუნველყო ახალი სისტემის გაჩენა, რომელიც ძველი მაუწყებლობისგან ტექნიკურად სრულად განსხვავდება და მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ამჟამად საქართველოში ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობა ფუნქციონირებს. ციფრული მაუწყებლობა კი ახალ ტექნიკურ საშუალებებს იყენებს სიხშირეების მიღება-გავრცელებისთვის. ციფრული მაუწყებლობა ტექნოლოგიური პლატფორმაა ახალი რეალობის შესაქმნელად. თუ დავწვრილმანდებით, საქართველო მარეგულირებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი გეგმით, ციფრულ მაუწყებლბოაზე გადასასვლელად Transmission standard DVB-T2  და Compression technology MPEG 4 სტანდარტების გამოყენებას აპირებს. მათ მაუწყებლობას კი ტენდერის მიხედვით შერჩეული სამაუწყებლო ტექნოლოგიური აღჭურვილობის (Multiplex 1 და 2) მქონე კომპანიები განახორციელებენ. თუმცა, მგონი ზედმეტია ტექნიკური მახასიათებელბის ზედმიწევნით განხილვა, მით უმეტეს თუ თქვენ უბრალოდ რიგითი მაყურებელი ხართ. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ 2006 წელს ”ჟენევა-06” გეგმით ITU (International Telecommunication Union) მსოფლიოს მრავალ ქვეყანას და მათ შორის, საქართველოსაც 2015 წლის 17 ივნისამდე დაეკისრა ანალოგურიდან ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს ვალდებულება უბრალოდ არ შევასრულოთ, მაგრამ მაშინ სადღაც გუტენბერგის ინოვაციურობის ხელახლა გაკვირვება და მომავალში ველოსიპედის თავიდან გამოგონება მოგვიწევს. ეს კი, ვფიქრობ, დღეს არავის არ უნდა.

საქართველო ასე თუ ისე, მაინც გადავა ციფრულ მაუწყებლობაზე, ტელევიზიაც უპირობოდ განვითარდება, სიხშირეები განსხვავებულად დაიტვირთება და ჩვენც ჩვენთვის სასურველ ჰიპერრეალობაში აღმოვჩნდებით. 2015 წლის 17 ივნისიდან სატელევიზიო სერვისის მიღება მხოლოდ იმ მომხმარებლებს არ შეეძლებათ, რომლებიც სიხშირეს შიდა, გარე ან საერთო ანტენის მეშვეობით იღებენ. ანუ, იგულისხმება, რომ ადამიანი არ იყენებს სატელიტურ ანტენას და საკაბელო ტელევიზიას. არ იყენებს ახალ მოქნილ რესურსებს (მაგალითად, Silk TV და ა.შ.). მაშინ ასეთ ადამიანებს პატარა მოწყობილობების შეძენა მოუწევთ. თუმცა, დამეთანხმებით, ეს ძალიან მტკივნეული პროცესი არ იქნება, იმ შემთხვევაში, თუ სატელევიზიო სერვისები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდდებიან ბაზარზე და სახელმწიფოც გარკვეულ ყურადღებას გამოიჩენს ამ ვალდებულების შესასრულებლად.

indexვფიქრობ და უკვე ჩანს, რომ, სამაუწყებლო ბაზარზე, პირველ რიგში, ისეთი სერვისები გააქტიურდება, როგორიცაა Silk TV, MagtiSat და ა.შ. ისინი ეცდებიან რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის შუამავალი გახდნენ სიხშირის მისაღებად, რადგან შემდგომ ციფრულ მაუწყებლობაში არ დაიკარგონ და გაკოტრდნენ.  ტელევიზიის გამოწვევა  იქნება ყველა ადამიანზე, თითოეულ სუბიექტზე მორგებული საეთერო ბადე. საეთერო ბადე, რომელიც გადახვევების ფუნქციით სულ უფრო მოქნილი და თან არააქტუალური გახდება. აი, მაგალითად ჩემო ოჯახი უკვე სარგებლობს ასეთი სერვისით, სერვისით სადაც ტელევიზია მორგებულია ჩვენს დროით გრაფიკებზე და ჩვენ არ ვერგებით ტელევიზიას. დილით მე მცალია და საღამოს ეთერს ვუყურებ, საღამოს კი ჩემი და დილის ეთერს. ამიტომ ვამბობ, თანამედროვე სამყაროში დრო მკვდარია. თუმცა ერთი წინაღობა კვლავ რჩება, ჩვენ ჯერ-ჯერობით მხოლოდ განვლილი მასალის ყურება შეგვიძლია, წინ გადასწრება კი ჯერ ისევ გამორიცხულია. ანუ დრო მთლად ვერ მოვკალით, თუმცა ვფიქრობ, მომავალში – აი, 2020 წლისთვის ჩვენს ტელევიზიებს ეს ფუნქციაც ექნებათ.

2020 წელს ჩვენ ყველას ჩვენი პირადი ტელევიზია გვექნება. ჩვენ შეგვეძლება საკუთარი ხელით შევქმნათ საეთერო ბადე, სატელევიზიო პროგრამა და განვიტვირთოთ უსახური გადაცემებისგან. აი, მაგალითისთვის, მე მიყვარს ცხოველები, ბუნება და ჩემი პულტის მეშვეობით სხვადასხვა არხებიდან, სხვადასხვა სასაათო გგრაფიკებში ვსვამ მსგავსი შინაარსის გადაცემებს. შემდეგ ვზივარ და ჩემს პირად სატელევიზო კუთხეში ჩალაგებულ გადაცემებს მთელი ღამე ვუყურებ. აი ასეთი ინოვაციების ეტაპია ციფრული მაუწყებლობა.

ციფრული მაუწყებლობის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მისი ინტერნეტიზაციაც გახდება. 2020 წელს ჩვენ დავიკარგებით ვირტუალურ სამყაროში. ჩვენი რადიო, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და კომპიუტერი ერთიან ინტეგრირებულ ვირტუალურ სამყაროში ჩაიძირება. ჩვენ ყველას გვექნება ჩვენი სივრცე – პატარა ან დიდი, მყუდრო ან ეფექტური და იქ მოვათავსებთ მუსიკალურ და ვიდეო კატალოგებს, ახალ ამბებს და ფოტო ისტორიებს, დროის გეგმარებს და სასიყვარულო თავგადასავლებს. ტელევიზია გამოგვყვება ყველგან, სამზარეულოსა და საძინებელში, მეტროსა და ველოსიპედზე. აი, ასეთი მოქნილი გახდება ჩვენი ტელევიზიის პროგრამები.

Digital UKდღეს ქართული სატელევიზიო არხები უკვე აქტიურად ცდილობენ ციფრული მაუწყებლობის დანერგვას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი საკმაოდ დიდ დანახარჯებს მოითხოვს. ეს დანახარჯი აუცილებელია, მაგრამ, ვშიშობ, 2015 წელს ისეთი ტელევიზიები კვლავ შერჩება საქართველოს, ეს სტანდარტი რომ არ ექნება. შერჩებიან და დიდი ალბათობით დაიხურებიან კიდეც. ამის გამო, ვფიქრობ, სამაუწყებლო კომუნიკაციების ბევრი მენეჯერი დღეს შიშით ელოდება 2015 წელს. ეს ცოტათი ბიბლიურ მეორედ მოსვლას აგონებთ ალბათ, მაგ დროს გადაირჩევიან ტელევიზიები, ზოგი მომავლის მხარეს დადგება, ზოგიც კიდევ დარჩება წარსულში.

ფულადი და ტექნიკური რესურსი, ახალი სიხშირეები და მათი განაწილების ხერხები, ის საკითხებია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ტელევიზიის მდგომარეობაზე 2020 წლისთვის. ზოგიერთი ტელევიზია დიდი შანსია, მართლაც, გაქრეს. თუმცა, მათ ადგილას ახალი მაუწყებლობები აუცილებლად გაჩნდებიან. იქნებ ბევრს იმაზეც გაეცინოს, რომ მე ეს ქართულ რეალობაში განხორციელებადად მეჩვენება. მაგრამ დრო ჩქარდება, სამყარო ხდება უფრო გლობალური და თუკი ქართული ტელევიზიები მისთვის ფეხის აწყობას ვერ შეძლებენ მათ ადგილს სხვა უცხოური არხები დაიკავებენ. ამიტომ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას როგორც მინიმუმ, ერთი მენეჯერი მაინც ეცდება. ერთს მეორე მიყვება, მას კიდევ სხვა და ამ თუ ახალი სატელევიზო არხებით, საქართველო მაინც მივა ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციამდე. მულტიმედიურ და მულტილინგვისტურ, იტეგრირებულ და გლობალურ, ახლა ბევრად უფრო ინტერაქტიულ არხებამდე. ტელევიზიები ეცდებიან მოძებნონ მიზნობრივი აუდიტორიები და მათთვის გარკვეულ ენციკლოპედიებად იქცნენ. შეიცვლება სარეკლამო ბაზარიც, საეთერო ბადეც და მოკლედ ყველაფერი, რაც ახლა წარმოგვიდგენია ან ვერც კი მოვიაზრებთ.

ფოტოები ამოღებულია Google-ის საძიებო სისტემიდან.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s