ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა, თუმცა სწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

NDIალექსანდრე ქეშელაშვილი

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული  კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა არ შეცვლილა, თუმცა მაინც მიაჩნიათ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი ნაწილი (77%-ზე მეტი) ფიქრობს, რომ მდგომარეობა უცვლელია ტერიტორიული მთლიანობის, სამუშაო ადგილებისა და სიღარიბის კუთხით. რესპონდეტთა 47% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა მდგომარეობა პატიმრებთან დაკავშირებით. 40%-ის აზრით, ასევე უკეთესი სიტუაციაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით.

გაუარესებულ მდგომარეობაში ყველაზე მეტი (13%) მაჩვენებელი კრიმინალს აქვს, დაახლოებით ამდენივე (11%) ფიქრობს, რომ სიტუაცია სამუშაო ადგილებთან და რუსეთთან ურთიერთობის კუთხითაც გაუარესდა.

რეპონდენტთა 81% ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია. მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მიუხედავად ამისა, 58%  მაინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ამ კომპონენტში გასულ წელთან შედარებით მოსახლეობამ აზრი მცირედ შეიცვალა – 2012 წლის თებერვალში ჩატარებული იგივე კვლევისას მოსახლეობის  62% აღნიშნავდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

2013 წლის მარტში გამოკითხულთა 43%-ის აზრით, საქართველოში დემოკრატიაა. ამასთან მათი 51%-ისთვის დემოკრატია სიტყვის თავისუფლებასთან ასოცირდება.  ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებაში 83% ისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსი. რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელ მაინც 21% ესწრება .

კვლევის თანახმად, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მინიშვნელოვანია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და საპენსიო რეფორმა.

NDI-ს დაკვეთით კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ ჩაატარა. გამოკითხვა 13-დან 17 მარტამდე მიმდინარეობდა და მის ფარგლებში 3103 რესპონდენტი გამოიკითხა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s