ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ

ნიკა გვარამია თსუ-ში

ნიკა გვარამია თსუ-ში

ნინო ბარნაბიშვილი

18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესტუმრა. შეხვედრის მოწყობა მართლაც მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდებოდა – ტელეკომპანიამ გადაწყვიტა ჟურნალისტური სკოლების განვითარების ხელშესაწყობად , ხუთი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს სტაჟირება გაატაროს.

ზოგადად ადამიანების კატეგორიებად დაყოფა არასწორია,  თუმცა დამეთანხმებით რომ არსებობენ ერთნი, მეორენი, მესამენი და ა.შ, რომელთაც პიროვნული მონაცემებით საერთო და ერთმანეთისგან განმასხვავებელიც ბევრი რამ გაგვაჩნია. ამავე პრინციპით არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებსაც აქვთ ინტელექტი, ცოდნა, გამოცდილება,  კარგი „ლავირებისა“ და პუბლიკის მონუსხვის უნარი- სწორედ ასეთ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება  ნიკა გვარამია.

მის მიერ გამოთქმული ყოველი მოსაზრების შემდგომ მიჩნდებოდა სურვილი შეწინაარმდეგებისა, ჩაკითხვისა მაგრამ მისი მხრიდან „ დახელოვნებულმა პასუხებმა“, რომელსაც თან ერთვოდა  ჩემი დილეტანტური ცოდნა  ზოგადად მედია საქმიანობისა, შედეგი გამოიღო და თავის შეკავება მაიძულა. რაც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი უდავოდ დიდი ინტელექტუალური რესურსია, რომელიც აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს თავისუფალ, დაბალანსებულ, სამართლიან, მაღალპროფესიონალურ, რეიტინგულ და ეთიკურ მედია საშუალებას –  როგორიც ბევრ ასპექტში „რუსთავი 2“ ნამდვილად არ არის.

გასაგებია, რომ ქვეყანა ძალიან დიდ პოლიტიკურ რყევებს განიცდის, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ინტერესის საგნად უნდა იქცეს საზოგადოებისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს  ან  ხალხის დაკვეთა საზოგადოებრივი თუ კერძო ტელევიზიების მიმართ მხოლოდ  პოლიტიკური პროცესების  გაშუქებაა.

მეც ვფიქრობ, რომ ნამდვილად არის „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული ქართული არხი (შეხვედრის განმავლობაში ბატონი ნიკა მუდმივად ხაზს უსვამდა, არხი მაღალრეიტინგულობას), რომელიც მან შედარებით „ხარისხიანი პროდუქტის შექმნით“ მოიპოვა.  „ხარისხის“ შეფასებასაც  ძალიან ბევრი კრიტერიუმი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მასში, მაინც თავად ინფორმაციის ღირებულებაა, რამდენად არის ის მიუკერძოებელი, დაბალანსებული და „ნამდვილი“. „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში არსებობს რაღაც, რაც კარგადაა შეფუთული და თვალს იტაცებს, ხიბლავს მასებს და საბოლოოდ ეწოდება „ინფორმაცია“.

ნიკა გვარამიასთან შეხვედრისას გულწრფელად დამწყდა გული და ასევე გულწრფელად ვიკითხე, თუ რატომ მიიჩნევს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, რომ მისი არხის ეთერში არასდროს (შემდეგ აღნიშნა, რომ არ უთქვამს „არასდროს“ ) უნდა გავიდეს სიუჟეტი, რომელიც ეხება, მაგალითად, პანდუსების დამონტაჟების საკითხს და რატომ თვლის, რომ ეს საქმე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელს პრეროგატივაა, რატომ არ შეიძლება ეს საკითხი გაშუქდეს „რუსთავი 2“- ზე (ყველაზე რეიტინგულ არხზე), მაშინ როდესაც ეს პრობლემა ათასობით შშმ პირს და ასევე ათასობით მათ უკან მდგომ ოჯახს ეხება (ერთად უკვე რამდენიმე ათასი  4 მილიონიან ქვეყანაში).  

დღემდე, სახელმწიფოს მხრიდან შეიქმნა „შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის სახელმწიფო კონცეფციები“, დარგობრივი კანონმდებლობა,  არსებობენ ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციები თავიანთი „სახელმწიფოსათვის მუდმივშეთავაზებადი“ რეკომენდაციებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება:  კონცეფციები არ სრულდება, შშმ პირი არაადაპტირებული გარემოს გამო ისევ იზოლირებულია და საზოგადოებაც ვერ ხედავს საკითხის აქტუალობას.  ეს იმიტომ, რომ „კურიერის“ -საეთერო დრო  პოლიტიკას ეთმობა, ხოლო შშმ პირებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა „პროფილითა“ და „ ნანუკას შოუთი“ ხდება, რომელნიც პირდაპირ აღვივებენ სიბრალულისა და შეცოდების განცდებს და არა შშმ პირთა თანასწორ მოქალაქეებად აღქმას და  საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გააზრებას. 

ჩემს შეკითხვაზე საინტერესო პასუხი მივიღე, ისევ და ისევ კარგად შეფუთული, ეს საკითხები „კურიერში“ მოხვდება, თუკი ის კონკრეტული ადამიანის პრობლემას ასახავს და სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი გაშუქდება კონკრეტულ დღესო. მერე დარბაზში ყველანაირი ხმა აირია და სტუმრის პოზიცია ბოლომდე ან მე ვერ გავიგე ან დაფიქსირებული არც ყოფილა. მისი დამოკიდებულების გასაგებად კიდევ ერთი  პასუხი გამოგვადგება, რომელიც სერიალების საეთერო დროსთან დაკავშირებულ შეკითხვას მოჰყვა, ბატონი ნიკას პასუხი/ რჩევა – როდესაც არ მოგწონს შეგიძლია გადართო.

ბოლოს ზოგადი ხაზგასმა იმისა, რომ ნაკლებად აღვიქვამთ ქართულ სინამდვილეში კერძო ტელეკომპანიის ფენომენს. მაგრამ ბატონო ნიკა, ქართული ტელევიზია ხომ „ ვაის გავეყარე და ვიუს შევეყარეა“, სად გადავრთოთ, როდესაც არჩევანი არ გვაქვს,  ყველგან ხილს ერთნაირი ფერი, სუნი და გემო აქვს მაშინ, როდესაც ერთ ხეზე მოკრეფილ სათითაო ნაყოფსაც კი განასხვავებს ერთმანეთისგან რაიმე ნიშანი.

მე მარტივი გადაწყვეტილება მივიღე – ეს ხილი ან უკეთესად მოვიყვანო, ან აღარ მიყვარდეს და აღარ ვჭამო, მაგრამ ხალხი ვერ იშიმშილებს და ძალაუნებურად  მუდმივად გასაღდება უხარისხო პროდუქციაც..

4 thoughts on “ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ

    • “ნიკა გვარამიასთან შეხვედრისას გულწრფელად დამწყდა გული და ასევე გულწრფელად ვიკითხე, თუ რატომ მიიჩნევს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, რომ მისი არხის ეთერში არასდროს (შემდეგ აღნიშნა, რომ არ უთქვამს „არასდროს“ ) უნდა გავიდეს სიუჟეტი, რომელიც ეხება, მაგალითად, პანდუსების დამონტაჟების საკითხს და რატომ თვლის, რომ ეს საქმე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელს პრეროგატივაა, რატომ არ შეიძლება ეს საკითხი გაშუქდეს „რუსთავი 2“- ზე (ყველაზე რეიტინგულ არხზე), მაშინ როდესაც ეს პრობლემა ათასობით შშმ პირს და ასევე ათასობით მათ უკან მდგომ ოჯახს ეხება (ერთად უკვე რამდენიმე ათასი 4 მილიონიან ქვეყანაში). ” – შეხვედრაზე მეც ვიყავი და შენი კითხვებიც კარგად მახსოვს ნინო, მაგრამ რაც ნიკა გვარამიამ თქვა , მიმაჩნია, რომ შენ სწორად ვერ გაიგე პანდუსებზე …ახლაც არასწორად წერ ამის შესახებ და ვერ დაგეთანხმები, რომ მან ასე რადიკალურად და გადაჭრით თქვა, რომ არ გავაშუქებ პანდუსების თემასო, მან აღნიშნა, რომ კურიერის პრეროგატივაა ახალი ამბების გაშუქება.. აი, მაგალითად, პანდუსების გამო აქცია მოეწყო, ან ვინმე ვერ გადაადგილდა და პროტესტი გამოთქვა და ა.შ, ამას აუცილებლად გავაშუქებთო. ისე კი, პანდუსების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ამას “პოსტ სკრიპტუმში” ან სხვა გადაცემებში დავუთმობთ დროსო…

      Like

      • მადლობა შენიშვნისთვის და კომენტარისთვის:) მერწმუნე სიამოვნებით მოვისმენდი და გავაზიარებდი პოსტს, რომელიც ჩემს მოსაზრებას გააბათილებდა.(შეგიძლია დაწერო “პასუხის პასუხი”:)) რაც შეეხება იმას, რომ არასწორად ვწერ, რასაც ვწერ ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, ჩემი დასკვნა, რომელიც გამოვიტანე. და დამერწმუნე დასკვნაზე ბევრად მეტი ვიფიქრე ვიდრე აქ მიწერია. კურიერის პრეროგატივა რომ ახალი ამბების გაშუქებაა, ეს მშვენიერი ფაქტია მაგრამ იცი როგორ იღებენ მსგავს თემებზე ნიუსებს? იტყვიან რომ “მერიოტში მოეწყო შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პირთა და სახელმწიფოს წარმომადგენელთა შეხვედრა, გადაიღებენ იმ ნაწილს სადაც პოლიტიკური სუბიექტი “ასაჩუქრებს” ან სიტყვით გამოდის, და ნამდვილი მუშა პროცესისა და რეალურად მისაღწევი მიზნების დეკლარირებისას აღარც ჟურნალისტები რჩებიან და აღარც პოლიტიკოსები, სესაბამისად არც ეს ჰპოვებს ასახვას რეპორტაჟში.(დაჭრილი ინფორმაცია:))(ესეთი რეპორტაჟებიც წელიწადში თითო-ოროლა) რა შუაში იყო საზ. მაუწყებლისა და რუსთავი 2 შედარება/ხაზგასმა, ნიუსი ნიუსია და ორივემ უნდა გააშუქოს. კიდევ ის “პანდუსების გამო აქცია მოეწყო, ან ვინმე ვერ გადაადგილდა და პროტესტი გამოთქვა და ა.შ, მაშინ გააშუქებს კურიერიო” ამას რომ ამბობდა, და შენც რომ ეთანხმები შენი აზრით, ასეთი ადვილია როცა ვინმე ვერ გადაადგილდება, ეგრევე ტელევიზიაში დარეკოს და ასე მოხერხდეს მისი საკითხის აქტუალიზაცია? ამ ადამიანებს იმდენ ბარიერს უქმნის ქართული სოციალური გარემო, რომ ამის თხოვნა, ასეთი ძალისხმევის გამოჩენის დავალდებულება, ჩემი აზრით, არასწორია. აქციებიც ყოფილა, რომელსაც საეთერო დრო არ დაეთმო, არადა ნამდვილად მნიშვნელოვანი ყოფილა (ამ შემთხვევაში სხვა სოციალური ჯგუფების აქტივობასაც ვგულისხმობ). კიდევ ერთი რამ თქვა ბ-ნი ნიკამ, როდესაც კონცეფციებზე და არასამთავრობოებზე ვთქვი, გამაწყვეტინა ეგ ისედაც იცის საზოგადოებამო- დამერწმუნე არაფერიც არ იცის იმიტომ რომ ამ საკითხებს მედიაში აქტუალიზება “არ გაუვლია” და თუ ასე გაგრძელდა არც გაივლის.
        პროფესიით მომავალი სოციალური მუშაკი ვარ და იცი რა მესმის 3 წელია, რომ სახელმწიფო წერს კონცეფციებს, რომელსაც არ ასრულებს, არასამტავრობოები მუშაობენ ლოკალურად და წერენ რეკომენდაციებს, რომელსაც სახელმწიფო არ უსმენს საბოლოოდ კი 1000 ადამიანი, ვისაც ეს პრობლემა ეხება ისევ სოციალურად იზოლირებულია და არ ეძლევა საშუალება ჩემსავით და შენსავით ისარგებლოს საზოგადოებრივი სიკეთეებითა და რესურსებით. ხალხის მოთხოვნა და პასუხისმგებლობა ღვივდება ინფორმაციის მიწოდებით, რომლის პირდაპირი საშუალებაც მედია და ჩვენს შემთხვევაში ტელევიზიაა.ტელევიზია რომელიც არ აწვდის სწორად და დამერწმუნე ბევრი კარგის გაკეთება შეუძლია.(მითუმეტეს “რუსთავი 2”, რომელიც წამყვანი ტელევიზიაა).
        მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი, რომელიც მედიის ამოსავალიცაა და კერძო მედიის მით უმეტეს, ყოველთვის მიწოდებამდე იკვლევს მოთხოვნებს, მაგრამ ჩვენს “ახალდემოკრატიაში” კვლევებს ნაკლები დრო ეთმობა, თორემ ვნახავდით რომ დღეში 5სერიალი ხალხის დაკვეთაა არაა და”ჩლუნგები” არ ვართ რომ სხვა ინტერესები არ გაგვაჩნდეს.
        “დავუთმობთ დროსო…” მსგავსად ბევრი ლაპარაკობს და ბოლოს არც არაფერი…(აქ შეიძლება ვაცალოთ 🙂 მინდა ოპტიმისტი ვიყო… და პირადად მე დავთვლი , რამდენი რეპორტაჟი იქნება მსგავსი, სოციალური ჯგუფების პრობლემების თემაზე).

        Like

  1. რაც შეეხება რადიკალიზმს:) სულაც არაა ეს რადიკალიზმი და არც მას უთქვამს ეს რადიკალურად, უბრალოდ მე ფაქტების ჩემეული, ასეთი ახსნა მაქვს, შენ შეგიძლია შენეული გქონდეს:) იმედია ვერ დამწამებ კონტექსტიდან ამოგლეჯილად გიწერია და ციტირებებიც ისე დაამახინჯე, რომ აზრი დაგეკარგაო:) ისე მართლა ძალიან გამიხარდა რომ გამომეხმაურე, მიყვარს რომ მეკამათებიან;)

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s