19 აპრილს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ოფისში „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ პროექტის ფარგლებში ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”.
ლექციის მთავარი მიზანი ილიასეული ფრაზის: “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს” განმარტება და მისი სრულფასოვანი გააზრება იყო. ზვიად ქორიძის თქმით, თავისუფალი მოქალაქე ქმნის თავისუფალ საზოგადოებას, მოქალაქე უნდა იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. სახელმწიფო უნდა იყოს დაფუძნებული არა ძლიერ მთავრობაზე, არამედ ძლიერ და თავისუფალ მოქალაქეებზე, რადგან ამ მთავარი კრიტერიუმის გარეშე თავისუფალი საზოგადოება ვერ იარსებებს.
„ეს არის ის ძირითადი პრობლემა, რაც ილია ჭავჭავაძეს აწუხებდა, მოქალაქე მზად უნდა იყოს თავის თავზე მისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს და, შესაბამისად, პასუხი აგოს ყველა თავის ქმედებაზე“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო არის მუდმივად დაფუძნებადი ორგანიზმი და ყოველ ახალ არჩევნებზე საზოგადოება ქმნის ახალ სახელმწიფოს, ახალ ისტორიას, რაც ჯანსაღი პროცესია. როგორც ზვიად ქორიძემ თქვა: „სახელმწიფო იქმნება ქვემოდან, მოქალაქეები ქმნიან სახელმწოფოს“. ცენტრის სტუდენტებმა დისკუსიისას იმსჯელეს იმაზე, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გააკეთოს საკუთარი არჩევანი, გადაწყვეტილება თავად მიიღოს და ამ არჩევანში არავინ არ უნდა ჩაერიოს.
ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციათა ციკლს „საუბრები ილიაზე“ ზვიად ქორიძე მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს.
ლექცია ონალინ რეჟიმში გადაიცემა ცენტრის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/liberalism.center?bookmark_t=page
და ბლოგზე : http://liberalizmi.wordpress.com/
დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია..