თსუ-ში თვითმმართველობის ახალ კონცეფციას ქმნიან

თსუალექსანდრე ქეშელაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) 22 აპრილს, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური თვითმმართველობის ახალი კონცეფციის შემუშავება იგეგმება. შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ პროექტი ვებ-საიტ european.ge-თან თანამშრომლბით უნდა განხორციელდეს, კონცეფციის შემუშავებისას კი გამოყენებული იქნება კომპლექსური მეთოდები.

ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფში ძირითადად სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“-ის წევრები შედიან. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა  ინიციატორმა, ალექსანდრე ცაგარელმა თქვა, პროექტის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებითად შეიცვალოს დღევანდელი მოდელი, რომელიც თვითმმართველობის სწორი ფორმის ანტიპოდია, რადგან ის სტუდენტური თვითმმართველობის მთავარ ფუნქციას –  სტუდენტთა უფლებების დაცვას, არ ასრულებს. სწორედ ამიტომ, ალექსანდრე ცაგარელის თქმით, მათი სურვილია არსებული თვითმმართველობის მოდელის რადიკალური ცვლილება, სადაც მართვაში ჩართვა ყოველ სტუდენტს შეეძლება და ძალაუფლების ვერტიკალი მიმართული იქნება ქვემოდან ზემოთ: რიგითი სტუდენტებიდან თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისკენ. „ჩვენი მთავარი იდეაა, უნივერსიტეტში ძალაუფლება ჰქონდეთ სტუდენტებს“, – აღნიშნა ცაგარელმა.

როგორც შეხვედრაზე პროექტის ინიციატორებმა განაცხადეს, კონცეფციის შემუშავებაში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობისთვის ორგანიზატორები „საქართველოს ახალგაზრდა სოციოლოგთა ასოციაციასა“ და სტუდენტ ფსიქოლოგთა გაერთიანება „ახალ განწყობასთან“ ერთად სოციოლოგიური კვლევების ჩატარებას გეგმავენ. შემდეგ ეტაპზე კი დისკუსიების მოწყობა და სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბებაა გათვალისწინებული. ასევე დაინტერესებული პირებისთვის იგეგმება თავისუფალი სივრცის მოწყობა ვებსაიტ European.ge-ზე, სადაც, პროექტის ორგანიზატორების თქმით, საიტზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება საკუთარი მოსაზრებების და კონცეფციის წარმოდგენა ან კრიტიკა.

თსუშეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. მათ  სურვილი გამოთქვეს, ეთანამშრომლათ ორგანიზატორებთან, სტუდენტებს სურთ, შეისწავლონ  რამდენად მიესადაგება შესამუშავებელი მოდელი კერძო უნივერსიტეტებს. შეხვედრაზე იმსჯელეს რა ფორმით შეიძლება ჩაერთონ ლექტორები თვითმმართველობის ახალი კონცეფციის შემუშავებაში. თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ლექტორებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ სამოქმედო ჯგუფთან, სხვა რაიმე ფორმით კი მათი ჩართვა არ იგეგმება.

დადებითად შეაფასა პროექტის შემუშავებაში სოციოლოგიური კვლევის ჩართვა სტუდენტური გაერთიანება „ნარინჯისფერი კლუბის“ წარმომადგენელმა ოთო კობახიძემ.

„რაც აქამდე ასე ზეპირსიტყვიერად ითქმებოდა და ზეპირი დასკვნები კეთდებოდა, აისახება კვლევაში და ის, რომ ამ კვლევის შედეგები შემდეგ გათვალისწინებული იქნება ახალი მოდელის შემუშავებაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საჭიროა, გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება, მაგრამ მოვარგოთ ქართულ სინამდვილეს. საბოლოოდ ისეთი მოდელი უნდა შევიმუშაოთ, რომელიც ყველა სტუდენტის ინტერესესს ასახავს“, – აღნიშნა ოთო კობახიძემ..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s