1 მაისის აქცია – ჯანსაღი პროტესტი თუ ორმხრივი უკულტურობა

55

ნინო ბარნაბიშვილი

14:30 – მზადება აქციისთვის.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ჯერ კიდევ სიწყნარეა, სტუდენტები თავისუფლად მოძრაობენ, ხოლო  აქციის ორგანიზატორები („ლაბორატორია 1918“-ის  წევრები)  ნელ-ნელა ემზადებიან მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის, რომელიც პირველ მაისს-მშრომელთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ლაიტმოტივი ღირსეული შრომის პირობებისა და დასაქმების უფლებებისათვის ბრძოლაა. თუმცა, მოგვიანებით ნაკლებად ახსოვთ მშრომელთა დღე და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების აფიშირება. სცენარი განსხვავებულად ვითარდება…  სულ სხვანაირი და მოულოდნელი შედეგებით. თუმცა, ამაზე ოდნავ მოგვიანებით…

15:05– აქციის დაწყება

აქცია საკმაოდ ენერგიულად დაიწყო,  მონაწილეებისთვის მხიარული და ამაღლებული განწყობით. რუპორთან ხუთამდე გამომსვლელი მივიდა, რომლებიც შეკრებილებს ღირსეული შრომის პირობებისა და დასაქმების უფლებებისათვის ბრძოლისკენ  მოუწოდებდნენ. ხაზს უსვამდნენ იმას, რომ „არ შეიძლება, შრომა იყოს ადამიანთა დროისა და რესურსების პარაზიტი. არ შეიძლება, შრომა იქცეს ერთადერთ ისტერიულ საშუალებად გადარჩენისათვის, რომლებსაც ადამიანები თანხმდებიან ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ პირობებში. ნებაყოფლობითი მონობა, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში ემსგავსება დაქირავებული შრომა, უნდა შეიცვალოს ნებაყოფლობითი საქმიანობის ფუნდამენტური უფლებით.“ აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, რომ ყოფილიყვნენ სოლიდარულები, რომ საჭიროა მოხდეს  სახელისუფლებო ძალების იძულება, დაინტერესდნენ სოციალური საკითხებით. აქვე წაიკითხეს „ლაბორატორია 1918“-ის მიერ შემუშავებული მანიფესტი და 4 კონკრეტული მოთხოვნა: 1 მაისი- დასვენების დღე, უმუშევრობის კომპენსაციის დაწესება, სამუშაო ადგილებზე მომუშავეთა მიერ მენეჯმენტში აქტიური ჩარევა და სამართლიანი შრომის კოდექსი!

თავის მხრივ საკმაოდ კარგად ასახავდა სათქმელს ბანერები, რომელსაც პირდაპირ თუ ირბად ყოველთვის ჰყავდა ადრესატი  „შენ არ გჭირდება ბოსი“, “დაქირავებული შრომა= დაქირავებული ცხოვრება“, “საათები შრომისთვის, წამები ცხოვრებისთვის“, “ვშრომობთ ვირები ჭამენ ბრიგადირები“, „1 მაისი-ბრძოლის დღე“, “მუშა და არა მონა“, „ძირს ინგლისური კაპიტალიზმი“, „ძალაუფლება მუშებს“, „არა სექსისტურ შრომის კოდექსს“, „კაცები „კუხნაში“ ქალები პარლამენტში“ და ა.შ. კულმინაცია იყო პირველი კორპუსის ფასადზე, სავარაუდოდ „უსანქციოდ“ გადმოკიდებული ბანერი – „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, რომელსაც აქციის მონაწილეთა მხრიდან შეძახილები და ძირითადი  მოწოდებების სკანდირება მოჰყვა…

არ შეიძლება, არ აღვნიშნო აქციის მსვლელობისას 13 წლის ბიჭის საჯაროდ სიტყვით გამოსვლა, რომელმაც ამაღელვებლად და აგრესიანარევი ტონით აღნიშნა, რომ დედამისი მის გამო იტანჯება ამ პირობებში და, რომ ის იბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ყველა და ყველაფერი კარგი, მაგრამ  13 წლის ბიჭი თავის თანატოლებთან ერთად (დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავს ანარქისტთა ჯგუფს მიაკუთვნებენ) რომ ასე მძაფრად, რადიკალურად და აგრესიულად აპროტესტებს, ეს უკვე ჩვენი საზოგადოების უდიდეს სისუსტეზე მეტყველებს. თანასწორობასა და შრომის უფლებებზე ვსაუბრობთ, მაშინ როდესაც ყველაზე დაუცველ და მოწყვლად ჯგუფს 13 წლის ასაკში ანარქისტად და გამწარებულ პატარა ადამიანად ვაყალიბებთ. საიდან? როგორ? ჯერ კიდევ მიკვირს…

მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომ აქციაზე მივიდა „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“ (ლოზუნგით „ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენს ხელთაა“), საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“, დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი, რომელთაც ნათლად გამოხატეს სოლიდარობა მშრომელთა უფლებების დასაცავად და მათი კონკრეტული სოციალური ჯგუფების  სატკივარი გაახმაურეს. ეს აქციის შედარებით „მშვიდი“ ნაწილი აღმოჩნდა…

16:15 – აქციის მონაწილეები შეჩერდნენ „ავერსის“  ოფისთან

16:40 – აქციის მონაწილეები შეჩერდნენ TBC ბანკის სათაო ოფისთან. პულივიზატორებით ბანკის შესასვლელთან წერდნენ ლოზუნგებს და სკანდირებდნენ. ამავე დროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეინიშნებოდა პოლიციელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა.
tt

17:05 – დაპირისპირება „წესრიგის დაცვისა“ და „მშვიდობიანი აქციის უფლების“     სახელით

სამწუხაროდ, როდესაც დაპირისპირება დაიწყო, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვერ აღმოვჩნდი. მაგრამ იმის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია, რომ როდესაც კინო საქართველოსთან  მივედით 4-5 საპატრულო ეკიპაჟი და ათობით პოლიციელი იყო მობილიზებული (მათ შორის სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული თანამშრომლებიც), რომელთაც წამიერად დაიწყეს აქციის ორგანიზატორთა დაკავება. აქციის მონაწილეთა მხრიდანაც იყო პროვოკაციები. საბოლოოდ კი ორივე მხარე იგინებოდა და ორმხრივ გაწევ-გამოწევაში იყო ჩაბმული. თითქოს ყველაფერი იქ დასრულდა, მაგრამ არ გვქონდა გავლილი 50 მეტრი, რომ ორგანიზატორთა ბედი სხვა მონაწილეებმა და ჟურნალისტებმაც გაიზიარეს. შეინიშნებოდა პანიკაც, იმიტომ რომ ზუსტად ვერავინ არკვევდა სად იყვნენ მათი მეგობრები, არადა დაკავებულიც საკმაოდ ბევრი იყო.

მსვლელობის საბოლოო ადგილი „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“ მართლაცდა „მედგრად“ დაუხვდა სტუდენტებს პოლიციელთა ჯაჭვით გარშემორტყმული. სამინისტროსთან  გამოსვლებისას მოთხოვნებს, რაც მანამდეც ისმოდა მანიფესტანტებისგან კიდევ ერთი დაემატა. ეს იყო მოთხოვნა ღარიბაშვილის მიმართ, შეეფასებინა და პასუხისმგებლობა აეღო დღევანდელი აქციის დაშლის ფაქტზე.

დაახლოებით 18:00-ზე აქცია დასრულდა.

პ.ს. (რაც დამამახსოვრდება)

  •  ჯერ კიდევ არ გვაქვს პროტესტის გამოხატვის სათანადო კულტურა!
  • „ძალოვანი“ ისევ „ძალოვანია“!
  • საქართველოში ჯერ კიდევ არ ჰყავს „კარგ მთქმელს“ „კარგი გამგონე“!
  • ასე თუ გავაგრძელეთ „გაბრწყინებული საქართველო შორია“!

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s