შრომის უფლების დასაცავად აქცია გაიმართა

00ქეთი მესტვირიშვილი

შრომის კოდექსის დახვეწისა და მასში გათვალისწინებული პუნქტების შესრულების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციის ორგანიზატორები სტუდენტური გაერთიანება  „ლაბორატორია 1918“-ის  წევრები იყვნენ.

უნივერსიტეტთან შეკრებილები თანასწორ სამუშაო პირობებს მოითხოვდნენ და დასაქმების დროს სქესობრივი დისკრიმინაციას გმობდნენ.

„ქალები მმართველ პოზიციებზე“ – ამ ლოზუნგით აქციას „თავისუფალ ფემინისტთა“ ჯგუფიც ესწრებოდა. ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდას ითხოვდნენ.

მანიფესტაციას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებიც (შშმ) შეუერთდნენ. მათ მხარდასაჭერად აქციაზე მისულმა თამარ გურჩიანმა განაცხადა, აუცილებელია შშმ პირთათვის მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით  სამუშაო ადგილები შეიქმნა.

აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. რუსთაველის გამზირზე მიმავალ მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. რის შემდეგაც აქციის რამდენიმე ორგანიზატორი და მედიის წარმომადგენლები, ჯამში ოცამდე პირი დააკავეს. სამართალდამცავების განცხადებით, დაკავების მიზეზი საგზაო ნაწილის გაუფრთხილებლად გადაკეტვა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ყველა დაკავებული გათავისუფლებულია ხელწერილით, ფაქტზე კი მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s