“საუბრები ილიაზე” – ლიბერალიზმი

936310_154768161366420_258062840_nთეონა გოდერძიშვილი

ლიბერალიზმის გაგება – გაცნობიერება საზოგადოების მიერ  ილიას ეპოქიდან დღემდე – ჟურნალისტი ზვიად ქორიძე „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ 3 მაისს შეკრებილ სტუდენტებს ლიბერალიზმის ილიასეულ ხედვაზე ესაუბრა.

ლექციის მსვლელობისას ზვიად ქორიძემ მსოფლიოს ქვეყნების მაგალითზე  პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირების კონკრეტული შემთხვევები და შედეგები განიხილა. მისივე თქმით, რუსეთში გავრცელებულ შეხედულებას, რომლის თანახმადაც საზოგადოება მამებად და შვილებად, შესაბამისად, კონსერვატორებად და ლიბერალებად იყოფოდა, ილია ქართულ რეალობაში გადმოტანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. აქვე აღინიშნა, რომ „ლიბერალიზმისათვის მთავარ განზომილებას ადამიანი წარმოადგენს. ლიბერალები ყოველთვის არსებობენ იმისათვის, რომ შექმნან ტონი, ციფრებმა არ გაქელოს ისეთი ღირებულება, როგორიცაა ადამიანი“.

ლიბერალურ ხედვასთან დაკავშირებით ზვიად ქორიძემ ყურადღება მალთუსის თეორიაზეც გაამახვილა და პარალელები ქართული ნაწარმოებების გმირებთან გაავლო. მისი თქმით, „მიდგომა-ბატონს წაართვა, საზოგადოებას დაურიგო არასწორია. თანასწორობა ნიშნავს, ყველას სასტარტო პირობები ჰქონდეს თანასწორი“.

ლექციაზე დამსწრეთა შორის განსაკუთრებული ინტერესი თანამედროვე  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებებმა და მათ მიმართ ლიბერალურმა განწყობებმა გამოიწვია.

ილია ჭავჭავაძის შესახებ საჯარო ლექციათა ციკლს „საუბრები ილიაზე“ ზვიად ქორიძე მომდევნო კვირაშიც გააგრძელებს.

ლექცია ონლაინ რეჟიმში გადაიცემა ცენტრის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/liberalism.center?bookmark_t=page

და ბლოგზე: http://liberalizmi.wordpress.com/

დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s