რუზანა მურადიანის ჩანაწერი – „ლიბერალიზმის თანამედროვე ხედვა“

533114_259352290865804_1253557983_n

ჩვენ, კონკურსის წესით შერჩეულ 20 სტუდენტს, რომლებიც ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის პროექტის მონაწილეები ვართ, ალბათ, ყველაზე უკეთ უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ლიბერალიზმი და ლიბერალური დამოკიდებულება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროექტმა დაგვაინტერესა სწორედ მისი სახელწოდების და შემოთავაზებული თემების გამო, ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებები, მათ შორის გამოხატვისა და რწმენის თავისუფლება, საკუთრების უფლება…

როდესაც ჟურნალისტი ზვიად ქორიძე  ლიბერალიზმის ილიასეულ ხედვაზე საუბრობდა, სტუდენტებმა თანამედროვე  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებებზე ყურადღება გაამახვილეს. მინდა ავღნიშნო, რომ მეც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი ვარ და ეს, წესით, სულაც არ უნდა წარმოადგენდეს რაღაც დაბრკოლებას წარმატებების მისაღწევად, რადგან მე, როგორც ლიბერალური იდეების მოზიარე, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

მერე რა რომ მე ყავისფერი თვალები მაქვს, შენ კი მწვანე, მერე რა რომ მე წაბლისფერი თმა მაქვს, შენ კი – ქერა, მერე რა რომ მე ხორბლისფერი კანი მაქვს, შენ კი-შავი… მთავარი ეს ხომ არ არის, მთავარი ისაა, რომ მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც შენ და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად არის ადამიანი განათლებული ან ჭკვიანი. ეს მას არ აძლევს საშუალებას,  თავი სხვაზე ზემდგომად წარმოაჩინოს. ყველას აქვს თანაბარი უფლება იცხოვროს, განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს. ლიბერალიზმიც სწორედ ადამიანის ამ ძირეულ უფლებებზეა დაფუძნებული, თანასწორობის აზრს ავითარებს.

ზვიად ქორიძის თქმით: „თანასწორობა ნიშნავს, ყველას სასტარტო პირობები ჰქონდეს თანასწორი“. სრულიად ვეთანხმები ამ აზრს და მჯერა, რომ რასას, კანის ფერს, ეთნიკურ წარმომავლობას ან რელიგიურ კუთვნილებას არანაირი კავშირი არ აქვს თვით ადამიანის პიროვნებასთან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ თუ გაიზარდე და გახდი სერიული მკვლელი, იგივენაირად უნდა მოგექცნენ, როგორც პრეზიდენტს. თუმცა, ვიდრე გაიზრდები და დამოუკიდებელი გახდები, უნდა გქონდეს თანასწორი უფლება სხვებთან ერთად განვითარების, განათლების და ა.შ. უკვე შემდგარი პიროვნება, კი შეგიძლია შეაფასო ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებით ან მის პიროვნულობაზე დაყრდნობით.

როდესაც ლექციაზე ეროვნულ უმცირესობებზე საუბრობდნენ, კონკრეტულად, სომხებზე, ბევრი ისეთი თემა წამოჭრეს, რაზედაც მინდოდა ჩემი თვალსაზრისი გამომეხატა, თუმცა, თავი შევიკავე, რადგან მივხვდი, რომ ვერც მათ და ვერც ვინმე სხვას, მორალზე და ლიბერალიზმზე ლექციას ვერ წავუკითხავდი. ამას იმიტომ ვერ გავაკეთებდი, რომ მეც ზუსტად მათსავით ვაზროვნებდი. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც გამახსენდა რომ ლექციამდე მარი (ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი) შემხვდა და არაბებზე ვსაუბრობდით, საკმაოდ მკაცრად განვსჯიდი მათ და სხვადასხვა არგუმენტით ვამყარებდი იმას, თუ რატომ არ მინდოდა მათი აქ ნახვა (მარი არ იზიარებდა ჩემს შეხედულებას). თუმცა, ერთი ადამიანის ზიზღი არ უნდა გადაედოს მთელ ერს. მაშინ, გემანელები ხომ  სამუდამოდ უნდა შევიზიზღოთ, რადგან ჰიტლერმა 6 მილიონი ებრაელი დახოცა. სწორედ მაშინ მივხვდი ჩემს დანაშაულს, როდესაც ჩემს თავზე გამოვცადე ის არასასიამონო გრძნობა, რაც აუდიტორიაში ეროვნულ უმცირესობებთან მიმართებაში სუფევდა. დარწმუნებული ვარ, იმ არაბსაც ძალიან ეტკინებოდა გული, თუ გაიგებდა  ჩემს დამოკიდებულებას მის მიმართ.

ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ  იმის შესახებ, რომ ლიბერალიზმის მთავარი ღირებულებაა ადამიანი, რომლის გარეშეც ლიბერალური საზოგადოება ვერ იარსებებს, ხოლო სახელმწიფო დაკარგავს აზრს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და თითოეულმა ადამიანმა უნდა გაათვითცნობიეროს ეს და თავის თავზე გადაიტანოს, გაიფიქროს: „მე რომ მის ადგილას ვყოფილვიყავი, როგორ ვიგრძნობდი თავს?“

საქართველო არის მულტიეთნიკური მოქალაქეებისგან შემდგარი ქვეყანა და სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი უპირატესობა ჩვენთვის უმაღლესი და საერთო  ღირებულება უნდა იყოს მოქალაქეობა!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s