ევროპის კვირეულის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილმა და ელიტა გაველემ GIPA-ში შეხვედრა გამართეს

944638_157899357717027_1497063385_nტუსა ჯანგავაძე, ლექსო ქეშელაშვილი

8 მაისს ევროპის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში  საქართველოში ლატვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა -ელიტა გაველემ და ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) შეხვედრა გამართეს.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება კვლავაც რჩება მთავრობის ნომერ პირველ პრიორიტეტად. მან ასევე ისაუბრა მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზეც, რომელზეც უნდა მოხდეს  საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, რაც ქართულ პროდუქტს ევროკავშირის შიდა ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო რუსეთის ურთიერთობებზე. მინისტრის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტების – ტერიტორიულ მთლიანობასა და დეოკუპაციის აუცილებლობაზე უარის თქმის ხარჯზე, თუმცა ამასთანავე როგორც სახელმწიფო მინისტრმა, ისე ლატივიის ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება იქნება ევროკავშირისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ელიტა გაველეს თქმით, ლატვიის სახელმწიფო ყოველთვის მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსაკენ. ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ ეკონომიკური რისკებისა, რასაც საქართველოს ტიპის სახელმწიფოს ევროკავშირის წევრობამ და მკაცრმა რეგულაციებმა შეიძლება მოუტანონ, „ევროკავშირის რეგულაციები  მაინც უსაფრთხოების და სიმშვიდის  უფრო დიდი გარანტიაა, ვიდრე ორაზროვანი ხელშეკრულებები.“

როგორც სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირის უმთავრესი დევიზის ,,კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტისთვის“(more for more) თანახმად, საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეფორმა, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისათვის.რეფორმათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი საკანონმდებლო სივრცის ევროკავშირის სტანდარტების დონემდე აყვანაა,რაც მინისტრის განცხადებით, ურთულესი პროცესია.

ევროპის კვირეული 7 მაისს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან,  ნახატების გამოფენა, მარათონული გარბენი და გამწვანების აქცია. კვირეული ევროკავშირის დაარსების დღეს -9 მაისს უკავშირდება. წელს ევროკავშირის დაარსებიდან 52 წელი გავიდა.

ევროპის კვირეული „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით იმართება.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s