მიხეილ სააკაშვილი – „ პრეზიდენტს ძალაუფლება პრაქტიკულად აღარ აქვს”

945134_575633842467001_782702082_n

თიკო ჯაფარიძე

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 10 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და განაცხადა, რომ დღეს მისი გავლენა შესუსტებულია და მას, როგორც პრეზიდენტს ფაქტობრივად ძალაუფლება აღარ აქვს.

კითხვას, თუ რამ გამოიწვია მისი პოლიტიკური გუნდის მარცხი, მან შემდეგი პასუხი გასცა:

“ხალხს მოვბეზრდით. ნათელაშვილმა, რომ თქვა ერთხელ 7 თვითმფრინავი, რომ დაჯდეს შვიდივედან სააკაშვილი გადმოვაო, ზუსტად ეგრე იყო. ხალხი ყველაფრის სწრაფ ტემპში გაკეთებას შეეჩვია და ჩვენც, სწორედ იმ რეგიონებში წავაგეთ, სადაც ყევლაზე მეტი ჩავდეთ. მაგალითად ბათუმში, თუნდაც თელავში და მოვიგეთ იქ, სადაც ძალიან უჭირდათ.

სტუდენტების მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად, ყველაზე გახმაურებულ საკითხებს ეხებოდა. აქტუალური იყო ე.წ. ციხის ამბები, სწორედ ამ უკანასკნელის ირგვლივ დაასმულ შეკითხვას მოჰყვა დამსწრეთაგან პირველი ტაში და შეძახილები.

მეორედ ხმაური, მესამე კურსელი სტუდენტის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ გამოიწვია:  „ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მმართველობის პერიოდში უნივერსიტეტებიდან, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ პროფესორ-მასწავლებლებს და ავიწოროვებდნენ სტუდენტებს, არ აძლევდნენ მათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას, მაგრამ დღეიდან ასე აღარ იქნება, თქვენ ვეღარ ჩაერევით უნივერსიტეტის საქმეებში“, –  ამ ფრაზის შემდეგ, „ლაბორატორია 1918“-ის წევრებმა სტვენითა და შეძახილებით „აღარ გელაპარაკებით“, დატოვეს შეხვედრა.

ამ ყველაფერს სტუდენტების მხირდან ტაში მოჰყვა, საუბარი კი მშვიდად  გაგრძელდა. აქვე პრეზიდენტმა თქვა, რომ არ სურს, ვინმე მართავდეს სტუდენტებს „კლიშეებით აზროვნების სათავე არის გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და ნუ მისცემთ ვინმეს უფლებას გმართვადეთ.“

შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო რუსეთ საქართველოს ურთერთობასაც. პრეზიდენტმა რუსეთი „ზვიგენს“ შეადარა და თქვა, რომ მათგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ „რუსეთი ზვიგენია, რომელსაც როცა მოუნდება, მაშინ ამოვა და შეგჭამს, მთელი მსოფლიო გარბის მისგან და ჩვენ რატომ უნდა შევეტენოთ?!“

შეხვედრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე „წმინდა გიორგის ორდენით“ დააჯილდოვა.

შეხვედრა, რომელიც დაახლოებით ორის საათს გაგრძელდა მედიისთვის დახურული იყო. კითხვის დასმის საშუალება დროის სიმცირის გამო ყევლას არ მიეცა, თუმცა პრეზიდენტმა სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მიიწვია და დაჰპირდა, რომ იქ ისინი შეძლებდნენ პასუხგაუცემელი კითხვების დასმას..

2 thoughts on “მიხეილ სააკაშვილი – „ პრეზიდენტს ძალაუფლება პრაქტიკულად აღარ აქვს”

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s