ნინო ღაჭავას ჩანაწერი: “ჰომოფობები”

nino-gachava17 მაისს თბილისში ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია იმართება. მანამდე „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ ჰომოფობიაზე ბევრი ვისაუბრეთ, ლექცია „იდენტობის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ წაიკითხა. სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა კიდეც ლექციაზე წასვლა, ახალ აზრსა თუ შეხედულებას არ ველოდი…

არიან ჰომოსექსუალები და არსებობს ფობიები, სწორედ ამ ორი ცნებიგან ჩნდებიან ჰომოფობები. ალბათ, ბევრ თქვენგანი საუბრობს ქართული საზოგადოების ტრადიციულობასა და ღირებულებებზე, მაგრამ რეალურად რაში ვლინდება ეს „ტრადიციულობა“?! ადამიანები, რომლესაც ეშინიათ აღიარონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია, ან აღიარებენ და საზოგადოების რეაქციისა და მოქმედების იმდენად ეშინიათ, ბევრ შემთხვევაში ცდლობენ მოერიდონ მათთან ურთიერთობას.

სამწუხარო მოსასმენია, თუმცა სიმართლეა, რომ ჰომოსექსულები დიდი სტრესს, დამცირებასა და შურაცხყოფას იტანენ  იმ საზოგადოებისგან, რომლის წევრები თავად არიან. ხშირად გამჩენია კითხვა რატომ ხდება ასე, რა არის ამის მიზეზი ? ირაკლი ვაჭარაძის განმარტებით,  ქართული საზოგადოების ცნობიერება არ არის მზად მიიღოს ეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. პირადად მეც კი, რომელიც ლიბერალიზმის ცენტრში ვსწალობ და ინდივიდთა თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა უპორველესი ღირებულებაა ჩემთვის, ლექციის მოსმენისას გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტი გამიჩნდა…

არვიცი ეს საკუთარი მხრიდან როგორ უნდა შევაფასო, თუმცა ვხდები იმას, რომ ადამიანები სხვანაირად საუბრობენ მოვლენებზე, და რეალობაში განსხვავებულად, საპიროსპიროდ იქცევიან. ქუჩაში ნეისმიერი ადამიანი, რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ სამართლიანია თუ არა რომ განურჩევლად ყველა ადამიანი   თანასწორია კანონის წინაშე, დარწმუნებული ვარ ყველა სრულად დაეთანხმება. საიდან ჩნდება აგრესია და აქედან გამომდინარე კანოდარღვევა ?! ჩემი აზრით, პასუხები ისევ ჩვენს თავშია, სწორედ ეს აგრესია ხშირ შემთხვევაში ანადგურებს საზოგადოებას.

იმის მიუხედავად, რომ უარავი განსხვავებული პოზიცია გამოვხატე საჯარო ლექციაზე, და როგორც ავღნიშნე,  გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პროტესტიც გამიჩნდა, დისკუსიის შემდეგ  მაინც  ვცდლობ სხვა თვალით შევხედო და  გავიგო ნებისმიერი ადამიანის მისწარფებები და როლი საზოგადოებაში. ნუთუ, ვინმეს სიამოვნებს ადამინების ფიზიკური ხელყოფა?! მათი გარიყვა, ვინმეს შუძლია აიღოს პასუხუმგებლობა პიროვნების სტიგმატიაზაციასთან დაკავშირებით, რა მნიშვნელობა აქვს მათ სექსუალურ ორიენტაციას?!  მე მჯერა, რომ რეალურად პიროვნებები ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ, არ შეუძლიათ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა რატომ ? ძნელია მარტივად იპოვო პასუხები, გაქრეს აგრესია, ამას საკმაოდ ბევრი დრო ჭირდება, თუმცა  დიდი ხანია ამის დრო დადგა...

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s