ციხის კადრებიდან დღემდე

IMG_5799მარიამ თოფურიძე

2012წელს ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, უამრავი ადამიანი გამოვიდა ძალადობისა და წამების წინააღმდეგ. აქციებს აწყობდა საზოგადოების ყველა ფენა. სტუდენტთა საპროტესტო აქციები რომელიც მთელი კვირის განმავლობაში არ შემწყდა… ახალგაზრდები, მოხუცები შეშფოთებულნი, გაოგნებულნი იყვნენ ძალადობის ამსახველი კადრების ხილვით. ვისი უფლებების დასაცავად გამოვედით მაშინ?  კანონიერი ქურდების, რომლებიც წლების განამავლობაში საშინელ მდგომარეობაში აგდებდნენ ქვეყანას? მკვლელების? დამნაშავეების? რატომ ვიცავდით მათ? რადაგან საზოგადოება ვერ შეეგუა იმ ძალადობას, იმ არადაამიანულ მოპყრობას, რომელიც მათ წინააღმდეგ ხორილედებოდა… საპროტესტო აქციები არ ყოფილა ერთი კონკრეტული პირის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიმართული. ეს იმ დამოკიდებულების, იმ მიდგომის საწინააღმდეგო იყო, რომელიც ლახავდა ადამიანთა უფლებებს, რომელიც ადამიანს როგორც პიროვნებას უარყოფდა…

რას ვაკეთებთ დღეს, ციხის კადრების გავრცელებიდან ნახევარი წლის შემდეგ? „კანონიერ“ ჩარჩოებში ვაქცევთ ძალადობას, როცა ასობით ადამიანი გამოდის რათა ქვებით ჩაქოლოს, ჭინჭრებით „გატყიპოს“ ის ადამაინები, რომლებიც თავიანთი უფლებების დასაცავად გამოდიან, როცა ცდილობენ საზოგადოებას დაანახონ, რომ მათაც აქვთ არსებობის უფლება. ამ დროს ჩვენი ქმედება არფრით განსხვავდება იმ ბადრაგების ქმებდებისგან, რომლებიც ცემდნენ, აგინებდნე, ძალადობდნენ, აუპატიურებდნენ… ეს ყველაფერი ხდება მაისის მზიან დღეს, სამართალადამცავთა თვალწინ. საზოგადოების მიერ აგებული რკინის გისოსებიდან ხმის ამოღების მცდელობის გამო.

ყველზე შემზარავი, რაც ჩემი გადმოსახედით დღევანდელ აქციაზე იყო, არა ეს არც შავანააფორიანები იყვნენ, რომლებიც უფლის სახელით ძალადობდნენ ადმაინბზე, არც ის ბრბო, რომელიც წაშლილი სახეებით მიზდევდა სექსუალური უმცირესობების მანქანებს და ქვებს უშენდა, არამედ ძალიან პატარა ბავშვები სკოლის მოსწავლეები მე-6 მე-7 კლასელები, რომლებიც უფროსთა მაგალითს აყოლილნი ჯგუფ-ჯგუფად დასდევდნენთ ლგბტ პირების მხარდამჭერებს, რათა დაემცრებინათ, ეცემათ, ეძალადათ, რადაგან გასწორეოდნენ მათ ისე, როგორც ეს ღმერთმა „ინება“.

ნახევარი წლის წინ ჩვენ ვიბრძოდით, ხმა ავიმაღლეთ ძალადობის წინააღმდეგ ვიბრძოდით რათა მომავალ თაობებს უკეთეს საქართველოში ეცხოვრათ, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა დაცული… დღეს ისინი პატარა „ჯვაროსნებად“ ვაქციეთ და მოვუწოდეთ სცემე, დაჩაგრე, იძალადე, რადაგან ის შენნაირი არ არის….

2 thoughts on “ციხის კადრებიდან დღემდე

  1. eg me-6 me-7 klaseli bavshvebi rogorc exla xedavdnen cemas da cdilobdnen am adamianebistvis miebadzat, igivenairad dainaxavdnen, es cema rom ar yofiliyo, im aqcias da ecdebodnen magattvis miebadzat ase rom isev cemas mibadzon jobia tumca arc ertia kargi da arc meore ) da amdeni adamiani rom gamovida eseigi sheuracmyofelia magattvis xo? da kide 10 magdeni ar gamosula da cota sxva mxridanac rom shexedot kargi iqneba ) dzaladobas ar vamartleb mara yvelam kargad vicodit rom egre dasruldeboda dgevandeli dge da yvelam kargad icis rom tundac religiuri kutxit da aramarto sheuracmyofelia mosaxleobis dzalian didi umravlesobistvis msgavsi aqciebis gamartva da jobia tavi sheikavon.. da aratradiciuli orientaciis adamianebi rom arseboben eg yvelam vicit da aravin ar chagravs mat umizezod da tu chagraven arsebobs sasamartlo da imas mimarton. tumca aravin ise ar chagravs da vitom “uflebebis dacvistvis” gamosvla arasworia

    Like

  2. რამხელა აბსურდიაა ” მიბაძონოო ” , რას ნიშნავს მიბაძონ ???
    მეორეც დედამიწაზეე რამდენი ცოდვილი ადამიანი დადის და რამდენიი ბოროტებაა , მაშინ ჩავკეტოთ ჩვენი შვილები სახლებში და “ავარიდოთ ბოროტების მიბაძვას “, ან უფრო მარტივიი გამოსავალი ასწავლეთ ცემა , ქვების სროლა … და თქვენ საოცარი თაობა გაგეზრდებათ .
    მირჩევნია ჩემი შვილი ყველასაგან განსხვავებული ადამიანი იყოს , ვიდრე ბრბოში გარეული მოძალადეე არსება .

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s