ჩვენი დროის სიძულვილის ენა – ზაქრო წიკლაურის ჩანაწერი

admin-ajaxპალეონტოლოგიის ფუძემდებელმა, ცნობილმა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟორჟ კიუვიემ შემოგვთავაზა კაცობრიობის ორგანოთა კოლერაციის კანონი,რომლის მთავარის აზრი ისაა, რომ ყველა საციცოხლო ორგანო ერთმანეთთან ფუნქციონალურადაა დაკავშირებული –   ერთის დარღვევა   მომდევნოს დარღვევას გამოიწვევს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გადაშენდება მთლიანად ორგანიზმი. ბებიაჩემი არც ფრანგი იყო და მითუმეტეს არც ბუნებისმეტყველი,მაგრამ იმავე აზრს, რასაც კიუვიე ამტკიცებდა, პატარაობაში სულ მიჩიჩინებდა და მიმეორებდა,რომ ადამიანები ერთმანეთთან ჯაჭვურად ვართ დაკავშირებულნი და ჩემი უფლებები მთავრდებოდა იქ, სადაც იწყებოდა მეორე ინდივიდის უფლებები.

ქვეყანაში საზოგადოების მიერ ჩადენილი ტოტალიტარული ძალადობა არ მაძლევს უფლებას არ გამოვთქვა ჩემი პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიძულვილის ენას თავად გაუწია პროპაგანდა. პირველ ქვას „ცოდვიანი უცოდველი“ ისვრის და ღრმად სწამს რომ ამ ქვას თუ მისგან რაიმე ნიშნით განსხვავებულს მაგრად მოარტყამს, კაი ტიპი იქნება და წარსულში ჩადენილი საკუთარი ცოდვებიც მიეტევება,მაგრამ ასეა ნეტა ?!

17 მაისი (როცა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია უნდა გამართულიყო) სწორედ ქვების სროლით დასრულდა.  სროლაში მოყვა ვახუშტი მენაბდეც. უკვე საღამოს „ლიბერალიზმი სასწავლო ცენტრში“ სიძულვილის ენაზე ლექციის ჩასატარებლად და სტუდენტებთან სასაუბროდ მოვიდა. იმ დღის ამბები სახეზე ეწერა. ყველამ ერთდროულად ვიშფოთეთ მომხდარზე.

სხვადასხვა საკთხებზე განსხვავებული აზრის მიუხედავად, ყველა ვთანხმდებოდით ერთ რამეზე,რომ არ შეიძლება იბრძოლო რაიმეს წინააღმდეგ, თუნდაც ის ძალიან არ მოგწონდეს, იმ ფორმით რა ფორმითაც ეს მოხდა. 17 მაისს კიდევ ერთხელ აჩვენა ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი კომპლექსი…

უნდა ვაღიაროთ, რომ ამ დღეს იყო ტოტალური ძალადობა, ძალადობა მიზნის და ძალადობა საფუძვლების გარეშე. საინტერესოა, ძალადობა დაიწყო გუშინ და დამთავრდება ხვალ თუ ამის მსხვერპლი გახდება ყველა განსხვავებული და უმცირესობაში მყოფი ჯგუფი: თუნდაც სექსუალური, ეთნიკური და სხვა იდენტები.

მოდით, ვცადოთ და შევებრძოლოთ სიძულვილის ენას,მაგრამ რითი შეიძლება მოხდეს ეს ? ავკრძალოოთ? სხვათაშორის ბევრ ევროპულ ქვეყანაში სიძულვილის ენა ისჯება კანონით, ბევრში კი ნებადართულია.

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ორი მიდგომაა – ან უნდა აიკრძალოს, ან უნდა  შევიწყნაროთ მანამ, სანამ ვერბალური არ გადავა ფიზიკურ თავდასხმაში.

ვახუშტი მენაბდემ ორჯერ გვკითხა ჩვენი აზრი სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის შესახებ. არც ერთს პასუხი არ გვქონია.

 

 .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s