“წვერი გამპარსეს, პოლიციის ფორმა ჩამაცვეს და ასე გამაპარეს, რომ ბრბოს არ ჩავექოლე”

“პოპულში” გამომწყვდეულის ისტორია

17 მაისი პოპულიავტორი: ბექა მაისურაძე

კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩაიშალა. ბექა ბუჩაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ამ აქციის ჩატარებაში მონაწილეობა უნდა მიეღო. თუმცა დაგეგმილი ფლეშმობის ნაცვლად, ის მაღაზია „პოპულის“ სარდაფში აღმოჩნდა, სადაც იმ სასულიერო პირებსა და მათ მხარდამჭერებს გაექცა, ვისაც მისი ჩაქოლვა უნდოდა. როგორ მოახერხა თავის დაღწევა, რა შეიცვალა მისთვის 17 მაისის შემდეგ, ამ  თემაზე მას „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ ესაუბრა.

როგორც ვიცი აქციის მონაწილეები გაფრთხილებულები იყავით, რომ სპეციალური გზებით გესარგებლათ პარლამენტის ყოფილ შენობასთან მოსახვედრად.  შენ როგორ მიხვედი აქციაზე?

17 მაისს 1-ის ნახევრისთვის მივედი მეტროთი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო აქციაზე. როცა მეტროს სადგურში, თავისუფლების მოედანზე, ბევრი პოლიციელი დავინახე, მივხვდი, რომ ზემოთ რაღაც ისე ვერ ხდებოდა, როგორც ამას სხვადასხვა პოლიტიკოსი ან მინისტრი გვპირდებოდა. „იდენტობის“ წევრებმა და პოლიციამ მითხრეს, რომ აქცია ჩატარდებოდა პუშკინის სკვერში. პოლიციელების ხაზის გადაკვეთამდე შემხვდა ჩემი მეგობარი, მარი და პუშკინის სკვერში ერთად შევედით.

დიდი ხანი არ იყო გასული, დავინახეთ როგორ გამოუშვეს პოლიციელებმა შავ ანაფორებში ჩაცმული პირები და ხალხის ტალღა ღრიალით და გინებით ცარიელ მოედანზე შემოიჭრა.

პოლიციამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეებისა და მათი მხარდამჭერების ავტობუსებით გადაყვანა სცადა. როდესაც დაინახე, რომ კორდონი გაარღვიეს, რა მოიმოქმედე?

ჩვენც ავტობუსში ავედით, რომელიც ლესელიძის მიმართულებით გავიდა. ვიწრო ქუჩებში სწრაფად სიარულს ვერ ახერხებდა, წინ მგონი ხალხიც ეღობებოდა. ყველა ავტობუსებს ურტყამდა, იგინებოდნენ, ქვებს ისროდნენ და აფურთხედნენ. წინ პოლიცია მიგვიძღოდა. ასე მიდიოდით ორთაჭალამდე. იქ რომ მივედით, დაგვეწია პოლიციის მანქანა, რომელსაც კარი მონგრეული ჰქონდა და წაგვიყვანეს ფონიჭალაში. პატარა ჯგუფებად პოლიციის მანქანებით გაგვიყვანეს და იქიდან დავიშალეთ. მე და მარი ერთად ჩავედით მეტროში. ამ დროს მეგობრებს ვწერდით, რომლებიც ბრბოს გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ბოლოს, როგორც გავიგეთ, ილიაუნიში აპირებდნენ მისვლას.

პირდაპირ ილიას უნივერსიტეტისკენ წახვედით?

დიახ, მე და მარიმ გადავწყვიტეთ ამოვსულიყავით რუსთაველის მეტროდან, გვეგონა, რომ იქ ხალხი აღარ იქნებოდა, რადგან ვიცოდით, რომ სალოცავად იყვნენ ასულები სამების საკათედრო ტაძარში. თან თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი ვაგონში გამომწყვდეული. გარეთ რა ხდებოდა, მე პირადად არ ვიცოდი.

რუსთაველზე ამოსულებს რა სიტუაცია დაგხვდათ?

ძალიან ბევრი ხალხი იყო და ზომბებივით თავისუფლების მოედნისკენ მიედინებოდნენ რაღაც უცნაური შეძახილებით. ფილარმონიისკენ რომ ავდიოდით, ერთმა ბიჭმა დაიღრიალა შე, პიდარასტოო და შემაგინა. მარის შეეშინდა და ნაბიჯი ამაჩქარებინა. მიწისქვეშა გადასასვლელს რომ გავცდით, ძალიან ბევრი ადამიანი მომესია.

დაახლოებით ათიკაციანი ზედახორა იყო ჩემზე –  მირტყამდნენ, მაგინებდნენ და გვაფურთხებდნენ. მარი ყვიროდა და გაშველებას ცდილობდა. ზოგი ჰაერში ხტებოდა და ისე მირტყამდა წიხლს, მარისაც დაარტყეს მუცელში. უცბად პოლიციელი მოვიდა და გაგვარიდა. მაღაზია „პოპულითან“ახლოს ვიყავით, მარიმ ხელი მკრა და შიგ შემაგდო. ძირს რო დავვარდი, ერთი ქალი დამადგა თავზე და ირონიულად მკითხა, რა იყო, შენც ცისფერი ხარო?

„პოპულში“ რა ხდებოდა?

პოპულის დაცვამ გვირჩია, მეორე კარიდან გავსულიყავით, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. უამრავი ადამიანი იდგა ორივე კართან და შემოჭრას ცდილობდნენ. ამ დროს სარდაფის კარი ვიპოვე და შიგ ჩავიკეტეთ. დიდი ხანი ვიყავით ძირს. საშინელი ხმები ჩამოდიოდა.  „იდენტობის“ თანამშრომლებს ვერ ვუკავშირდებოდი და მეგობარმა რომ დამირეკა ვუთხარი მათთვის ეთქვათ, რომ იქ ვიყავით. ბოლოს პოლიცია მოვიდა.

პოლიციამ მოახერხა თქვენი იქიდან გაყვანა?

დიდი ხანი ფიქრობდნენ, როგორ გამოვეყვანეთ. გადაწყვიტეს ჩემთვის პოლიციის ფორმა ჩაეცმიათ და მარისთვის „პოპულის“ თანამშრომლის ფორმა. წვერი გამპარსეს, ფორმა ჩამაცვეს და ასე გამაპარეს, რომ ბრბოს არ ჩავექოლე. მეგობრის სახლში მიმიყვანეს პოლიციის მანქანით. მარი მოგვიანებით წაიყვანეს მეორე მეგობრის სახლში.

ამ მოვლენებიდან ერთი კვირის შემდეგ, როგორ ფიქრობ, მართებული იყო თუ არა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება?

აქცია ჰომოფობიის წინააღდეგ იყო მიმართული, თუმცა ზუსტად ჰომოფობიის უკიდურესი გამოხატულება მივიღეთ შედეგად. მართალია, ასეთი საშინელი ამბები მოჰყვა აქციას, მაგრამ საბოლოოდ დაინახა საქართველომ და მსოფლიომაც როგორი დიდია აგრესია, რატომღაც ჯერ კიდევ სჯეროდა ბევრს, რომ საქართველოში „სექსუალურ უმცირესობათა“ უფლებები არ ირღვეოდა, საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ჰომოფობია მართლაც არსებობს საქართველოში. კარგად გამოჩნდა, რამხელა გავლენა აქვს საქართველოს მამართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს და ისიც დავინახეთ რა საშიში და, სამწუხაროდ, უმართავი ძალაა.

კარგად დავინახეთ, რომ საქართველოში არც სიტყვის თავისუფლება არსებობს, არც ვინმეა დაცული ჩვენს სახელმწიფოში და პოლიციაც, როგორც წესი, სრულიად უმოქმედოა.

შენთვის პირადად შეიცვალა რამე?

წინა წლის 17 მაისის მერე მეჩვენებოდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა (სულ ოდნავ, მაგრამ მაინც). უფრო მეტმა ადამიანმა გააკეთა ქამინგ-აუთი და ბევრმა ადამიანმა დაიწყო ამ თემაზე საზოგადოებაში კამათი და საუბარი. უფრო მეტი ადამიანი გახდა გეი-მეგობრული ან მხარდამჭერი. კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლებდ ჰომოფობიურიც საქართველო მიმაჩნდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მეგონა, რომ ჰომოფობიის დონემ დაიკლო ქვეყანაში, მაგრამ წლევანდელი 17 მაისის მოვლენებმა აშკარად დამარწმუნა მეც (და ალბათ ყველა, ვისაც აზროვნება შეუძლია), რომ თითქმის არაფერი შეცვლილა და ჰომოფობია კვლავ ქვეყნის დიდი პრობლემაა..

11 thoughts on ““წვერი გამპარსეს, პოლიციის ფორმა ჩამაცვეს და ასე გამაპარეს, რომ ბრბოს არ ჩავექოლე”

  1. შე კაი დალოცვილო თუ პოლიციამ გაგიყვანათ ერთხელ პუშკისნის სკვერიდან , მერე კიდე გიხსნათ პოპოულიდან , სახლებში ჩამოგარიგათ წესიერად კიდე მაგათ ლანძღავ ?! დაუნახავობას ვერ ვიტან !!! …და მემგონი თავად ხართ ჰომოფობები და ვერ იტანთ არა-თქვენნაირი ორიენტაციის ხალხს. რატომღაც ტქვენი საქციელიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. და თუ 17 მაისს ბრბო ბნელი იყო , არც იდენტობის ბევრი წევრი გყავთ განათლებული (რამდენიმეს არ ვგულისხმობ) თქვენთანაც კარგად ბნელა!!!

    Like

    • ცალკეული პოლიციელები მართლაც თავგანწირულად იცავდნენ დევნილებს, მაგრამ, თავიდანვე არ იყო ადექვატური გეგმა, რომ აქამდე არ მისულიყო საქმე. ფაქტობრივად, კორდონი კი არ გაარღვიეს, არამედ თვითონ პოლიციამ გაუშვა პირველი ნაკადი და შემდეგ შეჩერება შეუძლებელი გახდა.

      Like

  2. პოლიციამ კორდონი თვითონ გაუხსნა ბრბოს. რატომ? კაცმა არ იცის, ალბათ პირველ რიგში იმიტომ, რომ რატომღაც სათანადოდ მომზადებულები არ იყვნენ ბრბოს შესაკავებლად. ეს დღე პოლიციის დიდი შეცდომა იყო! ხალხში რომ ბევრი ბნელი და უზარმაზარი ზიზღის და აგრესიის მატარებელია, ეგ არ იყო სიახლე.

    Like

  3. iq imdeni axalgazrda iyo da shem ase riti gamoircheodi?yvelas gei rom egone:) an marisnairi qalebis meti ra iyo aqciaze rogor gamogarchevdnen populidan gamosuls,an shen vodialob ragacas,an avtors uchirs da schirdeba ambebis mogo
    neba

    Like

  4. ნეტა რა გეშველებათ. რას ქვია უმცირესობააა და ამას ნდა შეეგუოს ხალხი ან პატივი სცეს მას(თ). ქრისტიანობა მარტო რელიგია არაა, ის ცხოვრებას გასწავლის იმ ცხოვრებას, რომელიც ისტორიით 2000 წელზე მეთზე შეუძლია გაგაძლებინოს. (საქართველოა მაგისი ნათელი მაგალითი)

    ხოლო თქვენი სენით ცხოვრებას კიდევ მეტი არაფერი, გარდა ზღვის სკერზე. 400 მეტრით დაბლა სამყოფელი. შეხედეთ სოდომს და გომორს საუკუნეებია ბიბლიაში წერია რაც მოუვიდა და მხოლოდ ათეული წლებიც არ იქნება რაც ცინგლიანმა მეცნიერებამ იგივე თქვა.

    ხოდა ამდენი რო არ ვილაპარაკო მაინც ვერ გაიგებთ რა არის ჭეშმარიტება, უბრალოდ იმას გეტყვით რომ თუ ასე გააგრძელეთ 1ხელაც დაგირეკავთ ვაჟი და გეტყვით მამა(ან დედა-თქვენსას ხოვ ერ გაიგებს კაცი) პრეზერვატივი წამოაყოლე თორე ლამიისა დას ნაწლავები გამოვაყრევინოვოოო…..
    აქამდეც მიხვალთ არაა ეს სასაცილო!

    Like

    • qristeanoba saqartveloshi 2000 celze metis xnis ar aris (: + tqven vgoneb ar gaqvt biblia cakitxuli, radgan ertmnishvnelovnad tvlit rom mamatmavlobis gamo gaascora micastan gmertma sodomi da gomora (: arada am tavshi saertod ar aris homoseqsualoba naxsenebi naxsenebi…

      Like

      • 1) რომელ წელს იქადაგა პირველად საქართველოში ქრისტიანობა?
        2) სოდომი და გომორა? ( მგონი პირის ნიშნები გეშლება: მე, შენ ის ….)

        ეს სათამაშო თემა არ არის. ეს დიდი ცოდვაა, რომელის სანაცვლოდაც თქვენ თუ არა, თქვენი შვილების და შთამომავლობის სისხლის ფასად აიღებთ.

        Like

      • ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატო უნდა გელაპარაკო ადამიანობაზე და ჭეშმარიტებაზე, როდესაც ამ სენის ერთ-ერთი გამავრცელებელი ხარ.

        Like

    • აი, თქვენი კომენტარი თავიდან ბოლომდე ჰომოფობიური. ბოდიში ასეთი პირდაპირობისთვის.

      ჯერ ერთი, გასაგებია, რომ ქრისტიანობას პატივს სცემთ, მაგრა რატომ გგონიათ რომ აუცილებელია, ყველა თქვენისთანა თავგადადებული ფანი იყოს ეკლესიის? განა არ შეიძლება ზოგი ბუდისტი იყოს და ზოგი მუსულმანი? და ისინი თქვენზე ნაკლები იქნებიან რამეთი? ან რატომ არ უნდა სცეთ თქვენ პატივი მათ განსხვავებულ აზრს?

      სექსუალურ ორიენტაციაზეც იგივე შემიძლია ვთქვა. ღმერთმა ყველას თავისუფალი ნება მოგვცა ხო, ბიბლიის მიხედვით? ჰოდა, კარგი ქრისტიანი სხვების თვალში ბეწვის ძებნას შეეშვებოდა და საკუთარ თვალში დირეს აღმოაჩენდა. ჩვენ თავებს მივხედოთ და ჩვენ გულებს.

      მერე რა რომ ბევრი განსხვავებულია, სამაგიეროდ ყველა თანასწორია ღმერთის და კანონის წინაშეც.

      Like

      • მოიცა შენ რას ამბობ ახლა მაგით, რომ წინაპრების სისხლით შემონახული საქართველო ფეხზე დავკიდოო?! რადგან XXI საუკუნეოა და ვიღაც ცინგლიან პიდარასტს გადავავლევინო ჩემს კულტურაზე და რელიგიაზე? აქ დირეზე და ბეწვზე არაა ლაპარაკი. აქაა მასობრივ გაუკუღმართობაზე ლაპარაკი. ესენი გამოდიან რომ როგორც ჰეტეროსექსალებმა ისე იცხოვრონ!

        რას ქვია ჯერ ეგ მითხარი თავდადებული “ფანი”?!

        მეორეც ბუდისტი, მუსლიმანი და სხვანი არიან სხვა რელიგიის წარმომადგენლები და მათაც აქვთ “ჩარჩოები”, რომელაც თავიანთი მოსაზრებით გადახვვევის შემთხვევაში იციან რო დაიღუპებიან.

        აზრის გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლები არიან. მათივე გამოხატულმა აზრმა შეიძლება ბევრი დაღუპოს და გაუბედუროს. მაგალითად ამ სენით(პიდარასტობით) დაავადებულნი.

        ნანა შენც, როგორც Bart Niccolo ლგპდყლშჯჰაე თუ რაც გქვიათ ამათი წარმომადგენელი იქნებით. რადგან მათ ნაირად მსჯელობთ.(აბა აზრიანი ტლაპოში არ დარჩებოდა). თუ თქვენ თვლით, რომ ესენი, ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალებივით უნდა ცხოვრრობდნენ და მათთვის კარგი გინდათ ან დახმარება ეტყოდი, წადით იმკურნალეთ, (რადგან ეს დაავადებაა, რომელიც ლოთობაზე ადვილად ინკურნება)რადგან ჩვეულებრივ მოკვდავისგან განსხვავებით ინფექციის აკიდების 50% შანსი გაქვთ. არა თქვენ მათ აქეზებთ ამით, და იმასაც ეუბნებით, რომ ეს უკეთესია და მასე უნდა გააგრძელონ.

        მერე ღმერთმა რომ მიანიჭა თავისუფალი ნება სწორედ ეგაა ყველაზე დასაფიქრებელი რადგანაც, სწორედ თავისუფლების დაამსახურებაა ადამიანის განსჯა. და ამიტომ პირდაპირ ვეუბნები ამ სენით დაავადებულ პირებს და არა თქვენისთანა გამავრცელებლებს. რომ ეს მათ დაღუპავს და ნაცარივით აქცევს მათ რაიმე წინსვლას. და რაც შეეხება მათ უფლებებსა და ქორწინებას დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ! სანამ ქართველი და არა თქვენნაირი ქართველი ჩლუნგი(ვრ ხვდებაა რა არის თეთრი და რა შავი) ყოველთვის გადაგიდგებათ წინ და სისხლის ფასად შესწირავს თავს თქვენს უკუღმართობას და მაინც არ გაგათაინებთ თქვენსას. ; )

        ——————————————–
        თქვენ თვლით, რომ რომ პიდარასტობა არ არის დაავადება. მაშინ იმაზე რას მეტყვით, რომ კვლევების მიხევდით ისინი 20-30 წლით ადრე ასრულებენ სიცოცხლეს ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი! და ერთსქესიანთა შვილები არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ! და რაც მათ ავადმყოფობას კიდევ ხაზს უსვამს არის ის, რომ კვლევების მიხევდვით პიდარასტების 50% პედოფილია!

        Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s