„იდენტობა და სახელმწიფოებრიობა”

Lindaიდენტობა, ფუნდამენტალიზმი, თეოკრატია, სეკულარიზმი , ლიბერალიზმი  – ეს სიტყვები დღეს აქტიურად ხვდება ყურს.

სწორედ იდენტობის განმარტებით დაიწყო ლექცია „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ. ეს არის პიროვნების მიერ საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული სუბიექტური კონცეფცია, იგივეობის განცდა (ერთგვარი მეობა), რომელიც გამოიყენება მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი ტიპის ჯგუფის მიმართ. მაგალითად, ეროვნული, ეთნიკური, სქესობრივი, პროფესიული, რასობრივი, რელიგიური თუ სხვ.

ზოგადი წარმოდგენით, თითოეული ჩვენგანის იდენტობა არის ადამიანობა, რომელიც შემდეგ თანდათან ვიწროვდება, კაცობა, ქალობა, მამობა, დედობა და ა.შ. რაც შეეხება, ეროვნულ იდენტობას, ვთანხმდებით, რომ ვართ ქართველები, დაბადებული საქართველოში და მისი ისტორიისა და კულტურის ნაწილნი. ჩვენ ერთგვარ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვიმყოფებით იურიდიული პირის ფიქციის მქონე სახელმწიფოსთან გარკვეული პიროებების სანაცვლოდ (ჯერ კიდევ ჰობსმა დაიწყო ამაზე მსჯელობა, ხოლო მოგვიანებით ჟან ჟაკ რუსომ შექმნა ცალკე ნაშრომი „საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“).

ხელშეკრულებად ამ შემთხვევაში ქვეყნის ძირითადი, უზენაესი კანონი განიხილება, რომლითაც ორივე მხარე (ჩვენ, ხალხი და სახელმწიფო ხელისუფლება) გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს ვიძენთ (მაგალითად, ადამიანის ძირითადი უფლებები და მოქალაქეობრივი ვალდებულებები…). სახელმწიფოს ვქმნით ჩვენ, ადამიანები ჩვენივე ნებით, არჩევანით და ეს არის სამართალზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეა. (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5.- საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში) –

ეს გადაწყვეტილება სრულიად ქართველმა ხალხმა 1995 წელის 24 აგვისტოს მიიღო, როდესაც დაიბადა საქართველოს კონსტიტუცია (მეორედ) და მასში „მხარეთა შეთანხმებით“ განისაზღვრა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რომლის პოლიტიკური წყობა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ამგვარად, ჩვენი სახელმწიფოებრივი, ეროვნული იდენტობა დაკავშირებულია სამართლებრივ სახელმწიფოსთან, რომელიც ლიბერალიზმის იდეის მიმდევარია და არა თეოკრატიის („თეოს“-ღმერთი, „კრატეინ“-მართვა).

რატომღაც, ამ ბოლოს, საზოგადოებაში გამოიკვეთა შემთხვევები, სადაც ლიბერალობას არასწორად და ცუდ ტონად აღიქვამენ. არადა, ლიბერალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებია: საზოგადოების ყოველი წევრის პირადი თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა; არჩევნებისა და გაერთიანებების თავისუფლება; ხელისუფლების დაყოფა; კანონის უზენაესობა; საზოგადოების დემოკრატიული მშენებლობა და საზოგადოების დემოკრატიული კონტროლი სახელმწიფოზე; კერძო საბაზრო ეკონომიკა; უფლებათა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობათა თანასწორობა ყოველი მოქალაქისათვის.

ლექციაზეც შევთანხმდით, რომ პრობლემა საზოგადოების დიდი ნაწილის არასწორ წარმოდგენებშია. მათ ეროვნული იდენტობა გაიგივებული აქვთ მართლმადიდებლობასთან. არადა, ჩვენი სახელმწიფო ორიენტირებულია ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, ძლიერ სამართლებრივ სახელმწიფოს აღმშენებლობაზე, ლიბერალური ღირებულებების გაუმჯობესებაზე და ა.შ.

ჩემი აზრით, ყოველგვარი  აქტივობა, რომელიც ქვეყნის სამართლებრივი დინების მიმართულების შეცვლას იწვევს, კანონის შესაბამისად უნდა აღიკვეთოს და დაისაჯოს. ამისათვის სწორი განათლებაა საჭირო. გასაგებია, რომ მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვქონდა და ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, მაგრამ ამან ნამდვილად არ უნდა დაგვაბრკოლოს, რადგან ჩვენში საკმაოდ დიდი რესურსია იმისათვის, რომ წარმატებით წავიდეთ წინ. შოთას, ვაჟას, ილიას, მერაბ მამარდაშვლის და სხვა გენიალური ქართველი წინაპრების მქონე ერმა უნდა შევძლოთ მათი დანატოვარის სწორად გადახარშვა და შესაბამისად აზროვნება.

საქართველოში განათლების სისტემა განვითარების პროცესშია. თუნდაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც კი იგრძნობა სწავლის დონის ცვალებადობა წინა თაობას, ჩემსა და  მომდევნო თაობას შორის. როგორ ისწავლებოდა  „ეროვნული საგანძური“ – „ვეფხისტყაოსანი“, „ალუდა ქეთელაური“, „განდეგილი“ და ა.შ. დიდი ღირებულების ნაშრომები ადრე („დაზუთხვით“) და როგორი, მოსწავლის თავისუფალ აზროვნებაზე ორიენტირებულია დღეს.

ამას მშობლების დიდი ნაწილისგან პროტესტი აქტიურად მოყვა: „ბავშვებს რყვნით“, „ამ პროექტებს სოროსი აფინანსებს“, „ეროვნულობას ვკარგავთ“ (რელიგიური შაბლონი). განმარტება: რელიგიურობას არ ვკარგავთ, მაგრამ ასე რომც იყოს „რელიგიურობის დაკარგვა“ ეროვნულობის დაკარგვას არ იწვევს. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც, არც ისე ცოტა რაოდენობით, ეთნიკურად და რელიგიურად გასხვავებული ჯგუფები ცხოვრობენ. სწორედ, ასეთმა, ეროვნული იდენტობის არასწორმა გაგებამ დაგვღუპა ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან.

ძალიან კარგი იქნება, თუკი სახელმწიფო ბევრ ფულს ჩადებს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებრლო სისტემაში და განათლების ხარისხის მკვეთრ გაზრდაზე იზრუნებს. ბევრ საინტერესო და წამახალისებელ პროექტს გააკეთებს. იქნება ბევრი ხელმისაწვდომი გაცვლითი პროგრამა საზღვარგარეთ. დღეს სტუდენტების გარკვეული ნაწილი უმოტივაციოა. ყველა დასაქმებაზე და არაპროფესიონალიზმზე „წუწუნებს“. არადა, თითოეულ მათგანში ძალიან დიდი პოტენციალია, რომელსაც სათანადოდ გამოყენება სჭირდება. ეს ნამდვილად გამოიღებს საუკეთესო შედეგს. ახალი თაობები თანდათან უფრო საღად მოაზროვენეები გაიზრდებიან. იმედი მაქვს, იდეოლოგიურად განხეთქილ და დაპირისპირებულ საზოგადოებაში ცხოვრება მალე აღარავის მოგვიწევს და უფრო ქმედითად დავფიქრდებით რეალურ პრობლემებზე, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორია და „გარეშე მტრები“.

ჩანაწერს მერაბ მამარდაშვილის ფრაზით დავასრულებ, რომელიც ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაიკითხა : „ჩვენს წინაშე დგას ნომინალური სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობა. ჩვენ ვსაუბრობთ სამართლებრივ სახელმწიფოზე და არა არსებული სახელმწიფოს გაუმჯობესებაზე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღევანდელი სახელმწიფოს სანაცვლოდ უნდა აღდგეს ნომინალური სახელმწიფო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი თვითგამორკვევისათვის.

ჩვენს წინაშეა ამოცანა, შევიდეთ თანამედროვე საზოგადოებაში ანუ მოდერნის ეპოქაში …ძველი ნიშნავს გარედან საზოგადოების მართვას ტრადიციებით. ხოლო ახალი ნიშნავს თავისუფალი შრომის ფენომენზე დამყარებულ საზოგადოებას. თავისუფალი ინდივიდი თავისი უფლებებით ინდივიდუალურად დგას ღმერთის წინაშე, არავითარი იერარქიული შუამავლობა ღმერთთან მას არ სჭირდება. ეს არის მოდერნი. .. სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილია.(…)

ლექციის დასასრული : ეროვნული იდენტობა არაა მხოლოდ „ენა, მამული, სარწმუნოება“. „სარწმუნოება“ ბოლოს ილიამ „ისტორიით“ შეცვალა. რატომ? – საქართველოში მცხოვრები სხვა რელიგიის მიდევარი ქართველები შეურაცხმყოფელ და უარყოფით დამოკიდებულებას განიცდიდა და ამის თავიდან ასაცილებლად.

პ.ს.  განათლებული თაობა ძლიერი სახელმწიფოს გარანტია. (არ მახსოვს ვინ თქვა).

One thought on “„იდენტობა და სახელმწიფოებრიობა”

  1. Pingback: ლინდა ჩიხლაძის ჩანაწერი „იდენტობა და სახელმწიფოებრიობა” | LindSay

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s