აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

IMG_6023ავტორი: ალექსანდრე ქეშელაშვილი

2 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით  აქცია გაიმართა. მოქალაქეები მარიხუანას მოხმარებაზე სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდნენ და მარიხუანას მოხმარების გამო უკვე დასჯილი ადამიანებს სოლიდარობას უცხადებდნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ბაჩო ცომაიას თქმით, უნდა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია და მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანები აღარ უნდა მოხვდნენ ციხეში. ეს აქცია კი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული პირველი, მაგრამ შესაძლებელია არა ერთადერთი ღონისძიება იყოს. ბაჩო ცომაია სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობის შერბილებას საკმაოდ რეალურ პერსპექტივად მიიჩნევს, მისი თქმით, ამის საფუძველს ის ფაქტიც აძლევს, რომ თავად საპარლამენტო უმრავლესობაში დაიწყეს ამ იდეის გნახილვა და კობა დავითაშვილმა პარლამენტს კანონის შერბილების ინიციატივითაც მიმართა. თუმცა, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ინიციატივით გათვალისწინებულ ჯარიმას –  პირველივე შემთხვევაზე მარიხუანას მომხმარებლისთვის 3500 ლარის დაკისრებას ზედმეტად მიიჩნევს.

კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას ელოდება აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი საღინაძეც: “შევხედავთ რა საკანონმდებლო ინიციატივები წამოვა, როგორ განვითარდება მოვლენები და მე იმედი მაქვს, რომ როდესაც უკვე კონკრეტულ მსჯელობამდე მივა საქმე, ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ჩვენს აზრს და პირობებს დავაფიქსირებთ.”

აქცია 16 საათზე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ყოფილი პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ასეული მოქალაქე შეიკრიბა, მათ შეკრების დასასრულს შეძახილების თანხლებით ქაღალდის თვითმფრინავები ერთდროულად გაუშვეს ჰაერში.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s