ქეთი ბაჭველაშვილის ჩანაწერი: „ქრისტიანობის სახელით“

ქეთი ბაჭველაშვილიპარასკევს „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ ტლერანტობაზე ვისაუბრეთ. ლექტორმა ბექა მინდიაშვილმა კიდევ ერთხელ განგვიმარტა, თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა, საიდან იღებს სათავეს და ვინ იყვნენ მისი ფუძემდებლები. არაერთგზის ვახსენეთ ისეთი მნიშვნელოვანი პიროვნებები, როგორებიცაა ჯონ ლოკი, ვოლტერი, ჯონ სტუარტ მილი. ვისაუბრეთ მათ შეხედულეებზე ტოლერანტობის შესახებ.

თუმცა, ჩვენი დღევანდელობიდან გამომდინარე, საკითხი უფრო რელიგიურ კონტექსტში განვიხილეთ. მეც ყველაზე მეტად სწორედ ამ კუთხით მაინტერესებდა, რადგან როგორც ქრისტიანს მჯერა და ვიცი, რომ ჩემი რელიგიის ფუნდამენტი სწორედ ტოლერანტობა და ლიბერალიზმია. ლექტორმა უფრო ღრმად ჩამახედა ამ საკითხში, როდესაც თქვა, რომ არსებობს ოქროს წესი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა რელიგია – ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა , რომ მოგექცნენ შენ. თუმცა, ქრისტიანულ რელიგიას აქვს განსხვავებული მიდგომა, მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ. ქრისტიანობა გვეუბნება, რომ არა თუ არ ვიყოთ ბოროტები და შეუწყნარებლები სხვების მიმართ, არამედ ვიყოთ კეთილები და ტოლერენატები. იგი აქტიური, ქმედითი სიკეთის მქადაგებელია.

ნათქვამია, ყველაზე დიდი ბოროტება სიკეთის სახელით ხდებაო. ქრისტიანობის სახელით ჩადენილი ბოროტების არა ერთი მაგალითი გვახსოვს ისტორიიდან, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც ის არის, რომ ეს ყველაფერი დღესაც გრძელდება და ჩვენ თვალწინ, ჩვენივე ქვეყანაში ხდება. სწორედ ქრისტიანობის სახელით ავიწროებენ და დევნიან ადამიანებს, მათი განსხვავებულობის გამო. რეალურად კი ქრისტიანული რელიგია არ არჩევს ადამინებს იდენტობის მიხედვით. სწორედ იმიტომაა ყველაზე ლიბერალური, რომ მთავარ ღირებულებას ადამიანი წარმოადგენს.

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ მოსმენილმა არა ერთმა ლექციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ მთავარი პრობლემა მაინც არასწორად გაგეგებასა და უცოდინრობაშია. ადამიანების იმ ნაწილმა, რომელიც ავიწროებს და დევნის სხვებს ამა თუ იმ იდენტობის გამო,  არ იცის იმ რელიგიის მთავარი ღირებულებები, რომლის სიმბოლოც გულზე ჰკიდიათ. როდესაც ვხედავ ან ვუსმენ ადამიანს, რომელიც შეუწყანრებელია სხვის მიმართ და თან ამას ქრისტიანობას აბრალებს, ყოველთვის თვალწინ მიდგება იესო ქრისტე, რომელიც სწორედ იმიტომ განკაცდა, რომ კაცობრიობისთვის ტოლერანტობა ესწავლებინა და ეთქვა: თუ აქამდე იყო თვალი თვალის წილ და კბილის კბილის წილ, მე გეუბნებით, რომ პირველი ქვა უცოდველობის შემთხვევაში ესროლე და რაც მთავარია, გიყვარდეს მტერი შენი.

ასე, რომ ჩემთვის ძნელი გასაგებია და, ალბათ, ვერასდროს გავიგებ რა საერთო აქვს შეუწყნარებლობას, განკითხვასა და დევნას ქრსტიანობასთან.  დღევანდელ ლექციაზე ლექტორის მიერ სახარებიდან მოყვანილმა მაგალითებმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქრისტიანობა ნებისმიერი ადამინისადმი უპირობოდ კეთილგანწყობილია. მისთვის მისი იდენტობა მეორეხარისხოვანია. მართალია, ეს არც თუ ისე ადვილია, რადგან ადამიანში არის ეგოიზმიც, თვითგადარჩენის ინსტინქტიც და ბორეტებაც და ხშირად მას მიაჩნია, რომ თუკი არ იქნები მჩაგვრელი გახდები ჩაგრული, მაგრამ ქრისტიანობის მთავარი არსი სწორედ ესაა, დადგეს ადამიანურ სისუსტეებზე მაღლა, რადგან იყო ქრისტიანი ნიშნავს, იყო ტოლერანტი..

4 thoughts on “ქეთი ბაჭველაშვილის ჩანაწერი: „ქრისტიანობის სახელით“

  1. mikvirs ise tzert qristianobaze titqos qristianobis istoria artz gsmeniat artz tzagikitxiat. qristianobam mteli tzivilizatziebi gaanadgura qristes saxelit. eklesiisis ierarqebi pavles erti xelis mosmit mxolod gmertis tzinashe ageben pasuxs da shedegmatz ar daakovna. milionobit mokluli, tzixeshi chakrili, tzamebuli.

    Like

  2. ჩანაწერი წავიკითხე და ბოლოს ეული კომენტარიც მომხვდა თვალში…

    janapetraitis, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ “სხვაგან ქროდა შენი გონება”, როცა ამას კითხულობდი (ან კომენტარს წერდი) )). აბა სხვაგვარად შეუძლებელია, გაგკვირვებოდა, წაუკითხავს ან/და სმენია თუ არა ავტორს ქრისტიანობის (“ქრისტიანობის ისტორიის”) შესახებ…

    ქეთი, მომეწონა შენი ნაფიქრი. ჩემი აზრით, პარალელები კარგად გაქვს გავლებული და სწორად გაქვს დანახული ის, რაც მართლა პრობლემურია.

    Like

  3. “…მთავარი პრობლემა მაინც არასწორად გაგეგებასა და უცოდინრობაშია. ადამიანების იმ ნაწილმა, რომელიც ავიწროებს და დევნის სხვებს ამა თუ იმ იდენტობის გამო, არ იცის იმ რელიგიის მთავარი ღირებულებები, რომლის სიმბოლოც გულზე ჰკიდიათ…” მართლაც პრობლემაა ოღონდ არა იმისა ვინც “სიმბოლოს ატარებს” არამედ იმისა ვინც მათ წინააღმდეგ მოქმედებს და ცდილობ ვიღაც ვიღაცეებს ტნჯულის ეკლის გვირგვინი დაადგას და შეურაწჰყოს ერის ისტორია!!!

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s