დე-ცენტრალიზაცია ქართულად

political_developementთეონა ლაფერიშვილი

დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლის მთავარ მახასიათებელს დეცენტრალიზებული, დანაწევრებული მმართველობა წარმოადგენს. რაც ბევრად ამარტივებს პოლიტიკურ სისტემას და შესაძლებელს ხდის ხალხის მმართველობის თეორიის პრაქტიკულ განხორციელებას. დღეს გაგვიჭირდება მსოფლიოში ისეთი მაგალითის მოყვანა, სადაც ლიბერალური დემოკრატია განვითარდა დეცენტრალიზაციისა და დანაწილებული მმართველობის გარეშე. 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ, ახალი მთავრობის მოსვლისთანავე, დღის წესრიგში დადგა ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაციის საკითხი.

ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ კანონის სრული რეორგანიზაცია ბოლოს 2006 წელსმოხდა, თუმცა როგორც პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ეს რეფორმა არ იყო სწორად ფორმირებული. მან უზრუნველყო არა დეცენტრალიზაცია, არამედი პირიქით, მკაცრი ზეცენტრალიზებული სისტემა შექმნა. მეტიც ჟორჟოლიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ დეცენტრალიზაცია არ განხორციელებულა არცერთ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რადგან ყველა გადაწყვეტილებას ცენტრი იღებდა და პრაქტიკულად ნებისმიერი ქვედა ინსტანციაზე მყოფი ერთეული, უპირობოდ ემორჩილებოდა იერარქიის სათავეში მყოფ სუბიექტს. ეს ტრადიცია რთული აღმოსაფხვრელი გახდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც კი. მივიღეთ სიტუაცია, როდესაც რეფორმამ შედეგი ვერ გამოიღო. მოსახლეობა მოქმედი გახდა მხოლოდ არჩევნების პერიოდში. მმართველობით პროცესებში მათ სხვაგვარად მონაწილეობა არ მიუღიათ.

გია ჟორჟოლიანი

გია ჟორჟოლიანი

“რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” ყოველკვირეულ ტელეჟურნალ ,,მრავალკუდხედში” წინა მთავრობის მიერ მიღებული კანონის ხარვეზებზე თვითმართველობების საკითხების სპეციალისტი დავით ლოსაბერიძეც საუბრობს, იგი  აღნიშნავს, რომ  2006 წელს ხელისუფლება სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა. შეემცირებინა მუნიციპალური ერთეულიები და მიეღო  გაზრდილი დაფინანსება, თუ გადაენაწილებინა მწირი ბიუჯეტი ბევრ ადმინისტრაციულ ერთეულზე. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ პირველ სტრატეგიას მიენიჭა უპირატესობა, თუმცა ამ ყველაფერმა ვერ უზრუნველყო დაფინანსების გაზრდა.

ახალი კონცეფციის თანახმად, თითოეულ მუნიციპალიტეტს ეძლევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, სურვილისამებრ განკარგოს ბიუჯეტი. მოიხმაროს საკუთარი ტერიტორიები, საძოვრები, ტყე და სხვადასხვა საკუთრებაში არსებული ერთეულები, რომლის ყველანაირი ექსპლუატაცია შესაძლებელია გარდა გაყიდვისა.

“მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების ნაწილი არა ცენტრალურ, არამედ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შევა. ახალი სტრატეგიის თანახმად, სოფელი თვითონ გადაანაწილებს პრიორიტეტებს და თავადვე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ დახარჯოს არსებული ბიუჯეტი”,- აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.

თვითმართველობის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს დავით ლოსაბერიძეც.  ექსპერტის თქმით, უკვე აღარავინ მალავს იმას, რომ საქართველოში ვერ შედგა დეცენტრალიზებული მმართველობა. ეს საყოველთაოდაა ცნობილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ამრიგად ნებისმიერი საკითხი ეფექტურად წყდება  სწორედ იმ დონეზე, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან. ლოსაბერიძის თქმით, ადგილობრივი თვითმართველობა ეფექტურია პრობლემების ადგილზე მოგვარების თვალსაზრისით, თუნდაც გეოგრაფიული სიახლოვის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში თავად სოფელმა უკეთ იცის რა პრობლემა აქვს და როგორ მოაგვაროს, ვიდრე ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს ჩნდება კითხვა: როგორ გაიმიჯნება ერთმანეთისაგან ადგილობრივი მთავრობისა და ცენტრის კომპეტენციები. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჟორჟოლიანი დასძენს, რომ ადგილობრივ მთავრობას ჯერჯერობით დიდი ფუნქციები ვერ დაეკისრება. მაგალითად ისეთი საერთო ხასიათის საკითხები როგორიცაა: ჯარი, პოლიცია და სხვა მხოლოდ ცენტრმა უნდა გადაწყვიტოს, ხოლო რაც შეეხება შინაურ პრობლემებს, ეს ყველაფერი ქვედა მმართველობის პრეროგატივად უნდა იქცეს.

დავით ლოსაბერიძე

დავით ლოსაბერიძე

დავით ლოსაბერიძე ადასტურებს, რომ ახალი სტრატეგია ბევრად დახვეწილია, ვიდრე აქამდე განხორციელებული სხვა ცვლილებები.

თუმცა იმისათვის რომ მმართველობა ქვევიდან ზევით განხორციელდეს, საჭიროა არამარტო კანონში ცვლილებების შეტანა, არამედ მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობის დონის ამაღლება. თავად  ადგილობრივ მკვიდრებს უნდა გაუჩნდეთ საკუთარი პრობლემების მოგვარების სურვილი.

შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა გვთავაზობს დეცენტრალიზაციაზე გადასვლის სრულიად ახალ მოდელს. ეს სტრატეგია წინა რეფორმებისაგან იმით გამოირჩევა, რომ უფლების გარდა ადგილობრივ თვითმართველობებს აძლევს განხორციელებისათვის საჭირო რესურსების ადგილზე  განკარგვის საშუალებას. ამრიგად ნებისმიერი შიდა დონის პრობლემა ლოკალურად მოგვარდება და ცენტრთან შეთანხმება აღარ იქნება საჭირო. ყოველივე კი უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფ და ხარისხიან მოგვარებას. თუმცა ძნელი სათქმელია მოახერხებს თუ არა თოთოეული  მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის სწორ გადანაწილებას და სახსრების კეთილსინდისიერ ხარჯვას. ასევე გაურკვეველია როგორ მოხდება მათი მონიტორინგი..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s