აქტივიზმი – ნინო ბარნაბიშვილის ჩანაწერი

nino-barnabishviliშეიძლება თავად  ლიბერალიზმი, როგორც იდეოლოგია – მიმზიდველი  და ძალზედ პიროვნული იმ ადამიანებისთვისაა, ვისთვისაც შინაგანი თავისუფლება, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და ა.შ პიროვნული იდენტობის განსაზღვრის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია, მაგრამ ერთის თქმა უდავოდ შეიძლება, ეს იდეოლოგია იდეოლოგიაზე მეტია, უფრო ერთი დიდი ღირებულებითი ორიენტაციის ნაკრებია, სადაც ნებისმიერი  იდენტობის, პიროვნული თვისებების, პოლიტიკური, რელიგიური თუ  ფილოსოფიურ-იდეოლოგიური მრწამსის ადამიანი იპოვის თავისთვის რაღაც მნიშვნელოვანს, რაზეც აუცილებლად დაფიქრდება და დაფიქრდება იმგვარად, რომ შესაძლოა მხოლოდ ამ ღირებულებაზე ფიქრმა სხვა ღირებულებების გადაფასებამდე და ზოგადად აზროვნების პროცესების მანამდე არნახულ გააქტიურებამდე მიიყვანოს.

თუმცა ამ წინადადებით არც ახალი ამერიკა აღმომიჩენია და არც ლიბერალური ღირებულებებისთვის შემიმატია რაიმე, საერთოდ ჩვენ საუკუნეში ხომ რაიმე ახლის თქმა განსაკუთრებით რთულია, მაგრამ აზრის დინამიური ბმა რომ გამოვიდეს აღნიშნული ფიქრების კვალდაკვალ სწორედ ხელახალი ფიქრი, ლიბერალური ღირებულებიდან ამოსული სამოქალაქო აქტივიზმი, რომელიც საზოგადოების ყოველი წევრის პირად თავისუფლებასა და პირად პასუხისმგებლობას ემყარება და ახორციელებს ხელისუფლების დემოკრატიულ კონტროლს, აქტიური ქმედებების ის კატეგორიაა, რომლის ნაკლებობასაც დღეს ალბათ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც მწვავედ განიცდის.

22 ივნისის ლექციაც, როგორც ყოველთვის საინტერესო და განსხვავებული იყო, ისევდაისევ მორიგ ლიბერალურ თუ არალიბერალურ ღირებულებებზე, კიდევ ერთი საინტერესო ლექტორის შოთა ხინჩაგაშვილის მოხსენებით „სტატიზმზე, ნაციონალიზმსა და სამოქალაქო აქტივიზმზე“, თავისუფალი აზრის მაქსიმალური გამოხატვის ფონზე და იმდენად გახსნილ სიტუაციაში, რომ თავისთავად ორმხრივი კომუნიკაციური პროცესი, ალბათ ბევრად საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა დამსწრე სტუდენტებისთვის.

შოთა ხინჩაგაშვილის ლექციაყოველი ლექცია რაღაც ახლის აღმოჩენას, ყურადღების ფოკუსის დავიწროვებას ან გაფართოებას, შეფასებასა თუ დაფიქრებას ემსახურება ხოლმე თავისდაუნებურად, ხოლო აღნიშნულ ლექციაზე დინამიურად და ცხადად გვიმტკიცდებოდა მოსაზრება სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ, სახელმწიფო ძალაუფლების გააზრების შესახებ, სად არის ძალაუფლების ცენტრი, როგორია რელიგიის (დომინანტი, სახელმწიფოს მიერ პრივილეგირებული მართლმადიდებლობის და სხვა რელიგიური კონფესიების ძალაუფლებრივი მდგომარეობა) , მეხსიერებისა (წარსულის ოფიციალური ნარატივების არსებობა, მათი სხვადასხვა მიზნით გამოყენება სახელმწიფოს მიერ და განსაკუთრებული მაგალითები  უახლესი და მთლიანად ბოლო 200 წლის ისტორიიდან) და სექსუალური/გენდერის (დომინანტური ჯგუფები და მათ მიერ ჩამოყალიბებული ნორმებით მარგინალიზებული ჯგუფები გენდერისა და სექსუალური იდენტობის ნიადაგზე) პოლიტიკა ნაციონალურ დისკურსში,(ლექტორის მიერ არჩეული, მოხსენების კონკრეტული მიმართულება)  ასევე გამოიყო სამოქალაქო აქტივიზმის ორი პრობლემური მიმართულება:

  1. რომ არ არის აღიარებული თვითგანათლების სტრატეგია – მაგალითად ქუჩაში გამოსული ადამიანების უმრავლესობა, არ არის სრულად ინფორმირებული და შეთანხმებული იმ საკითხებზე რის გამოც დგას.
  2. და რომ არ აწარმოებენ ინფორმაციას, რომელიც იქნება დამუშავებული, გასაგები და ხელმისაწვდომი საზოგადოების წევრებისთვის.

ლექტორის მიერ მნიშვნელოვნად ხაზგასმული იყო ის, რომ ყოველი აღნიშნული საკითხი გააზრებულ უნდა იყოს სიღრმისეულად, რაც შეიძლება მაკრო დონეზე და მრავალმხრივი პერსპექტივიდან, რათა არ მივიღოთ ფაქტების მშრალი შეფასება და პრობლემების ზედაპირული ანალიზი. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ასპექტის განხილვისას უმნიშვნელოვანესია ვეძებოთ ძალაუფლების ცენტრები და აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოებისთვის სასურველი განვითარების კურსი, მისი მაქსიმალური თანამონაწილეობაა და რომ მასაც თავისი „პოლიტიკური წონა“ და ძალაუფლების  კონტროლის მექანიზმები უნდა ჰქონდეს.

ლექციის შემდეგ იბადება კითხვები:

მოგვსვლია კი აზრად ვყოფილიყავით სამოქალაქო აქტივისტები?

გვიფიქრია დაგვეცვა ჩვენი ლეგიტიმური უფლებები?

შოთა ხინჩაგაშვილითუკი ვყოფილვართ სამოქალაქო აქტივისტები, რამდენად ინფორმირებულნი და ბოლომდე ჩამოყალიბებული ვიყავით ჩვენ მიზნებთან დაკავშირებით?

ამ კითხვებზე პასუხი აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყბადაღებულ თემამდე, რომლის მხოლოდ ჩანასახებზე საუბრობენ.  ფუნდამენტს რომ გამყარება და განვითარება უნდა ყველამ ვიცით და  ისიც ბევრჯერ გვინახავს როგორ ამოსულა მიტოვებულ საძირკველზე სარეველა ბალახი, ისე რომ მისი კვალიც გამქრალა…

შეგვიფასებია თუ არა საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური საკითხები, სხვადასხვა წყაროებსა და პირველწყაროებზე დაუძნებით?

დავმსხდარვართ კი სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები იდეოლოგიურად დაპირისპირებულ სხვა ჯგუფებთან კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში, მანამ სანამ საქმე ქუჩის პროტესტამდე ანაც ძალადობრივ დაპირისპირებამდე მივიდოდა? (ვგულისხმობ ორმხრივ მზაობას)

ვიცით  ჩვენი ისტორია და დავფიქრებულვართ თუ არა რამდენად ვაძლევთ  მართვასა და კონტროლზე ორიენტირებულ ჯგუფებს, ჩვენი მეხსიერების გაყალბების უფლებას?

როგორ ნაწილდება ძალთა ბალანსი საზოგადოებაში?

სადა არის სოციო-პოლიტიკური პრობლემის პირველწყარო და როგორ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი?

პროგრესი აქტივიზმშია!.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s