„ლიბცენტრი“ აცხადებს სტუდენტთა მიღებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ აცხადებს სტუდენტთა მიღებას.

შერჩეული სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებთან, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს – სტატიებს, ვიდეოებს, ჩანაწერებს, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზე http://liberalizmi.wordpress.com/.

კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი.

მსურველებმა  2013 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ CV  და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com

შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ ლექციები 1 სექტემბრიდან დაიწყება.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

“ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი”, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, რომელიც National Endowment for Democracy (NED) -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ცენტრი 2013 წლის თებერვალში შეიქმნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთი საჯარო ლექცია გაიმართა.

 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი:   თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა 6/7
ტელეფონი:  298 22 51
BLOG: liberalizmi.wordpress.com
e_mail:  liberalismcenter@gmail.com
Youtube:      http://www.youtube.com/user/liberalismcentre
Facebook:     https://www.facebook.com/liberalism.center?bookmark_t=page
twitter:          @Libcenter  

.

12 thoughts on “„ლიბცენტრი“ აცხადებს სტუდენტთა მიღებას

  1. აუ სწავლის დაწყება 1 სექტემბერს მოუხერხებელია, სექტემბრის ბოლოს იწყება უნივერსიტეტებში სწავლა 😦 :(:(

    Like

  2. იცით რაა, როცა გაქვთ პრეტენზია, რომ მიღება მხოლოდ სტუდენტებისთვისაა, მაშინ ისიც უნდა გაითვალისწინოთ რა პერიოდში დაიწყოთ ლექციები, უნივერსიტეტების უმრავლესობა სექტემბრის მოლოს იწყება და თქვენ 1 ში რატომ იწყებთ, თან მოგეხსენებათ უნივერსიტეტები არც ისე დიდი ხანია რაც ისვენებენ, კარგი იქნება მაგ მხრივ თუ შეუწყობთ ხელს, და იმის გამო რომ სტუდენტი ვერ მოდის გასაუბრებაზე, რადგან დასასვენებლადაა წასული, შესაძლოა თბილისისგან შორს, ამის გამო არ უნდა მოხდეს მისი მიღებიდან ამოგდება.

    Like

    • ქალაქიდან გასვლის მიზეზით “მიღებიდან არავინ ამოგვიგდია”. რამდენიმე დღე გვაქვს გამოყოფილი და სივებით გადარჩევის შემდეგ გასასაუბრებელთა სიაში მოხვედრილებს ყველას გავესაუბრებით.

      თქვენ რაიმე პრობლემა შეგექმნათ? იქნებ გვაცნობოთ მაილზე ან დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე.

      დიდი მადლობა რომ ასე ძალიან დაინტერესებული ხართ ცენტრში მოხვედრით

      Like

      • ხო ეგ გასაგებია მაგრამ იმაზე ვამახვილებ ყურადღებას რომ 1 სექტემბრიდან ლექციების დაწყება ცოტა მოუხერხებელია, თუ არ ვცდები 11 აგვისტოს გარდა 31 აგვისტოა გასაუბრების დღე და თუ ამ დღესაც ვერ მოვიდა სტუდენტი ის ხომ ვეღარ იქნება თქვენი პროექტის მონაწილე. რათქმაუნდა დაინტერესებული ვარ, საკმაოდ კარგი პროექტია და იქნებ რამე მოსახერხებელი შემოთავაზება გააკეტოთ მსგავს სიტუაციაში.დიდი მადლობა პასუხისთვის

        Like

      • როგორც უკვე გითხარით მაგის გამო პრობლემა არავის შეექმნება, ჩვენც დაინტერესებულები ვართ, რომ მაქსიმალურად კარგი სტიდენტები ავარჩიოთ იმ ძალიან ბევრი განაცხადიდან რაც შემოვიდა. თქვენ ხართ უკვე დაბარებული გასაუბრებაზე?

        Like

  3. დიახ დაბარებული ვარ, იქნებ მითხრათ რა შეიძლება გავაკეთო მსგავს შემთხვევაში?

    Like

    • მითხარით როდის ხართ დაბარებული? ვისაც პრობლემა ჰქონდა ჩამოსვლის ყველას ვუთანხმებდით დროს. მომწერეთ თქვენი სახელი და გვარი აქ liberalismcenter@gmail.com

      Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s