როცა ვერ ინგრევა ელიტიზმი

გოგი გვახარიაქეთი მესტვირიშივლი

ელიტიზმი და მანიპულაცია – საკითხები, რომლებზეც ჯერ კიდევ პლატონი საუბრობდა, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას, ეს ის თემებია, რომლებიც, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ფიქრისა და განსჯის საგანია. სწორედ ამ საკითხების ქართულ ჭრილში დანახვას  ემსახურებოდა  „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ გამართული 5 ივლისის  ლექცია, რომელიც ხელოვნებათმცოდნე გოგი გვახარიამ წაიკითხა.

მან ლექციის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ საზოგადოების „ელიტად“ და „ხალხად“ დაყოფა არ მოდის ევროპიდან და განმანათლებლობიდან. ეს მოდის რუსეთიდან, რომელმაც ფეოდალიზმიდან პირდაპირ სოციალიზმზე ისურვა გადასვლა. საქართველოს კი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ბევრჯერ გაუვლია „მერანი“ რუსეთის მიერ „თელილი გზა“ და არც ეს ხელოვნური ტრამპლინი დარჩენილა გამონაკლისად, რამაც გამოიღო კიდეც მოსალოდნელი შედეგი. რუსულ, უსქამოდ დარჩენილ ინტელიგენციასთან დაკავშირებით, ბატონმა გოგიმ გაიხსენა ილია ავერბახის ფილმი „მონოლოგი“, რომელშიც წარმოჩენილია მოხუცი საბჭოთა ინტელიგენტი, რომელიც ვეღარ ხვდება, რა აკეთოს, როგორ იცხოვროს და იგი ხდება „არაფრისმაქნისი ბრძენი“.

„სისტემა,რომლის სათავეშიც დგას ელიტა, არის იერარქიული; კულტურა, რომელიც აგებულია ვერტიკალურ სისტემაზე, არ ინგრევა მალე“ – აღნიშნა გოგი გვახარიამ.

ის მიიჩნევს, რომ საქართველოში ვერტიკალური სისტემის დანერგვასა და ელიტიზმის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მოვლენებმა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ედუარდ  შევარდნაძე და ინტელიგენციის მხარდაჭერით შეუდგა „ყველა დამნაშავის დაჭერას“.  ამ მოვლენის გამოძახილად აღიქვამს იგი 2013 წლის 17 მაისის ამბებსაც, როდესაც საქართველოს „კვაზი-ელიტამ“, ნაცვლად ხალხის გამოფხიზლებისა, ხელი შეუწყო მანიფესტანტთა შორის დაძაბულობასა და არეულობას.

943563_175149585994944_505661402_nრაც შეეხება მანიპულაციის უნარს, ფსევდო-ელიტები ხშირად არის ის ძალა, რომელიც მტრის ხატის შექმნით საკუთარ ძალაუფლებას ხალხის თვალსაწიერის მიღმა ტოვებს, მათი ყურადღება გადააქვთ გარეშე მტრებზე. ამის კლასიკური მაგალითია სტალინი, რომელიც ებრძოდა ტროცკისტებს, სინამდვილეში კი, თავად იყო ვერტიკალის სათავეში, ვერტიკალის, რომელიც დღემდე არ აძლევს საშუალებას ქართულ საზოგადოებას, იცხოვროს თანასწორად, იერარქიების გარეშე.

ამ ყველაფრის შემდეგ ლოგიკურ კითხვაზე – თუ ყველას გვაქვს მიდრეკილება ელიტიზმისკენ, როგორ ვებრძოლოთ მას? –  გოგი გვახარიამ გაიხსენა ლუის ბუნიუელის ფილმი „ნაზარინი“, სადაც მთავარი პერსონაჟი არის მღვდელი (ნაზარინი), რომელსაც, ფილმის დასასრულს, საზოგადოება წამებას უსჯის. წამების წინ შესთავაზებენ ანანასს, რომელზეც იგი უარს იტყვის, თუმცა, როცა გაიაზრებს, რომ ამ უარით ქრისტეს გზას იმეორებს, იგი შეცვლის გადაწყვეტილებას და აიღებს ანანასს. საფიქრებელია, რომ ნაზარინი უარს ამბობს, ემსგავსოს ღმერთს, მას არ სურს ვერტიკალის სათავში ყოფნა.

„პასუხი კითხვაზე  რა გავაკეთოთ?- არის ის, რომ არ მოვხვდეთ ელიტაში და თუ მივხვდებით, რომ იქ ვართ, დავტოვოთ, რადგან იქ ცხოვრება აღარ არის საინტერესო.“.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s