ძალა სახელად „ევროკავშირი“

giorgi Tabagariნინო ბარნაბიშვილის ჩანაწერი

12 ივლისს, „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტში“ გიორგი თაბაგარის მიერ გამართული ლექცია „ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას: დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს“ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი საათნახევარი სწორედ ამ „28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებაზე ვსაუბრობდით, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის“, უმრავლესობა მაინც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ჩვენ შორის ახლად წარმოქმნილ „ სამეზობლო პოლიტიკის“ საკითხებსა და „ევროკავშირის“, როგორც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის „უმთავრესი დარაჯის“ როლზე ვფიქრობდით. ალბათ, ჩვეული ოპტიმიზმი, რომ ჩვენ გავწევრიანდებით ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და თავის მხრივ სწორედ ეს სტრუქტურები (მათ შორის ევროკავშირიც) დაგვეხმარებიან პრობლემების მოგვარებაში – დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნი, დიადი ამოცანა და „დიდ ძალისხმევა გასაწევი“ სამუშაოა.

ლექტორის თქმისა არიყოს, „ევროკავშირი“, როგორც სტრუქტურა და ზოგადად გაერთიანება არცისე მარტივად აღსაქმელია. მეტიც, საკმაოდ რთულია გაერკვე ამ კავშირის საკანონმდებლო პროცედურებში, ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში, პოლიტიკასა და უფლებამოსილებებში, რომლებიც მან 1951 წლიდან (ევროკავშირის დაარსების წელი) მოყოლებული შექმნა, განავითარა და იმდენად სრულყო, რომ ყოველივე ამის წყალობით სამართლიანად დაიმკვიდრა მძლავრი, ავტორიტეტული, სუპერნაციონალური და სამთავრობოთაშორისი გაერთიანების სახელი. ლექცისას გამოიყო სფეროები, რომლებშიც „ევროკავშირი“ განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევს, ესენია: საგარეო ვაჭრობა- რომელიც უკვე მისი ექსკლუზიური კომპეტენციაა, განვითარების პროგრამები, გაფართოება, სამეზობლო პოლიტიკა, ჰუმანიტარული დახმარება . ასევე ხაზი გაესვა გამოწვევებსაც, რომლებიც დღეს გაერთიანების წინაშე დგას: მზარდი ეკონომიკები, არაბული გაზაფხული, ეკონომიკური კრიზისი და განსხვავებები წევრი ქვეყნების მიდგომებში.

აუდიტორიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევროკავშირის ფინანსებთან და სანქციებთან დაკავშირებულმა საკითხებმა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს, რომელსაც სურს გაერთიანების დატოვება, ნება ეძლევა მთელი რიგი პროცედურების დაცვით განახორციელოს აღნიშნული, მაგრამ თავის მხრივ „ევროკავშირს“, არანაირი რეგლამენტით არ აქვს განსაზღვრული გაერთიანების საზღვრებს გარეთ მოაქციოს, მანამდე მის საზღვრებში მყოფი ქვეყანა, თუნდაც ამ ქვეყანამ დაარღვიოს კავშირისთვის უნივერსალური ღირებულებების ან საერთო წესების დაცვის საკითხი. ასევე, როგორც აღმოჩნდა ევროკავშირის ფინანსების 80%-მდე მოდის სხვადასხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაფინანსებაზე, რომელნიც გამორიცხავენ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს. ორიენტირი მართლაც კარგია- თანხა იდება იმ სფეროში, რომელშიც საზოგადოების წინსვლისთვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლა რეალური პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირსაც გააჩნია მის მიერ გაცემული თანხების მონიტორინგის სისტემა, ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი XXI საუკუნის ერთ-ერთი მსოფლიო გამოწვევაა, და უნდა ვივარაუდოთ, რომ „შეფუთვა“ და „NGOშნიკობის“ მანკიერი პრაქტიკის მთელი რიგი მხარეები შეიძლება მასაც შეეხოს.

და ბოლოს, სანქციები ყველა სფეროსა თუ დარგში მეტ-ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ ევროკავშირის პოლიტიკის შემთხვევაში „დასჯის“ ეს ფორმა კიდევ უფრო დამაბნეველ და რთულად შესაფასებელ ხასიათს იღებს. დიდია საფრთხე, ამათუიმ ქვეყნისადმი რაიმე სანქციის გამოყენებამ მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დააყენოს გაერთიანების რომელიმე ქვეყანა, რომელსაც კეთილმეზობლური, ანაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს „ევროკავშირის“ მიერ სანქცირებულ სუბიექტთან. ამ შემთხვევაში შიდასახელმწიფოებრივი ინტერესები უპირისპირდება ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობით ინტერესებს, რაც აუცილებლად გაართულებს სანქციების მიღებისას, წარმომადგენელი ქვეყნების დელეგატთა შორის კონსენსუსის მიღწევის პროცესს.

ლექციაზე რამდენჯერმე ახსენეს კვლევა, რომელიც შეეხებოდა „ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ“ (საუბარიაკავკასის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ, 2009 წელს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე) და რომლის შედეგებიც საკმაოდ „საამაყოა“, თუმცა უამრავი შეკითხვის დასმის სურვილსაც ბადებს:

giorgi tabagaris leqciaამონარიდი კვლევის ანგარიშიდან:

„ზოგადად ქართველებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ. გამოკითხულთა 16 % ევროკავშირზე ძალზედ დადებითი აზრისაა, 35 % კი – უფრო დადებითის ვიდრე უარყოფითის. ხოლო ნეგატიური აზრი ევროკავშირზე რესპონდენტთა მხოლოდ 4 % გააჩნია. ქართველების ნდობის რეიტინგი ევროკავშირისადმი 50 % აღემატება, და სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია (სომხეთსა და აზერბაიჯანში გამოკითხულთა დაახლოებით 30 % განაცხადა, რომ სჯერა ევროკავშირის).

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (78%) ძირითადად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ინსტიტუტია, რომ მას მოაქვს მშვიდობა და უსაფთხოება ევროპაში (76%) და სხვა ქვეყნებშიც უწყობს ხელს დემოკრატიულ და ეკონომიკურ აღმშენებლობას (70%). თუმცა რესპონდენტების 25 % თვლის, რომ ევროკავშირი ქართულ ტრადიციებს საფრთხეს უქმნის, და 20% მეტი მიიჩნევს, რომ იგი ახალი ტიპის იმპერიაა, გამოკითხულთა უმრავლესობა ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს რესპონდენტების უმრავლესობა დადებითად აფასებს, – ურთიერთობები ”საკმაოდ კარგია” 40 %, ხოლო ”ნეიტრალურია” 39% აზრით.

ქართველების უმეტესობა თვლის, რომ ევროპელები არიან. გამოკითხულთა 54 % ეთანხმება პრემიერ მინისტრი ჟვანიას მიერ 1999 წელს წარმოთქმულს: ”მე ქართველი ვარ, მაშასადამე ვარ ევროპელი”. ამ გზავნილმა განსაკუთრებული გამოხმაურება გამოკითხულთა 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოიწვია, რომლებიც უფრო ხშირად ეთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, რომ ქართველობა ევროპას რაღაცით უკავშირდება, ქართველთა მხოლოდ 2 % თავს ”მხოლოდ ევროპელად” განსაზღვრავს, 13% – ”ქართველად და ევროპელად”, 10 % – ”ქართველი და კავკასიელი” და 61% – ”მხოლოდ ქართველი”.

ჩვენ გვჯერაო ევროკავშირის (საქართველოს მოსახლეობის 50%)!

 

 .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s