თავისფულების პასუხისმგებლობა – ლიზა მეტრეველის ჩანაწერი

liza metreveliწარმოიდგინეთ, რომ მთელ დედამიწაზე თქვენ ხართ მარტო. განჩნდება კი ისეთი რამ რისი უფლებაც თქვენ არ გექნებათ? – არა, თქვენ ხართ თქვენი თავის უფალი, მაგრამ თუ გაჩნდება კიდევ სხვა? სად დასრულდება თქვენი თავისუფლება და სად დაიწყება სხვისი?

ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად განსხვავებული აზრის მქონე 20-მდე სტუდენტი  ლიბერალიზმის ცენტრში გიორგი მშვენიერაძის ლექციის მოსასმენად შევიკრიბეთ და სწორედ მისგან ველოდით პასუხებს.

საჯარო სივრცეში ადამიანთა თავისუფლება ხორციელდება თანაბრად. პირველი რაც ყველა ადამიანს გენეტიკურ კოდად უნდა დაყვებოდეს ეს არის- „ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი“ და ამ თანასწორობის იდეალებისთვის უნდა ვიბრძოდეთ.  მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ ადამიანი „ ამ ცნობიერი არსების ცხოვრებისეული აქტის შესრულებით  ასრულებს თავის მოწოდებას , გახდეს ადამიანი არა თავისი ბიოლოგიური გაგებით, არამედ ცნობიერი არსების გაგებით, ანუ მოახდინოს თავისუფლების შესაძლებლობის რეალიზაცია.“  ადამიანის მდგომარეობა, რომელიც იქნება „მზა“ მიიღოს გადაწყვეტილებები, ამის შემდეგ ადამიანი, როგორც მამარდაშვილი იტყოდა, მიარღევს „თავიუფლების მდგომარეობას“.

თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი, პირადი ცხოვრების საიდუმლოებების ერთ-ერთი პირველი გამოხატულება იყო, როცა ადამიანი იქცა ადმიანად და გაუჩნდა სურვილი თავისი პირადისთვის აეფარებინა ლეღვის ფოთოლი.

ვინ იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას – სახელმწიფო და შემდეგ ჩვენ… 1921წელი საქართველოს კონსტიტუცია და ვოლტერისეული ფრაზა“ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ განსხვავებულ აზრს“

ინგლისი, საქართველო, ადამიანთა თავისუფლება, ეთიკის ქარტია, მუხლები და კოდექსები მაგალითები და ამოცანები ლექციაზე ყოფნისას მეუფლებოდა განცდა, თითქოს ვეშვებოდი ინფორმაციათა მორევში და ყურებში მხოლოდ ვოლტერისეული ფრაზა ჩამესმოდა „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ განსხვავებულ აზრს“.

და დებულება „არის თუ არა ფიზიკური თავისუფლება ის თავისუფლება, რომლისთვისაც ვიბრძვით, რომლისთვისაც იბრძვის მონობაში მყოფი ადამიანი?“ ჩვენ არ ვაკვირდებით როდის ვართ თავისუფალნი. როცა მშობელი გვრთავს ნებას წავიდეთ მეგობრებთან ერთად ბათუმში დასასვენებლად თუ მაშინ, როდესაც ჩვენი იდეა იმარჯვებს და ჩვენ აზროვნებით ვხდებით თავისუფალნი.ზოგჯერ საკანში მჯდომი პირი შეიძლება იყოს იმაზე თავისუფალი, ვიდრე ციხის გარეთ  მცხოვრები.

“ ადამიანი უნდა გამოვიდეს თემური აზროვნების სივრციდან“ ალბათ სწორედ ეს იქნება მესიჯი ქართული საზოგადოებისადმი და კიდევ დავსვათ კითხვები- კითხვები საკუთარ თავს და ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. კითხვები აზროვნების ნიშანია, აზროვნებას კი მივყავართ პიროვნულ თავისუფლებამდე. რადგან აზროვნებაა ის, რაც განგვასხვავებს ადამიანებს  სხვა არსებებისაგან.

თავისუფლების პასუხისმგებლობის აღება ყველაზე რთულია, რადგან  „თავისუფლება თვითონ მოიცავს პასუხისმგებლობას და პასუხისმგებლობის ყველაზე მეტად ეშინიათ მონებს“..

One thought on “თავისფულების პასუხისმგებლობა – ლიზა მეტრეველის ჩანაწერი

  1. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ერთი კითხვა გამიჩნდა: რა არის თავისუფლება?
    საერთოდ, რა კავშირშია თავისუფლების ცნება თუნდაც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, როცა სიტყვა ,,თავისუფლება” საკუთარი თავის (სხეულის, ემოციების და ა.შ.) ფლობას ნიშნავს?

    გული მწყდება, რომ ეს არაჩვეულებრივი სიტყვა დღეს სულ სხვა (ჩემთვის გაურკვეველი) მნიშვნელობით სარგებლობს.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s