აქვე და ახლავე

monkeys_22027_lg

ავტორი: მაგდა ბატიაშვილი

23 სექტემბერს ლიტერატურული პრემია ”საბას” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სიმართელე გითხრათ მსგავსი ზარ-ზეიმით გამართული საღამოების დიდი მოყვარული არ გახლავართ, შესაბამისად, პირდაპირი ტრანსლაციისთვისაც არ მიყურებია,

ინფორმაციას ძირითადად ინტერნეტით და განსაკუთრებით სოციალური ქსელების მეშვეობით ვიგებ. გვიან ღამით უკვე უამრავი  სტატუსი და კომენტარი წავიკითხე, რომლებიც ნაირა გელაშვილის  სიტყვით გამოსვლას ეხებოდა. წიგნმა ”მე ის ვარ” წლის საუკეთესო რომანის ტიტული მოიპოვა. დიდი გამოხმაურება კი იმ სიტყვებს მოჰყვა, რომელიც კუთვნილი ჯილდოს ასაღებად სცენაზე ასულმა მწერალმა წარმოთქვა.
ნაირა გელაშვილმა თვისი  შეხედულება დააფიქსირა სოფელ ხაიშის გარშემო განვითარეწბულ მოვენებზე და, მწერლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გვერდში დგომისაკენ მოუწოდა.

”…რად გვინდა ან პრემია, ან ტექსტები, ან ლიტერატურა, თუ ირგვლივ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ულამაზესი ბუნება, რომელსაც უმღეროდნენ ჩვენი წინაპრები – ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი – წყალში ჩაიძიროს და აქ ტექნოკრატიულმა ფინანსურმა წრეებმა იხეირონ მხოლოდ და არც ჩვენს შვილებს და არც შვილიშვილებს საცხოვრისი აღარ დავუტოვოთ. ჩვენ შეგვრცხვება, როცა ამ ღონისძიებებს გაიხსენებს ხალხი. მე მწამს,რომ ამ დარბაზში მჯდომი ყველა ხმას აიმაღლებს დღეს და შეუერთდება ამ ჩვენს პროტესტს, იმიტომ რომ, თუ ჩვენ ეს დავუშვით, მართლა აღარაფერი გაგვიხარდება, რაც კი სასიხარულო იყო, აი, ამ ხანებში. დიდი მადლობა და მე მგონია,რომ თქვენ მხარს მიჭერთ!

ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს გამოსვლა. თითქოს მივეჩვიე იმას, რომ ყველა მხოლოდ მადლობას იხდის დაფასებისათვის, (აქა-იქ სიტყვას მაღალ მატერიებზეც ჩააგდებს ხოლმე შთაგონებული სახით) იღებს კუთვნილ ჯილდოს, გვეუბნება, ღმერთი გფარავდეთო და ბედნიერი სახით ბრუნდება სახლში.

ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მწერლებს არ ეხებათ. ზოგადად საზოგადო მოღვაწეები მყავს მხედველობაში, წესით ისინი პირველები, რომ  უნდა იმაღლებდნენ ხმას სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგომ პრობლემებზე, სოციალურ უსამართლობაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე. მაგრამ უმეტესობა არასოდეს იღბს ხმას. არადა, პროტესტის მოთავეები სწორედ იმ ”კასტის” წამომადგენლები უნდა იყვნენ  ჩვენ რომ საზოგადო მოღვაწეებს და ხელოვანებს  ვეძახით. ადამიანები, რომლებიც პირველები უნდა აგორებდნენ ”ბუნტს” უსამართლობის წინააღმდეგ, საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან და კომფორტული პირადი სივრცეს მონები ხდებიან. ხელოვანი კი, რომელიც მონაა, შეიძლება რაიმე ღირებულს ქმნიდეს?! (იქნებ სწორედ ამიტომაც არის კულტურის და ხელოვნების დეფიციტი, რომ გვაქვს? თუმცა ეს სხვა თემაა, რომელიც  შორს წამიყვანს) ”კასტა” შემთხვევით არ მიხსენებია, ეს ადამიანები, რომლებზეც მე ვლაპარაკობ, თითქოს  ერთგვარ ელიტურ კასტას ქმნიან, რომელთა მთავარი ღირებულება კომფორტული არსებობაა.

მართალია ქვეყანაში, სადაც განსხვავებული თუნდაც სრულიად უწყინარი აზრის გამო,  ქუჩაში უმოწყალოდ გცემენ, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო კი მოსაკლავად გიმეტებენ და ზიზღით გიყურებენ, ცოტა რთულია თამამად გამოთქვა საკუთარი აზრი, იყო უმცირესობაში და იბრძოლო იმისთვის, რისიც გჯერა. მაგრამ თუ ადამიანი გქვია, ცხოვრობ საზოგადოებაში არ შეიძლება დაიხშო ყურება, დახუჭო თვალები და არაფერი თქვა იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება. გულგრილობა დანაშაულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური დანაშაული საკუთარი თავისა და ადამიანების მიმართ.

ისევ ”საბას” და მის ნომინანტებს უნდა დავუბრუნდე. ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოსვლა ვნახე,რომელიც აუცილებლად ხაზგასასმელია და მე თუ მკითხავთ ყველაზე მნიშვნელოვანიც. გიორგი მაისურაძე, რომელმაც ნომინაციაში ”წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” გაიმარჯვა წარმოთქვა  სიტყვა, რომელმაც სრულიად უცნობი ადამიანის მიმართ უდიდესი პატივისცემით გამნაწყო:

 “ სამწუხაროდ, ლიტერატურას ჯადოქრობა არ შეუძლია, არადა, ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც, სამწუხაროდ, ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც მარიხუანას მოწევისათვის ადამიანის ციხეში გასტუმრება და გამომწყვდევა შეუძლია; სადაც პოლიტიკოსები ზოგჯერ ერთმანეთს წამქეზებლობაში ეჯიბრებიან; სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და შეუწყნარებლობა იქადაგება; სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სისასტიკის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით – ასეთ დროს ალბათ ლიტერატურას განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს და განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს ”

ამასობაში კადრი გამახსენდა ფილმიდან რეი, რომელიც ალბათ ძალიან ბევრს აქვს ნანახი.
რეი ჩარლზს ჯორჯიაში, (იმ დროისთვის რასიზმით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შტატი) საკონცერტო დარბაზის შესასვლელთან აქცია ხვდება. აქციის ერთ-ერთი მონაწილე მასთან გამოლაპარაკებას მოახერხებს

–  მისტერ ჩარლზ! იცით რომ თქვენს კონცერტზე ცეკვა მხოლოდ თეთრკანიანებისთვის არის ნებადართული? შავკანიანებს აივნის დატოვების უფლებაც არ აქვთ.
–  რას იზამ, ეს ხომ ჯორჯიაა..
–  ეგ ხომ ჩვენც ვიცით! აქ ზანგებს ყოველდღიურად ავიწროებენ.
–  მე არაფერი შემიძლია. მე მხოლოდ მუსიკოსი ვარ.
–  ასე არ შიძლება.. შენ  შეგიძლია რაღაც შეცვალო, აქვე და ახლავე!

რეი ხვდება, რომ ბიჭი მართალია და ის ცვლის ყველაფერს იქვე და იმ წამშივე.

ჰოდა, მე, როგორც რიგითმა ადამიანმა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ”რაღაცის” შეცვლას ცდილობენ თავიანთი საქმიანობით.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s