წმინდა ბურგერი

1371801_584791811585350_252643633_nავტორი: თამაზ თორდია

მე  თამაზ თორდია ვარ.ვცხოვრობ მსოფლიოს 125–ე ეკონომიკაში. მე მყავს პატრიარქი. მყავდა ორი პრეზიდენტი, ხალხის მიერ ნეტარად აღქმული ზვიადი და სატანა ედიკა,ახლა მყავს ერთი, საკუთარი ინიციატივით  მშენებლად წოდებული მიხეილი.პრემიერ–მინისტრიც მყავს,იანვრიდან ახალს ველოდები. მყავს ორი კატა, „ბრიტანული მოკლე თმიანი“ და „აბასინიანი“, ეს ორნი ჩემი სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. მყავს ველოსიპედი.

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩემს ქვეყანაში „უენდის“ რესტორანი გახსნეს,როგორც მეგონა მუშებისთვის და სხვა ნაკლებ შემოსავლიანი მოქალაქეებისთვის. ორი დღის წინ ჩემს კურსელებთან ერთად აღნიშნულ  რესტორანს მომიწია ვწვეოდი, ვიყავით რა გზაში ცოტა ფულით და შიმშილის გრძნობით.

უკვე პარკინგთან მიახლოებისას მივხვდი,რომ ჩვენ „უენდიში“ ვიხილავდით ახალ ქართველებს,რომელთა მანქანებს ამშვენებთ ხოლმე მსგავსი ნომრები,როგორსაც პარკინგზე მოვკარი თვალი.მაგალითად ასეთი: NIN-777, IKA-007, ZAZ-555, ILO-999 და ა.შ.  ჩემი მოლოდინი გამართლდა, „უენდის“ ინტერიერში  გამოჩნდნენ პროფილები,რომელთაც არაფერი ეტყობოდათ მუშათა კლასის წარმომადგენლობის. არ გეგონოთ, რამე მნიშვნელოვანი ფიზიკური მახასიათებლით ვანსხვავებდე ჩვენი ქალაქის ბომონდს და მშრომელ ხალხს. ფიზიკური კულტურით რაც უნდა უცნაური იყოს, ჩვენს ქვეყანაში დაბალშემოსავლიანები უფრო გამოირჩევიან,ვიდრე ე.წ ჯიპოსნები. აი,მზერა კი სულ სხვა საქმეა, არავის აქვს ისეთი ბრიყვულად თვითდაჯერებული მზერა, როგორიც ახალ ქართველებს,ასევე ისეთი,რომ განიშნებს _ ჩემი ბანგლები და ჩემი ღიპი, ჩემი ტესტოსტერონის,ჩემი გამარჯვების სიმბოლოა,არ გაბედო დამცინავი ღიმილით შეხედო მათ, არ გაბედო მეთქი… არ გაბ… დამპალო,კიდევ შევხვდებით.

„უენდიში“ შავი  და ყვითელი საღებავებით შეღებილი ქალებიც ისხდნენ, თავიანთი საოცრად უსიცოცხლო თვალებიანი ბავშვებით,თითქოს დედებმა საშოდან ჰამბურგერის მისართმევად გამოუშვეს რამდენიმე წუთით და მალე უკან შეაბრუნებენ.
დავნაყრდით რა მე და ჩემი მეგობრები, წასასვლელად გავემზადეთ და გასასვლელ კარებთან მდგარ ჩანაწერების რვეულთან მივედით,რომ მადლიერება გამოგვეხატა „უენდის“ მომსახურე პერსონალის მიმართ. ცარიელ ფურცელზე დავწერე, Thanks a lot. დამაინტერესა სხვებმა რა დაწერეს. ჰოი,მოსალოდნელო საოცრებავ! დაახლოებით ყოველ მესამე ფურცელზე ჩანახატი იყო გაკეთებული,მსგავსი ჩვენი სახლების ფასადებზე მიხატული ფალოსებისა. დამაინტერესა რატომ ხატავენ ქართველი ქუჩის მდღაბვნელები ყველაზე ხშირად პრიმიტიული ფორმების ფალოსებს ყვერებითურთ.მერე გამახსენდა,რომ დღიურად ყველაზე ხშირად გაჟღერებული  სიტყვა საშუალო ქართველის ბაგეთაგან არის ყლე. ცოტა ხანში ისიც გამახსენდა,რომ 2013 წლის 17 მაისს ათობით ათასი დედაქალაქელი მამრი და ასობით კლერიკალი კივილით,ყივილით,ჭიხვინით მისდევდა  ანტიჰომოფობიური აქციის გამართვის მსურველ ოცდაათიოდე მოქალაქეს.

ცოტა რამ „უენდიზეც“,  „უენდიში“ შეგიძლიათ მიირთვათ ანალოგიური სწრაფად მისაღები საკვები,როგორიც „მაკდონალდში“, თუმცა „უენდი“ ხაზს უსვამს,რომ მისი პროდუქტები სუფთა და უახლესია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, თბილისის „უენდი“ ერთადერთია მსოფლიოში(პოსტ–საბჭოთა სივრცეზე თავს ვერ დავდებ),რომელიც აკურთხეს. ჰო,მეგობრებო,ჰო, აკურთხეს. აიაზმა აპკურეს.

საღამოს თერთმეტისთვის სახლში დავბრუნდი. ჩემს კატებს ჩახუტებულებს ეძინათ. ბრიტანულს ლოყები ისე საყვარლად ჰქონდა გაბერილი,მომინდა მოვფერებოდი,ასეც გავაკეთე და უნებლიედ გავაღვიძე.განრისხებულმა შემომხედა მისმა აღმატებულებამ ლორდმა ოსკარ მიოვმიოვუმ. გავეცალე. ორ საათში დასაძინებლად მოვემზადე.
სიგარეტს მოვუკიდე, დედა გამიბრაზდა ოთახში რომ დავაპირე მოწევა.იშვიათად ვიქცევი ასე,მაგრამ სიგარეტი ჩავაქრე.
_Gute nacht mutter!
_რა თქვი?
_არაფერი,წამომცდა,უცებ მომინდა მეფიქრა, ყოველთვის ასე ვლაპარაკობთ,მეფიქრა, აქ ტურისტები ვართ.
– დაიძინე

ემბრიონის ფორმა მივიღე,ასეც იშვიათად ვწევარ, დავიძინე,დამესიზმრა,გავიღვიძე. თუმცა ცოტა ადრე მომიხდა გაღვიძება, მზე არსად ჩანდა,  ათი საათისთვის მაინც კმაყოფილი ვიყავი, ვიგრძენი რა რომ გათენების პროცესის ხილვა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სინათლეში გაღვიძება.. ეს კი ვიგრძენი,მაგრამ შემდეგ პეპლები გამახსენდნენ,ალბათ ისინიც ელიან დილას..

3 thoughts on “წმინდა ბურგერი

  1. ამიტაცა, გამიტაცა, გამამხიარულა და საქართველოს ყოფითი დასტა პრობლემანი გამახსენა კიდო ერთხელ :დ მომეწონა კარგია ^_^

    Like

  2. “კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, თბილისის „უენდი“ ერთადერთია მსოფლიოში(პოსტ–საბჭოთა სივრცეზე თავს ვერ დავდებ),რომელიც აკურთხეს. ჰო,მეგობრებო,ჰო, აკურთხეს. აიაზმა აპკურეს”.
    მივესალმები განსხვავებულობას… გასაგებია რატომ წმინდა ბურგერი… 🙂 საინტერესოა…

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s