BORANI-ს ამბავი

2ავტორი: მაია გუმბერიძე

ბორანი სხვადასხვა ნაპირს აკავშირებს, ეს „ბორანი“ იმ ბორნის მსგავსად სხვადასხვა ადამიანების კონტაქტს უწყობს ხელს. საქველმოქმედო ორგანიზაციაა, სხვებისგან განსხვავებული სქემით.

„ბორანი“  2012 წელს, „კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ჩამოაყალიბა. ლევან ღამბაშიძე ერთერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ იდეა მთავრობის მიერ ვაუჩერების დარიგების შემდეგ დაიბადა.

„ვაუჩერების დარიგების შემდეგ, ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ისეთი, ვინც ამ დახმარებაზე უარი თქვა. ანუ მათ შეიძლებოდა ჰქონოდათ 30 ლარი, რომელსაც სხვის დასახმარებლად გაიღებდნენ,“ – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მებორნეების მიზანი იყო, შეექმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებდნენ დახმარებოდნენ მათ, ვინც ამ დახმარებას საჭიროებდა.

პრინციპი, რომლითაც ბორანი მუშაობს, მარტივია: ორგანიზაციას უკავშირდება  ადამიანი (ან პირიქით), ვისაც დამხარება სჭირდება და  სთხოვს კონკრეტულ საჭიროებას, მაგალითად, ტექნიკას ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთს. შემდეგ პროექტი თავსდება საიტზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნებისმიერი თანხის გადარიცხვა.  თითოეული პროექტის ლიმიტი 500დან 1000 ლარამდე მერყეობს.

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ ორგანიზაციის ხარჯზე 77დაფინანსებული პროექტი და 40700 ლარამდე შეგროვებული თანხაა. ფონდი უზრუნველყოფს თითოეულ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტაციის, აუდიო და ფოტო მასალის)  საიტზე გამოქვეყნებას. ასევე ფონდი მუდმივად ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ, რომელიც საზოგადოების აქტიური წევრებისგან შედება. ლევან ღამბაშიძის თქმით, ნებისმიერი ინფორმაცია ფონდის შესახებ საჯაროა. სწორედ ეს საჯაროობა განაპირობებს ნდობას ორგანიზაციის მიმართ.

 „ყველამ ვიცით   ხიდჩატეხილობის ცნობილი მეტაფორა, რომ არსებობს ორი ნაპირი. ეს რეალურად ასეც არის. არსებობს ძალიან განსხვავებული ფენები ერთმანეთისგან ახლო დისტანციაზე. ბორანი არის ისეთი გემი, რომელიც ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. მას მებორნე მართავს. ჩვენს შემთხვევაში თითოეული მოქალაქე მებორნეა და მონაწილეობას იღებს ორი ნაპირის დაკავშირებაში,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციას შვიდასზე მეტი ადამიანი შეუერთდა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s