ქართული სამოქალაქო საზოგადოება

Hands upავტორი: ნუცა დევიძე

რა არის სამოქალაქო საზოგადოება? როგორი იყო ის საბჭოთა კავშირის დროს და როგორია დღეს,  21-ე საუკუნეში? ვინ უნდა იაქტიუროს, რომ სამოქალაქო საზოგადოება შედგეს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ შეკრებილი სტუდენტები ლევან ღამბაშიძესთან ერთად შევეცადეთ.

საუბარი საბჭოთა პერიოდის სამოქალაქო საზოგადოებით დავიწყეთ. ისიც აღვნიშნეთ, რომ ქართველები ხშირად სხვას ვანდობთ საკუთარი ცხოვრების წარმართვის უფლებას. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ის იდეოლოგიები სახელდება, რომლებიც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა. საქართველოში არსებული საბჭოთა ტოტალური რეჟიმი ადამიანს დამოუკიდებელი ინიციატივის გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა. შესაბამისად, საზოგადოება ნაკლებ პასუხისმგებელი იყო სამოქალაქო პროცესებზე. მართალია, იმ დროსაც არსებობდა ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თუმცა ისინი ელემენტარულ  სამოქალაქო ორგანიზაციათა  კრიტერიუმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდნენ, როგორიცაა ნებაყოფლობითობა და სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა.

სამოქალაქო საზოგადოება კი სწორედ მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით შექმნილი და კანონის საფუძველზე მართული ადამიანთა ერთობაა, რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ, როგორც საზოგადოებაზე, ისე ხელისუფლებაზე. სამოქალაქო საზოგადოების არსებობა იმდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის, რომ შესაძლოა ის ქვეყნის დემოკრატიულობის წინა პირობადაც კი მივიჩნიოთ. მისი ჩასახვა, ფორმირება და სრულყოფა თავად სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ხარისხს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს და მის მიმდინარეობას უკავშირდება.

NGO-ების არსებობამაც ვერ შეძლო ქართული სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვნად ჩამოყალიბება. ამის არაერთი მიზეზი არსებობს, თუმცა როგორც ლევან ღამბაშიძე ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვნად არასამთავრობო სექტორის საზოგადოებასთან კომუნიკაციის დაბალი დონე  და ინფორმაციის ნაკლებობა სახელდება.

“თითოეულმა მოქალაქემ თავისი შესაძლებლობების მიხედვით საკუთარი მისწრაფება იქითკენ უნდა მიმართოს, რომ გარკვეული ძალაუფლება ჰქონდეს საკუთარ სახელმწიფოზე” (არისტოტელე)

სამოქალაქო საზოგადოებად რომ შევდეგეთ, ინიციატივა თავად ხალხისგან უნდა მოდიოდეს. როგორც ლექციის მიმდინარეობისას ლევანმა აღნიშნა, ქართველ ერს გულაღტკინებული ახალგაზრდები აკლია, რომლებიც იმედით უყურებენ მომავალს და არ აშინებთ იმედგაცრუება. იმისათვის, რომ მოსახლეობამ მეტად გაითავისოს და აღიაროს ახალი ნორმები და ფასეულობები, უნდა მოხდეს თაობების დაინტერესება. ბოლო პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება ტრანსფორმაციას განიცდის. ბევრი საკითხი გახდა ხალხის განსახილველი, რაც  მისი აზრით, აუცილებლად  მოიტანს სამოქალაქო აქტივობის სივრცის გაფართოებას და ახალი ინიციატივების შესაძლებლობას..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s