90-იანი წლების საქართველო

გურამ შავდია

გურამ შავდია

ავტორი: ნინო ჯაფარიძე

90-იანები მახსოვს. იმავე ფერებში, როგორც ყველას, შავი და ნაცრისფერი რომ დომინირებდა, იმ დროზე ვამბობ. პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ფერი მახსოვს. 3 ოქტომბერს გამოფენა გააკეთეს “90-იანი წლების საქართველო”. ვიდრე მივიდოდი იმ დროზე ვფიქრობდი, მონაყოლით რომ ვიცი ძირითადად გადამწვარი შენობები და პურის რიგები. დამწვარი საბურავის სუნი მე თვითონ მახსოვს, უშუქობა მთელ ჩემს ბავშვობას ფონად გასდევდა, კიდევ ადამიანები არაფრისმთქმელი და ამავე დროს ყველაფრისმთქმელი თვალებით, პირქუში სახეებით.

ამ ფიქრებით “90-იანი წლების საქართველოს” სანახავად მივედი, ადგილმდებარეობაც სიმბოლური იყო გაზეთი „კომუნისტის“ ყოფილი რედაქციის შენობა. შესვლისთანავე სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი, თეთრი კედლები, მისტიური განათება, ჯერ კიდევ შეუცნობელი სივრცის შიში, მუსიკა, რომელიც მიღებულ ემოციას კიდევ უფრო აღრმავებდა და ამძაფრებდა. ფოტოებმა წარსული გააღვიძეს, ირგვლის სიძველის სუნი ტრიალებდა. ცოტა ხნით ბავშვობაში დავბრუნდი.

თითქოს საქართველოს უახლეს წარსულში დავბრუნდი, თუმცა ამჯერად უკვე დიდი ვიყავი, ისევ იმ ბნელ ქუჩებში დავდიოდი, როგორც უხილავი არსება, ვაკვირდებოდი ადამიანებს, მათ ურთიერთობებს, სხვანაირი სითბო ვიგრძენი თანადგომის და ურთიერთგაგების.

ერთი შეხედვით მარტივად შექმნილ  ნამუშევრებში  ჩადებული იყო უამრავი ემოცია, რომლებიც ჩემში ურთიერთსაპირისპირო გრძნობებს იწვევდა. დავინახე ცინიზმი, სევდა, ტრაგედია, ტკივილი და ამ სიშავის ფონზე რაღაც იმედის მომცემი გრძნობა.  ამ გამოფენაზე მომუშავე თითოეული ადამიანი აჩვენებმდა იმას, რისი გადმოცემაც ხანდახან სიტყვით შეუძლებელია. შინაგანი პროტესტი იმ დროისადმი. კრიტიკული აზროვნებით, ცივი გონებით თუ იუმორით დანახული „ჩაკარგული“ თუ დაკარგული თაობის ცხოვრება.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s