“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი ჩაჩავამ 8–ის ნახევარზე მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე კენჭისყრის პროცედურა დადებითად შეაფასა და უწოდა მას “უპრეცენდენტოდ მშვიდი და მაღალპროფესიონალურად ორგანიზებული”.
მან ხაზი გაუსვა, რომ მართალია, იყო პროცედურული დარღვევები, მაგრამ ისინი იყო მცირე და ადამიანური ფაქტორებით განპირობებული. ჩაჩავა მიიჩნევს, რომ ეს დარღვევები სისტემური ხასიათის არ ყოფილა და სწორედ ამიტომ ცესკოს წარმატებული არჩევნების ჩატარებას ულოცავს.
მან ასევე აღნიშნა ცესკოსა და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების მუშაობა და აღნიშნა, რომ “ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად ეფექტურად მოეხდინა რეაგირება დდარღვევებზე და არ გადაედოთ, ძალიან პოზიტიურად შეფასების ღირსია”.
ეკა ჩაჩავა იმედოვნებს, რომ 8 საათამდე ყველაფერი ასე მშვიდობიანად გაგრძელდება და ხმების დათვლაც დარღვევების გარეშე ჩაივლის.
.