12 საათისთვის აქტივობა 17,15%–ია

ეკა არაზაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 12 საათისთვის 606 710 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, რაც 17,15 % შეადგენს. რაც შეეხება საზღვარგარეთ, კონკრეტულად ათენში, ყველაზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები, არ ფიქსირდება არსებითი ხარვეზები. პროცედურული ხარვეზები დაფიქსირდა სხვადასხვა უბნებზე, თუმცა ამ დროისთვის ყველა ხარვეზი გამოსწორებულია. კრწანისის ერთ-ერთ ოლქში შესვლის მცდელობა იყო არაუფლებამოსილი პირებისგან. ასევე კრწანისის მეთორმეტე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მხრიდან დარღვევა, რომელსაც პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. ხარვეზები დაფიქსირდა ახალციხეში და საბურთალოს 63 უბანზე.ასევე ისაუბრა მარტვილში მაჟორიტარის მხრიდან თანხის დარიგების შესახებ, მისი განცხადებით უკვე დაწყებულია ამ ფაქტის შესწავლა.

12 საათის მონაცემებითაც დიდი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმისა (29%) და გურიის (24,2%) ოლქებზე. ეკა აზარაშვილმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის კომენტარზე, რომელიც საარჩევნო ოლქიდან გამოსვლისას განაცხადა, მან განაცხადა – „არჩევნების დღეს აგიტაცია არ იკრძალება, აგიტაცია იკრძალება კენჭის ყრის შენობაში და ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამების გაშვება ტელევიზიასა თუ რადიოში, ასე რომ, ეს კონკრეტული შემთხვევა ჩაითვლება თუ არა უფასო პოლიტიკურ რეკლამად, ამის თაობაზე უნდამიმართოთ კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას“.

შემდეგი ბრიფინგი ჩატარდება 15 საათსა და 30 წუთზე..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s