ცესკოს უახლესი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 32%–მდე აიწია

P000-394-255-278-13046

ცესკოს სპიკერის, ეკა არაზაშვილის განცხადებით ინფორმაციის მიხედვით, სამი საათისთვის საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 1 მილიონ 133 753 ათასმა  ადამიანმა, რაც 32,05 % შეადგენს. განსაკუთრებული აქტივობა ფიქსირდება რაჭა–ლეჩხუმის (46.7%) , გურიისა (39.9%) და მცხეთა-მთიანეთში (34.3%). მისი განცხადებით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

სპიკერმა განაცხადა მნიშვნელოვანი დარღვევის შესახებ დმანისის 43 უბანზე, სადაც უკვე მუშაობენ ცესკოს წარმომადგენლები და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გვაცნობებენ ზუსტ ინფორმაციას.

მან ასევე, ისაუბრა მნიშვნელოვან დარღვევაზე, რომელიც ყვარლის 14–ე ოლქში (სოფელი ჭიკაანი) დაფიქსირდა, სადაც ჟურნალისტი სამაგიდო სიებს იღებდა, რასაც კომისიის წევრებიდან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა და ჟურნალისტს ოლქის შენობა დაატოვებინეს. მისი ინფორმაციით ადგილზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.

ეკა არაზაშვილმა ისაუბრა მეორე ტურის ჩატარების შემთხვევებზე, სადაც განმარტა, რომ მეორე ტური არაა დამოკიდებული აქტივობაზე. იმშემთხვევაში თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააფიქსირა 50% +1, ამ შემთხვევაში დაინიშნება მეორე ტური საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის.

სპიკერი  შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე  მიმდინარე მოვლენებსაც. მან განმარტა, რომ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარადგინონ პირადობის მოწმობა და დევნილის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი, ამ შემთხვევაში ისინი შეუფერხებლად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

ეკა არაზაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ აცნობონ სხვადასხვა უბნებზე მიმდინარე დარღვევების შემთხვევების სესახებ. შემდეგი ბრიფინგი კი 6 საათისთვის იგეგმება..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s