საიამ საარჩევნო პროცედურის დარღვევების გამო 26 საჩივარი დაწერა

საია

„როგორც წინა პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, გვინდა განვაცხადოთ, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და რაიმე მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რაც რაღა თქმა უნდა, მისასალმებელია.“ – განაცხადა ‘ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში 6 საათზე გამართულ ბრიფინგზე.

მან ქვეყნის მასშტაბით ახლადდაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც „საია“–ს თავჯდომარემ აღნიშნა, თერჯოლის ოლქის 25–ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორს წინასწარ ჰქონდა 5 ბიულეტენი გამზადებული და ბეჭდით დამოწმებული – „მართალია, იქ მითითებული არ იყო, ხმა ვისთვის უნდა მიეცათ და კანდიდატი შემოხაზული არ იყო, მაგრამ ეს მაინც წარმოადგენს დარღვევას,“ – განაცხადა საიას კოჟორიძემ და დაამატა, რომ მათი დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავჯდომარემ ეს დარღვევა აღმოფხვრა.

ასევე, საგარეჯოს ოლქის 46–ე უბანზე ამომრჩეველი ხმის მისაცემად „ქართული ოცნების“ მაისურით მივიდა, რაც აგიტაციად ითვლება. საიას დამკვირვებლის მოთხოვნით, კომისიის თავჯდომარემ ამ მოქალაქეს საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

ამ დროისთვის, „საია“–ს დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესის დარღვევების გამო დაწერეს 26 საჩივარი და დაახლოებით 45 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნაკში. კახა კოჟორიძის განცხადებით, ისინი დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე, 9 საათზე ჟურნალისტებს აცნობებენ, თუ რამდენი საჩივარი დაწერეს მათმა დამკვირვებლებმა, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო შედეგი, რადგან საჩივრები უშუალოდ კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგაც შეიძლება დაიწეროს. 
.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s