ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო” სამხრეთ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებს აფასებს

mraval

ორგანიზაცია “მრავალეროვანმა საქართველომ”, რომელიც არჩევნებს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში აკვირდება, ამ რეგიონებში 16 საათისათვის არსებულ მოვლენებზე პრესკონფერენცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში ორგანიზაციის საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში საარჩევნო პროცედურის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

ალექსანდრა კალატოზიშვილის განცხადებით, დაფიქსირდა უბნის არასათანადოდ მოწყობის ორი შემთხვევა( მარნეულის #83, ნინოწმინდის #25). ასევე, უბნის მოუმზადებლობის გამო კენჭისყრის პროცედურა დაგვიანებით დაიწყო ორ უბანზე(ახალქალაქის #24 და მარნეულის #25).

მარნეულის 55–ე უბანზე წილის ყრის შედეგად გამოვლინდა ყუთის გადამტანი კომისიის მხოლოდ ერთი წევრი ორის ნაცვლად. “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებლის მითითებით წილის ყრა თავიდან ჩატარდა და დარღვევა გამოსწორდა.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დღის განმავლობაში დაწერეს 8 საჩივარი და აქედან 3 დაკმაყოფილებულ იქნა. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში მათი მხრიდან კიდევ ორი საჩივარია წარდგენილი.  ალექსანდრა კალატოზიშვილის განცხადებით, ამ მომენტისთვის არ დაუფიქსირებიათ არცერთი შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლებმა ენობრივი ბარიერის გამო ვერ შეძლეს ხმის მიცემა. 

“მრავალეროვანი საქართველო”  დარღვევებთან დაკავშირებით კონკრეტულ ტენდეციებზე მოგვიანებით, 10 საათზე დანიშნულ შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრებს..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s