“საზოგადოებრივი დამცველი” შიდა ქართლში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

IMG_1237

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივმა დამცველმა“ ჟურნალისტებს შიდა ქართლში მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე მედიაცენტრში 7–ის ნახევარზე გამართულ ბრიფინგზე აცნობა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები დარღვევებს ძირითადად საარჩევნო კოდექსის უცოდინარობით ხსნიან და მაგალითად მოიყვანეს შემთხვევა, როდესაც საარჩევნო კომისიის წევრებმა არ იცოდნენ, რომელი ბეჭედი სად უნდა გამოეყენებინათ. ასევე, მათ აღნიშნეს ერთი ფაქტიც, როდესაც სოფელ მერეთში გამოიყენეს წინა არჩევნების დროინდელი გადასატანი ყუთი ძველი ლუქის ნომრით.
ასევე, ორგანიზაციის წევრებმა დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ საარჩევნო ოლქებში მიმდინარე კენჭისყრის პროცედურებზე ისაუბრეს და პარალელები გაავლეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან. „საზოგადოებრივი დამცველის“ საარჩევნო ექსპერტის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, ეს ორი არჩევნები ამ ოქლებში „როგორც ცა და დედამიწა“ ისე განსხვავდება: “წინა არჩევნებზე პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ფაქტობრივად აიძულებდნენ მოქალაქეებს ხმა მიეცათ ნაციონალური მოძრაობისთვის. ასეთი ფაქტები ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s