“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”პროცედურული დარღვევების სიმრავლეზე საუბრობს

12 საათზე “ცესკოს” მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათმა დამკვირვებლებმა 22 საჩივარი დაწერეს. “თუკი შევადარებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ამ ეტაპზე უფრო მეტი პროცედურული დარღვევაა დაფქსირებული,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.

1370164895_sg

დარღვევები დაფიქსირდა სხვადასხვა საარჩევნო ოლქში და მათ ძირითადად პროცედურული ხასიათი ჰქონდათ. “საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის საარჩევნო ოლქის 26-~ე უბანზე ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს არ უშვებდნენ უბანზე” – აცხადებს ეკა გიგაური. ასევე, მისი თქმით, თერჯოლის საარჩევნო ოლქის 11–ე უბანზე კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რაც მის მიერ აგიტაციის გაწევად უნდა იქნებს მიჩნეული. ხოლო მარნეულის 59-ე და ჭიათურის 32-ე ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას.

ეკა გიგაურმა ხაზი გაუსვა, რომ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების მსგავსად მეორდება ზოგიერთ უბანზე ბიულეტენების ნაკლებობის პრობლემა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ 22 სერიოზულ დარღვევასთან ერთად მათ 20 ნაკლებადმნიშვნელოვანი დარღვევაც დააფიქსირეს, 
.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s