”მეათე სართულის” კარლო კაჭარავა

კარლო კაჭარავა

ავტორი: ქეთი ებიტაშვილი

1986 წელი. ქვეყანაში ”პერესტროიკა” იწყება. ხალხი დაბნეულია. ყველა ოჯახში ”გედების ტბის” მელოდია ისმის. ტრიალებენ და ტრიალებენ გედები.

ამ დროს სამხატვრო აკადემიის მეათე სართულზე ახალგაზრდა მხატვრები იკრიბებიან. ისინი თავის რეალობას ქმნიან – მართავენ გამოფენებს უცნაურ ადგილებში, აწყობენ კოსტიუმირებულ აქციებს.

სამხატვრო აკადემიის ”მეათე სართულის” ჯგუფის მთავარი ინსპირატორი ახალგაზრდა მხატვარი და პოეტი, კარლო კაჭარავა იყო.

კაჭარავამ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 1981 წელს ჩააბარა, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. იქ გაიცნო ახალგაზრდა მხატვრები – ოლეგ ტიმჩენკო, გია ბუღაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნიკო ცეცხლაძე. კარლო მათ ”დაგვიანებით, წვალებით ნაშობ ”ვუდსტოკის თაობას” უწოდებდა.

”ვუდსტოკის თაობა” პატარ-პატარა სივრცეებს ქმნიდა ხელოვნების მოყვარულთათვის, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, საუბრობდნენ სიახლეებზე. ჯგუფის მთავარი მთხრობელი კარლო კაჭარავა იყო, რომელიც კარგად ერკვეოდა გერმანულ კულტურაში, ლიტერეტურაში და ძალიან უყვარდა რაინერ ვერნერ ფასბინდერის შემოქმედება.

კარლოს შემოქმედებაში – მხატრვობაში, პოეზიაში, კრიტიკულ წერილებში, კარგად აისახა იმ დროინდელი საქართველოს სოციალური, საზოგადოებრივი მდგომარეობა, პრობლემები, რომელთაც დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალურობა.

მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, აქ ერთმანეთის გვერდით არსებობენ რეალური, ლიტერეტურული, კინოს პერსონაჟები. დოკუმენტურადაა ასახული 1990იანი წლების რეალობა – ლამფა, ლამპიონები, მრავალსართულიანი კორპუსები…

კარლო პატივს სცემდა ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, მაგრამ არ მოსწონდა ჩამოყალიბებული დოგმები:

”ერი-მამული! ერი – მამული! – როდის დამთავრდება ჩემნაირი წვერიანების ისტერიკა”.

”… წარმოდგენები მორალზე (ლოზუნგისებურად განზოგადებული, დამახინჯებით კონსერვირებული ქრისტიანული მორალი, რომელიც მხოლოდ აკრძალვათა სიად იქცა მას შემდეგ, რაც იქიდან გამოაძევეს ინდივიდი და პიროვნების ცნობიერება),

პატრიოტიზმი( მითი ოდინდელ ჩვენს განსაკუთრებულობაზე, რომლის იერი, თურმე, ახლაც გვამჩნევია) და ზოგადად მისიაზე ”საზოგადოების” თითოეული წევრისა. აქ უმთავრესია ”კაცურკაცურობის” იმიჯი, რომელიც მატერიალური კეთილდღეობის მიღწევით და ზოგადად ქველმოქმედებით, მისი აფიშირებით მიიღწევა”.

”რეალობასთან ვერშეგუებული, პარალიზებული ერის თავდაცვითი ფუნქცია თავდაცვითი რეაქციაა, უჩვეულო ეგზალტაცია და ამის გამო რეალობას მოწყვეტილი ”ღირებულებების” შექმნაა. შექმნა ”ქართული(ქართველობის) მითისა”, ე.ი. სავსებით განსაკუთრებული ცხოვრების წესისა, რომლის პროფანაციაც საკმაოზე იოლი აღმოჩნდა”.

…შევარდნაძის ჩამოსვლას ირონიით შეხვდა: ”ჰელფ მი, შევარდნაძე შევარდნაძე, ჰელფ მი!”

”ვცხოვრობ ზიზღითა და სიყვარულით სავსე ქვეყანაში, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩემი სამშობლო ჰქვია”…

კარლო კაჭარავას ნახატზე მუშაობისას თავში ანევრიზმა გაუსკდა და  ოპერაციის მიუხედავად, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა.

”ნუ იტყვით, რომ ყველაფერი აბსურდია!

ყველაფერი ის, რისიც გვჯეროდა, არსებობს.

უბრალოდ – სიმართლე არ არის ისე იაფი,

როგორც ზოგჯერ ჩანს”.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s