შეცვლილი რეალობა -„თაობა 1989“

1989ავტორი – ლიზა მეტრეველი

1989 წელი არა მარტო საქართველოსთვის იყო დიდი ძვრებისა და დემონსტრაციების წელი იმავე პერიოდში ჩინეთში, პეკინში, გამართული აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვდნენ და აპროტესტებდნენ კორუფციას ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია ტანკებისა და სამხედრო ძალის გამოყენებით….

ამავე წელს პოლონეთში ნეხევრად თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება ლეხ ვალენსამ მოიპოვა და მის მთავრობაში საკმაოდ აქტიურად შევიდნენ 1989 წლის ახალგაზრდები… ერთი წლის შემდეგ ლეხ ვალენსა ერთპიროვნულად გახდა პოლონეთის პრეზიდენტი.

1989 წელს დაინგრა ბერლინის კედელი და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში დაემხო საბჭოთა რეჟიმი. ამ გარდატეხებში ყველაზე დიდი წვლილი ახალგაზრდობას, სტუდენტებს მიუძღვის. სოციოლოგთა გარკვეულმა ნაწილმა ამ პერიოდს სწორედ 1989 წლის თაობა უწოდა დემონსტრაციების თაობა, რომელიც კლიშეებსა და ცენზურას ანგრევდა. სწორედ ამ თაობამ საკუთარ თავზე იწვნია ყოველგვარი უბედურება ომი, შიმშილი, კატორღა.

საქართველოში თაობა 1989 -ს საბჭოთა კავშირი, პერესტროიკა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ერგო.

საქართველოში ამ თაობამ გალიეს ახალგაზრდობა დემონსტრაციებში გაიარა.

1989იანებზე 11 ნოემბერს ბევრი ისაუბრეს იმ თაობის წარმომადგენლებმა კინომცოდნე გოგი გვახარიამ, ფილოლოგმა ფიქრია ჩიხრაძემ და ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა

1989-ის თაობა, ცენზურას ებრძოდა. სტუდენტური მოძრაობა ერთიანი ეროვნული მოძრაობის ნაწილად იქცა. უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი რამდენიმე სტუდენტის ნიძლავი „საქართველო 15წლის მერე იქნება დამოუკიდებელი“. უფრო ადრე სრულდება. და ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსს იღებს.

სწორია თუ არა ამ ეპოქის ჰეროიკიზაცია? -ალბათ არა, მაგრამ არც უგულებელყოფა იქნება სწორი… ახალგაზრდები რეაგირებდნენ ყოველგვარ ცვლილებებზე და მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. …. უნივერსიტეტის კედლებში ქვეყნის ბედით შეპყრობილი სტუდენტობა ბინადრობდა.

დღეს თითქოს კომფრომისტებად ვიქეცით. კომფრომიზმის გარეშე დღევანდელ სოციუმს ვერც შეევეგუებით. ჩვენგან ამითაც განსხვავდებოდა „თაობა 1989“.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s