არაფერი პირადული

social.media_ავტორი: მარი ფარეშიშვილი

იმ დროს, როცა კომპიუტერი არ იყო, ქალები ცალკე დასხდებოდნენ ფინჯან ყავასთან ერთად, კაცები ცალკე- საუბრობდნენ ყველასა და ყველაფერზე, მოკლედ რომ ვთქვათ, ჭორაობდნენ. ახლა კი არც ფინჯანი ყავაა საჭირო და არც მეზობელთან სტუმრობა იმისათვის რომ მეგობრის, კურსელის, კლასელის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და თუნდაც შორეული ნათესავის შესახებ ახალ-ახალი ინფორმაცია გაიგო. ამისთვის მხოლოდ კომპიუტერთან დაჯდომა და სოციალურ ქსელში შესვლა გჭირდება.

ლიბცენტრში ნინო ნატროშვილთან ერთად სოციალური ქსელების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრეთ-ეს უკანასკნელი საკმაოდ ჰქონია. ახალი ტექნოლიგიები, პროგრესი კარგია, თუმცა როგორც ყველაფერს, მეორე მხარე ამასაც აღმოაჩნდა.

მე მარი ფარეშიშვილი ვარ, სოციალურ ქსელშიც ამ სახელით ვარ დარეგისტრირებული. 506-მა ადამიანმა იცის ჩემზე თითქმის ყველაფერი. მათ ყოველდღიურად ვუზიარებ იმ ინფორმაციას, რომელსაც ვეცნობი და მომწონს. მეც შესაბამისად, ვიცი მათი ცხოვრების ისეთი დეტალები, როგორიცა სად არის ან იყო, რას ჭამს, სად მუშაობს, რა ფრად შეიღება თმა, ვის რა შეხედულებები აქვს, შაბათ-კვირას ვის ქორწილში იყო და ა.შ. ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ facebook-ზე შევიდე და wall დავათვალიერო.

თითქმის სამი წელია რაც დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მიფიქრია იმ საჭმლისთვის გადამეღო სურათი, რომელიც წინ მიდევს, მადისაღმძვრელადაც გამოიყურება და ნაცვლად იმისა, რომ შიმშილის გრძნობა მომეკლა, ჯერ ჩემ გვერდზე ამეტვირთა. საჭიროდ არ მიმაჩნია ჩემ მეგობრებს იმით შევაწყინო თავი, თუ რის ”გადასანსვალას” ვაპირებ. ამ დეტალზე იმიტომ გავამახვილე ყურადრება ,რომ ჩემთვის ყველაზე მოსაბეზრებელი ასეთი სურათებით დახუნძლული ვოლია.

მე მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, რომელიც სულაც აღარაა პირადული. ისედაც არ არიან მეგობრები ჩემი პოსტებით განებივრებულები და შაბათის ლექციის მერე ვეჭვობ უფრო გაიშვიათდება. უფრო მეტად დავფიქრდები ღირს თუ არა ამა თუ ინფორმაციის გასაჯაროება. რამდენი სურათი თუ მიმოწერა წამიშლია და სულ ტყილად, თურმე არაფერიც არ ქრება,უბრალოდ თვალს ეფარება. რეალურად კი სამუდამოდ რჩება სოციალური ქსელების უდიდეს ”არქივში”.

ლექცია კი, ვფიქრობ, მნიშველოვანი რჩევით დასრულდა-„თუ ვინმე ქსელში სერიოზულ თემაზე დაგიწყებს საუბარს პირველი რაც უნდა უთხრა – მოდი, შევხვდეთ“. ამას აუცილებლად გამოვიყენებ.

ქსელში ჩემი ნებით გავეხვიე, შევავსე დასარეგისტრირებლად საჭირო მონაცემები და შევუერთდი მილიარდობით ადამიანს. არ წამიკითხავს პირობები რასაც მაშინვე I agree-ს დავაჭირე. ნინო ნატროშვილის ლექციის მერე კი, ვიცი, რომ ობობის მსხვერპლის მსგავსად ქსელს თავს სამუდამოდაც ვერ დავაღწევ და ნაკლებს მაინც ვიმოძრავებ, რათა უფრო მეტად არ ”გავიხლართო” ამ უდიდეს ვირტუალურ სფეროში..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s