ამბები ახალქალაქიდან

1479821_583171801749820_2072211965_nავტორი: ლიზა მეტრეველი

ყველაფერი 300 წლის წინ დაიწყო როდესაც გენერალმა პასკევიჩმა ერზრუმის ვალეათიდან ჩამოასახლა ეთნიკურად სომეხი ერი.

როგორც კი გაცდები ასპინძის მუნიციპალიტეტს და მიუახლოვდები ახალქალაქს, გრძნობ თითქოს გაცდი საქართველოს საზღვარს და სხვა სამყაროში აღმოჩნდი, მაგრამ არ დაიბნე აქაც საქართველოა!  თუ რუსული არ იცი, გზის გაკვლევა გაგიჭირდება… არც ის გაგიკვირდეს თუ უცნაურად შემოგხედავენ, ეს რეგიონი მოკლებულია სტუმრებს.

რეგიონში ბევრი პრობლემაა, დაწყებული ხალხთა შორის ურთერთობით, ენის ბარიერით ,დამთავრებული მძიმე სოციალური ფონითა და უმუშევრობით.

ეთნიკურად სომხების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ფლობს ქართულს, ისიც ძალიან მწირედ. ეს დიდ პრობლემებს უქმნით რომ დასაქმდნენ. განათლების სამინისტროს ინიციატივით ქართული ენის მასწავლებლები ჩავიდნენ და დაიწყეს ქართული ენის დამკვიდრება. რეფორმა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, დღეს უკვე დაწყებითი კლასის მოსწავლეები ქართულად მოგესალმებიან. უფრო ასაკოვანი თაობა კი ხშირად ხუმრობს „ჩვენ უფრო ვასწავლეთ ქართველ მასწავლებლებს სომხური ვიდრე მათ ქართულიო“.

აქაური ახალგაზრდები ძირითადად განათლებას ერევანში იღებენ, რა თქმა უნდა თუ ფინანსებმა ხელი შეუწყეს. საქართველოში სწავლის გაგრძელება უჭირთ, გამოცდებს ვერ აბარებენ, მაგრამ ბევრს არც ამის მსურველი აქვთ, რადგან ვაჭრობა უფრო მეტ შემოსავალს აძლევთ.

ახალქალაქში ჩამოსულმა არ შეიძლება გვედრი აუარო ცენტრალურ ბაზარს, სადაც უგემრიელესი სომხური გარგალი და სომხური ჩურჩხელები იყიდება, ან მთავარ სუპერმარკეტს „ჯავაკხს“ არ ესტუმრო, სადაც უგემრიელესი სომხური ნაყინებია. საზღვარი ახლოსაა და ძირითადი სურსათი სომხეთიდან შემოდის.

1424398_585084211558579_925420460_nსტუმრებს მასპინძლები აუცილებლად ტრადიციული მესხური კერძით – ბატის ხინკლით უმასპინძლდებიან, აუცილებლად გაასინჯავენ მესხურ ქადებსაც იქვე სუფრაზე უგემრიელეს „ფახლავასაც“ ნახავთ. მოკლედ გემრიელად დანაყრებულებს გამოგიშვებენ.

ესტუმრეთ ახალქალაქის კულტურის სახლს, შეიხედეთ დარბაზში – ორი განსხვავებული ერის წარმომადგენლები  ხელჩაკიდებულნი მესხურ ფერხულს ცეკვავენ და ეუფლებიან ქართულ ქორეოგრაფიას. ზოგი სომხურ ენაზე ითვლის, ნაბიჯი რომ არ აერიოს, ზოგი ეხმარება და ქართულად თვლას ასწავლის.

აქ ისევე უყვართ 26 მაისი, როგორც თბილისში და დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ 9მაისს.  ზოგი სომხურ ეკლესიაში ლოცულობს, ზოგი მართმადებლურში, აღნიშნავენ აღდგომას და ქრისტეშობას, დადიან სტუმრად და ულოცავენ ერთმანეთს.

უხარიათ წელიწადში ერთხელ ჩამოსული სტუმრები.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s