„პოლიტიკა და მედია“ – ლიბცენტრში წლის ბოლო საჯარო ლექცია გაიმართა

ნათია კაპანაძეავტორი: ნინო ზვიადაური

2013 წლის ბოლო შეხვედრა „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“  ნათია კაპანაძესთან გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი  საკონკურსო კომისიის წევრი იყო. შეხვედრის მთავარი თემა ,,მედია და პოლიტიკა” მომხსენებელს საშუალებას აძლევდა  ბევრ საინტერესო  მოვლენაზე გაემახვილებინა ყურადღება.

ნათია კაპანაძემ ის კონკრეტული ფაქტები შეახსენა აუდიტორიას, რომელიც ქართულ მედიაში პოლიტიკის დიდ წნეხზე მიუთითებდა. გაიხსენა შემთხვევები,როცა მიუხედავად შენიშვნსა და რეკომენდაციისა, მაუწყებლებმა შეცდომა არ გამოსწორეს და, პირიქით,  კიდევ  უფრო თვალშისაცემი გახდა. ამ ფაქტების მოხმობისა შემდეგ შემდეგ,   საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესსა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე გაგარძელდა.

ათია კაპანაძე, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, კანდიდატთა შესარჩევვი კომისიის ერთ-ერთი წევრია, შესაბამისად, მისგან წამოსულ ინფორმაციას აუდიტორიიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხსენებლის თქმით, ის ფაქტი, რომ   შესარჩევი კომისიის მიერ გადარჩეული 27 კანდიდატიდან, პარლამენტმა 3 დღის ვადაში, მეურვეობის 9 კანდიდატი უნდა შეარჩიოს, კანონში ცხადად არის გაწერილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, კი კანონში არსად წერია, რომ იმდენივე კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი, რამდენიც სუბიექტებს სურთ, ამიტომ მათ მხოლოდ ერთი კანდიდატი – ნათელა სახოკია წარადგინეს.

საბოლოოდ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრიანი ბორდის მხოლოდ სამი წევრი დაამტკიცა. კენჭისყრაზე სულ 6 კანდიდატი იყო წარდგენილი – 2 სახალხო დამცველის, 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს, 2 უმცირესობის და 1 უმრავლესობის მიერ შერჩეული

თინა ხიდაშელის თქმით,   10 დღის ვადაში იმ კანდიდატებს დაასახელებენ,  რომლებიც საბჭოს დასაკომპლექტებლად მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები კი იმ 27 კანდიდატიდან შეირჩევიან,  რომლებმაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი გაიარეს.

ნათია კაპანაძის თქმით, კანონი არანაირ მეორე ტურს არ სცნობს და უმრავლესობა ვალდებული იყო სამი კანდიდატი დაესახელებინა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში, პარლამენტი შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელ გზას იპოვნის და  ჯერ არ არჩეულ ,,ბორდს” საზოგადოებაში  წინასწარ ცუდ იმიჯს არ შეუქმნის..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s