ნაახალწლევი

new-year-night-tbilisiავტორი: მაგდა ბატიაშვილი

იანვარი წლის ყველაზე მძიმე თვეა, არადა მე თუ მკითხავთ, პირიქით უნდა იყოს. ამ თვის პირველი რიცხვები საერთოდ, ყველაზე მთვრალი, ცარიელი და გაბრუებულია, პრინციპში ჯიბეგამოფხეკილიც. ყველა თავმოყვარე დასახლებული პუნქტი, ისეთივე “ცარიელია”, როგორც ამერიკულ ვესტერნებში, მზითა და ქარით გახრიოკებული ქუჩა, მთავრი ანტაგონისტ-პროტაგონისტის ფინალური, საბრძოლო სცენის წინ.

ვესტერნი იქით იყოს და ახალ წელს სახლებში შეწყეტვა ყველაზე საინტერესოა.

ალკოჰოლის, საჭმლის და სიგარეტის, ერთმანეთში არეული სუნისგან დამძიმებულია ჰაერი. ოთახებიდან ნაბახუსევი ხალხის ხვნეშა ისმის. სახეახეულები დალასლასებენ და სანამ “გამოვლენ”,  ხელმეორედ ახერხებენ თავზე ყანწის ჩამოცმას. ასე გრძელდება დაუსრულებლად, სანამ ძგაფ… და სამსახურში ხარ გასასვლელი.

საახალწლო ღრეობისას პირველი რაც გვემართება ჯანმრთელობის შერყევაა

  • ოჯახიდან ოჯახში დავდივართ, გზაში გაციებას ვასწრებთ. მერე კაი ხანი ცხვირდაწითლებულები დავდივართ.
  • ისე ვთვრებით, რომ ორი კვირა აზრზე ვერ მოვდივართ. ცოტა გაახელ თვალს და  “ძველი ახალი წელი” (wtf) და ამბავი კარს მოგდგომია და ისევ იგეივე.
  • დიდი ხანი “თავს ვინახავთ” საახალწლოდ, დიეტებით, ვარჯიშით სპეციალური ტანსაცმლით. მერე დამშეულები შემწვარ გოჭს და ინდაურს ისე დავაცხრებით, ორმაგად ვიმატებთ წონაში.
  • თუ ჩვენი ტრადიციული გაგებით დიასახლისად მოიხსენიები, აი მანდ გაქვს დარხეული სერიოზულად.

იმიტომ რომ  საახალწლო პროდუქტების მოსამარაგებლად უმეტესად შენ გადიხარ. არ აქვს მნიშვნელობა, ბაზარში, ბინის უკან-მეზობლის კოკროჭინა მაღაზაში, სუპერ თუ საერთოდაც ჰიპერ მარკეტში. (ისე, თუ გაგიმართლა შვილი ან ქმარი გაგეგზავნება, და პურის უსაშველოდ გრძელ რიგში ჩაგდება. აქ იყიდის 15-20 ან სულაც 30 პურს, თითქოს ქვეყნის დასასრული მოგვიახლოვდა და წინასწარ იმდენი პროდუქტი  უნდა მოიმარაგო, რამდენსაც ოჯახის ფინანსები და სახლის სათავსოები გასწვდება.)

საახალწლოდ ისეთი მაგარი სუფრა უნდა გაშალო,  შემდეგ ახალწლამდე შენს გაკეთებულ საცივ-გოზინაყზე ლაპარაკობდნენ. თან ისეთი პურ-მარილია საჭირო, მავან და მავან მეზობელს „თვალები დაუფსო“ .

კინაღამ გამომრჩა, მერე მთვრალი სასტავი ზედ გეკონწიალება ოჯახის დიასხლისების სადღეგრძელოზე. ბომბდაცემული  სახლის და განსაკუთრებით სუფრის ალაგება-დალაგება შენ გიწევს.

რა შუაშია ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან? ამ ყველაფერს ეწირება თქვენი ნერვები, განწყობა, და საბოლოოდ ჯანმრთელობა.

ქართული სუფრამეორე რაც ახალ წელს გემართება ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა გაქვს – აი, ისეთი ერთი – ორი თვე ხეირიანად რომ ვერ ითქვამ სულს

კოლოსალური რაოდენობით ნაყიდი ხორაგი და პროდუქტის გაორმაგებული ფასები  ჯიბეს მაინცდამაინც არ ესალბუნება. თან 31-ში (დეკემბერს ვგულისხმობ), საღამოს 10 საათამდე ტექნიკის რომელიმე ფოე-ფოე მაღაზიაშიც აუცილებლად უნდა მოვასწროთ მისვლა განვადების გასაკეთებლად.  30-31-ში როგორც წესი ვშიმშილობთ, საჭმელებს პირველის დასადგომად და მომდევნო დღეებისთვის ვინახავთ „ვინმე რომ შემოვიდეს“.

შენს ბიუჯეტთან ერთად გარემოს დედას  ***ავ ბოლომდე.

არა ისედაც ხო მაგარდ გვკიდია ჩვენი ბინის ზღურბლს მიღმა რა ხდება და  ახლა საერთოდ. ფოიერვერკი კარგია, ლამაზი, სასიხარულო… მაგრამ იქნებ ცარიელი შეკვრა აივნიდან პირდაპირ ეზოში არ გადაგვეგდო. თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი რომელიც გვიყურებს, ჩვენნაირი “თითით საჩვენებელი” მოქალაქე არ გაიზარდოს. აუცილებელია ბუნებრივი ნაძვის ხე გვედგას  სასტუმრო ოთახში?
ვფიქრობთ, რამდენი დრო სჭირდება, 150 სანტიმეტრის რომ გაიზარდოს?! ჰო, აი ზუსტად იმ ნაძვს, სასტუმრო ოთახში რომ დგას და სამ კვირაში სანაგვეზე რომ მოვისვრით.

მთავარია, რომ სუფრასთან, ბევრჯერ ვახსენებთ “სამშობლოს მინდორ-ველებს” და ეჰ, ცვრიან ბალახზე ხშირად ვერ ვახერხებ ფეხშშველი სიარულსო, დავიჩვლებთ-ხოლმე.

მაგრამ

16 იანვარს, საგამოს 10 საათისთვის, რუსთაველზე რომ გაივლი  და ერთის მხრივ “სახალხო” ნაძვის ხის გარშემო მდგომ გაყინულ გამყიდველებს და მათ დახლებს, მეორეს მხრივ კი უკვე კანტიკუნტან მოსიარულე მშობლებს ბავშვებთან ერთად დაინახავ.

ზუსტად ცენტრში ნაძვს ხის ქვეშ, ხედავ ”თოვლის პაპას”, რომელსაც თეთრი,  ძალიან ძველი,  ამერიკული სპორტული ფირმის სავარაუდოდ პატენტი, ბოტასები აცვია, რომლებიც აქა-იქ სულ გადაქერცლილი და გაშავებულია. თეთრი სპორტული შარველი (ისიც გვარიანად შელახული), თეთრი ყაბალახი და ნაბადი (ისიც თეთრი) ადგილზეა. ადგილზე ვერ არის წვერ-ულვაში. თეთრი, თოვლისპაპისეული წვერ-ულვაში გვერდზე აქვს მოქცეული, ისიც გაყინულ ხელებს იფშვნეტს და გარშემო იყურება.

აი აქ კარგავს მნიშვნელობას, ის თუ ვინ რამდენით მეტი ხორაგი დაყარა სუფრაზე, ვინ რამდენი მაშხალა გაისროლა (და მერე დაცარიელებული კოლოფები ეზოში გადაყარა ), ვინ როგორი ნაძვის ხე იყიდა, ვის სუფრას რამდენი ცხოველი შეეწირა.

აქ ყველაზე კარგად გრძნობ ახალი წლის უაზრობა. ახალი წლის მარტოობა. ჰო ზუსტადაც მასე. დიდი ღრეობის შემდეგ, ხომ მაინც გიწევს დარჩე მარტო, თუნდაც საკუთარ ნაბხუსევთან, საკუთარ დაცარიელებულ ჯიბესთან, ოჯახთან, ან საახალწლოდ ნაყიდ 42 დიუმიან ტელევიზორთან ერთად. ან სულაც იდგე ძველ ამერიკულ სპორტულებში თავზე ყაბალახი გეფაროს და ელოდე ბავშვს, რომელსაც მხოლოდ სამსახურეორივი მოვალეობის მოხდის მიზნით გაუცინებ.

მძიმე თვეა იანვარი, ორმაგად დაბინძურებული ჰაერით და ეზოებით, მოსუქებული ხალხით, ამოცარიელებული ჯიბეებით, სხვადასხვა უაზრო შენაძენით, მოთამაშე წნევებით და ქუჩაში მდგომი წვერმოქცეული თოვლის პაპებით..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s