ლიბცენტრი იწყებს სტუდენტთა მიღებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან არსებული „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ აცხადებს სტუდენტთა მიღებას.

შერჩეული სტუდენტები ექვსი თვის განმავლობაში მოისმენენ საჯარო ლექციებს ადამიანის უფლებებთან, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, მოიძიებენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე და არგუმენტირებულად დაასაბუთბენ საკუთარ პოზიციას, გარდა ამისა მოამზადებენ ტოქ შოუ LibTime-ს და შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს, რაც განთავსდება ცენტრის ბლოგზე http://liberalizmi.wordpress.com/.

კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი.

მსურველებმა  2014 წლის 15 თებერვლამდე  გამოაგზავნონ CV  და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე liberalismcenter@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პროექტის დასახელება.  სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

შერჩეულ აპლიკანტებთან გაიმართება გასაუბრება.

პროექტში მონაწილეობა უფასოა.

ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია, 2013 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტში მონაწილეობა უკვე მიიღო ორმოცმა სტუდენტმა, მათ მიერ შექმნილი მასალები იტვირთებოდა ბლოგზე, ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია, ასევე მომზადდა გადაცემა LibTime, რომელთა ნახვა შესაძლებელია ცენტრის YouTube Channel-ზე http://www.youtube.com/user/liberalismcentre.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი:   თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა 6/7

ტელეფონი:  298 22 51

BLOG: liberalizmi.wordpress.com

e_mail:  liberalismcenter@gmail.com

Youtube:      http://www.youtube.com/user/liberalismcentre

Facebook:     https://www.facebook.com/liberalism.center?bookmark_t=pagetwitter:       @Libcenter

.

One thought on “ლიბცენტრი იწყებს სტუდენტთა მიღებას

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s