ჭკვიანი მანქანები

1543353_258019154361883_174723006_n

ავტორი: ნინო ზვიადაური

უნივერსიტეტებში ინფორმატიკის ლექციებზე ხშირად ჰყვებიან გამოცანას თუ როგორ ეკითხება ერთი კაცი მეორეს მისი სამი გოგოს ასაკს. მამა პასუხობს:

– ჩემი გოგოების ასაკების ნამრავლი 36–ს უდრის.

– ვერ ვახერხებ, მათი ასაკების მიხვედრას, – პასუხობს პირველი.

– მათი ასაკების ჯამი არის რიცხვი, რომელიც ჩვენ წინ მდებარე სადარბაზოს კარებზე წერია.

– მაინც ვერ ვხვდები, რაღაც აკლია! – ეუბნება პირველი.

– უფროსი ქერაა.

– ააა, მაშინ უკვე გასაგებია თუ რა ხნისანი არიან შენი გოგოები.

შეუძლებელია დაიწეროს პროგრამა, ან შეიქმნას ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ამოცანას ამოხსნის, არადა ადამიანური (და არა მათემატიკური) ლოგიკით პასუხის მიღება მარტივად შეიძლება. ზემოთ დასმული შეკითხვა ფორუმის განხილვის თემად იქცა, სადაც ხელოვნურ ინტელექტზეც გამოთქვეს მოსაზრებები:

  • ,,მაგრად არ მევასებიან რობოტები, მხოლოდ იმისთვის შეიძლება ვიყიდო, რომ დავშალო და ქვეყანას ერთი რობოტი მოვაკლო.”
  • ,,ადამიანი ვერ შექმნის ისეთ “რობოტს”, რომელიც მასზე ჭკვიანი იქნება თავისი შესაძლებლობების მქონე ანალოგსაც კი ვერ შექმნის…
  • ,,ისადა სიყვარული თუ შეეძლებათ?”

შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ.. საიტის გამოყენებით  რობოტებისგან პასუხს წამებში მიიღებთ. ამ უნარს კი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისის ერთ-ერთი მიმართულება  Natural Language Processing ანუ ბუნებრივი ენის აღქმა უზრუნველყოფს. პროგრამას  ადამიანური ენით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად შეუძლია.

ბიოლოგიის, ნეიროფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის და გამოთვლითი ტექნიკის განვითარებამ ადამიანებს საკმარისი ცოდნა შესძინა, მიზნად დაესახათ ჭკვიანი მანქანების შექმნა. ამისათვის საჭირო გახდა იმ გამოცდილების გამოყენება, რომელიც კიბერნეტიკას უკვე დაგროვებული ჰქონდა. ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence) – ავტომატიზებული ან ავტომატიური პროცესის უნარი, გამოავლინოს ისეთი თვისებები, რომლებიც ადამიანის გონიერ ქმედებებთან ასოცირდება. ხელოვნური ინტელექტის იდეა, ახალი არ არის. მასზე აქტიური ფიქრი და მუშაობა მუშაობა 20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

დასახული მიზნის მიღწევა, ადამიანის თავის ტვინის სიმულირების გზით ხელოვნური ინტელექტის შექმნა, ადვილი არ აღმოჩნდა. თანამედროვე კლევებით ნათლად ჩანს, რომ ადამიანის თავის ტვინის მოქმედება მხოლოდ მატერიალური სუბსტანციებით არ არის განპირობებული და მისი სრული მოდელირება თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეუძლებელია. ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მეცნიერებისათვის. თანამედროვე შეხედულებით, არ არის საჭირო, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ინტელექტის ანალოგიურ სტრუქტურულ წყობას იმეორებდეს. მთავარია, მუშაობის პრინციპი. თუ გამოვიყენებთ ადამიანის ინფორმაციის დამუშავების მართვის პრინციპებს, ყოველგვარი რთული ბიოლოგიური სტრუქტურების გარეშე სავსებით შესაძლებელია  ე.წ. ჭკვიანი მანქანები შეიქმნას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა რობოტების ახალი კლასი დაამუშავეს, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება. ეს ე.წ „ხელოვნური ინტელექტი“ სასარგებლო იქნება დაზვერვაში, ისევე როგორც დამხმარე პერსონა ტექსტური ინფორმაციის მო
ძიებასა და ანალიზში.

ასე მაგალითად, რობოტი სახელით მარჯი, წარმატებულად კითხულობს სიტყვებს და საიტების სიახლეების სკანირებას ახდენს, რათა დაადგინოს მათი ზუსტი მნიშვნელობა. მაგალითად, მას უკვე შეუძლია გამოარკვიოს, რომ “ბარკლაუსი”- ეს არის ბანკი, “სტრადა” კი – ცნობილი რესტორანი.

ოლივია და ლუკასიც ორი სოციალური რობოტია, რომელიც Sigapore Robotcup-ის გამოფენაზე წარმოადგინეს. ისინი  ადამიანებთან ურთიერთობენ. ოლივიას შეუძლია შინამოსამსახურის ან პირადი მდივნის ფუნქცია შეასრულოს, დაუკრას სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, კონტროლოს ელექტრომოწყობილობების მუშაობა და უპასუხოს სატელეფონო ზარებს. ლუკასს   გიდისა და ოფიციანტის ფუნქცია აკისრია. რობოტი მსურველს მიართმევს სასმელსა და საკვებს, მიაწვდის საჭირო ინფორმაციას და შეასრულებს სხვადასხვა სამომხმარებლო სამუშაოებს.

1503538_258019167695215_595521297_nდღევანდელი პროცესორის ტრანზისტორების რაოდენობა უკვე აჭარბებს ტვინის ნეირონების რაოდენობას. თუ პროცესორების განვითარების ტემპს მივყვებით, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება რამოდენიმე ათას დოლარიან სისტემაში ჩაეტიოს. ამიტომ დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა ინფორმაციის დამუშავებაა, ხელოვნური ინტელექტი ყველა პროცესის მონაწილე იქნება ეკონომიკიდან დაწყებული მედიცინის სფეროთი დამთავრებული.

P.S. დასაწყისში მოცემული ამოცანის (ამონარიდი ფრანგი ფანტასტის, ბერნარდ ვერბერის გახმაურებული წიგნიდან “ჭიანჭველების საიდუმლო წიგნი”) დაპირებული პასუხი:

ყველა სხვა ციფრების კომბინაცია რომლის ნამრავლიც გვაძლევს 36 არის ერთმანეთისგან განსხვავებული. მაგალითად:

1+1+36=38            1+4+9=14                     1+2+18=21

2+3+6=11               3+3+4=10                      1+3+12=16

თუ პირველი კაცი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ რიცხვს დაინახავდა სადარბაზოზე მაშინ მას ბუნებრივია მესამე კითვხის დასმა აღარ დასჭირდებოდა, რადგან ეს რიცხვი მიიღება მხოლოდ ერთი კომბინაციით. ქვემოთ მოყვანილი ორი კომბინაციის ჯამი კი იძლევა ერთი და იგივე შედეგს 13.

1+6+6=13           2+2+9=13

პირველ კაცს სჭირდებოდა დამატებითი ინფორმაცია, რათა ამოერჩია სწორი კომბინაცია, რადგან უფროსი ქერაა ეს ნიშნავს რომ სწორი პასუხია 2,2,9

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s