“იდენტობამ” სექსუალური უმცირესობათა მდგომარეობა შეაჯამა

identoba

ავტორი: ნინო დევიძე

20 იანვარს „ევროპის სახლში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე,  საქართველოში მცხოვრები სექსუალური უმცირესობების მდგომარეობა 2013 წელს შეაჯამეს.

კონფერენციის პირველი ნაწილი „იდენტობის“ მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაციას დაეთმო. ერთ-ერთი კვლევა საქართველოში გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერი მამაკაცების უფლებებს შეეხებოდა. „იდენტობის“ ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის თქმით, კვლევაში 110-მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა და შედეგები საკმაოდ სავალალოა.

გამოკითხულთა მხოლოდ 55 პროცენტი ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, დანარჩენები კი აღნიშნავდნენ, რომ ისინი სამჯერ ან მეტჯერ მაინც გამხდარან ძალადობის მსხვერპლნი. გამოკითხულთა 29 %-ის შემთხევევაში ფიზიკური შეურაცხყოფა გამოიხატებოდა ცემაში, დარტყმაში, პანჩურის ამორტყმაში, იარაღის დამიზნებაში. ყველაზე ხშირად კი ძალადობას ადგილი ჰქონდა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსიში და ღამის კლუბებში.

ირაკლი ვაჭარაძემ ყურადღება სამართალდამცავების მიმართ გამოკითხულთა მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებაზე გაამახვილა. „პოლიციის მიმართ დაბალ ნდობაზე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ 15 % მიმართავს მათ საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, კვლევაში მონაწილე სექსუალური უმცირესობების 85 % ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ მაინც გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ირაკლი ვაჭარაძე შემაშფოთბელს უწოდებს იმ გარემოებასაც, რომ 61 %, როგორც წესი, თავის ნამდვილ სახეს ყველასთან მალავს: „ეს კი შეუსაბამობაში მოდის მათ უფლებებთან, რადგან ადამიანს აქვს ჯანსაღად განვითარების უფლება, რაც იმასაც გულისხმობს, რომ სოციალურად მიღებული იყოს დანარჩენი საზოგადოების მიერ“.

კონფერენციაზე ასევე საუბარი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსმ პირების (მამაკაცი, რომელსაც სექსუალური ურთიერთობა აქვს მამაკაცთან) მდგომარეობაზეც. კვლევაში მონაწილეობა 28 ყოფილმა პატიმარმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა პირმა მიიღო. კვლევის თანახმად ციხეებში პატიმრების სეგრეგაცია კვლავ ხდება მათი სექსუალური იდენტობისა თუ ქცევის მიხედვით. არსებობს საკნები, რომელთაც „საქათმეები“ ეწოდებათ, სადაც მსმ პატიმრები იხდიან სასჯელს. ე.წ. „საქათმეში“ მყოფ პატიმრებს ხელზე სამკლაური უკეთით, რათა ისინი სხვა პატიმრებისგან გამორჩეულნი იყვნენ.

კონფერენციის მეორე ნაწილი, უმცირესობათა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობასა და რეკომენდაციებზე საუბარს დაეთმო. საქართველოში სხვადასხვა უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა გასულ წელს ქვეყანაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დისკრიმინაციის საკითხებზე ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს „იდენტობამ“ უფლებათა დამცველები დააჯილდოვა. 2013 წლის უფლებათა დამცველი ჟურნალისტის ნომინაციაში გიორგი კიკონიშვილმა გაიმარჯვა. სამოქალაქო აქტივისტის ნომინაციაში გამარჯვებული იურისტი, თამარ გურჩიანი გახდა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის არასამთავრობო ორგანიზაცია GDI-ის წარმომადგენელმა – გიორგი მშვენიერაძემ და  სახელმწიფო მოხელეებს შორის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა – თამარ კორძაიამ გაიმარჯვა.

ნომინაციაში „რკინის ტაბურეტი“ გიორგი გაბედავას ხვდა წილად. მან ეს ჯილდო განსხვავებულთა მიმართ გამორჩეული შეუწყნარებლობით დაიმსახურა..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s