თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრი

ავტორი: ქეთი ებიტაშვილი

იპოდრომზე, რესტორან “მეგრელებთან”, კიბით ვიწრო ჩასასვლელია, საიდანაც მიტოვებულ შენობასთან აღმოჩნდებით. აქ ადრე ცხენებს ავარჯიშებდნენ, რამდენიმე თვის წინ კი  შენობა ახალგაზრდების ჯგუფმა დაიკავა და ახალი კომუნა ჩამოაყალიბა, სახელწოდებით -„თბილისის ალტერნატიული კულტურის ცენტრი“.

პროექტის იდეაა, შეიქმნას თავისუფალი, ღია და დამოუკიდებელი სივრცე, სადაც ყველა ადამიანს მიეცემა საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. დაკავებულ შენობაში შეიქმნება საგამოფენო სივრცე, ბიბლიოთეკა, მოეწყობა ფილმის ჩვენებები. მსგავსი პროექტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც არსებობს – ინგლისში, ესპანეთში, პოლონეთში.

კომუნის ერთ-ერთი წევრი, ლაშა, შენობას მათვალიერებინებს და თან იდეის შესახებ მიყვება:

„ასეთი ადგილები ევროპის ქვეყნებში მაქვს ნანახი. გადავწყვიტეთ, თბილისშიც გაგვეკეთებინა . შენობა დიდი ხანია, მიტოვებულია. ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ ოთახს ვათბობთ, სადაც ვეგანური საკვები მზადდება და ნებისმიერ მსურველს ვუმასპინძლდებით. ჩვენი მთავარი იდეა თავისუფალი ადგილის შექმნაა, სადაც ახალგაზრდები დახატავენ, რამე ახალს მოიფიქრებენ, ან უბრალოდ, კოცონთან გათბებიან.“

შენობაში დიდი თავისუფალი სივრცეა, სადაც ფრანგ მოგზაურს კარავი აქვს გაშლილი. იქვე ანთია კოცონი, სადაც კომუნის წევრები იკრიბებიან. მარი ქართველი სტუდენტია, რომელიც კვირის სამუშაო დღეებში  ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, შაბათ-კვირას კი იპოდრომზე ატარებს:

„ეს ადგილი ჩემთვის სამოთხესავითაა. სხვადასხვა ვორქშოფებში ვიღებ მონაწილეობას მეგობრებთან ერთად.  მოვაწყეთ ვეგანური კაფე, აქვე ვამზადებთ მცენარეულ საკვებს. გვაქვს ყულაბა, სადაც ყველას შეუძლია, ხურდები ჩააგდოს და მერე ამით ვყიდულობთ საჭირო ნივთებს.’’  მარი ღიმილით მეუბნება, რომ მალე სამოგზაუროდ პატარა ავტობუსის შეძენას აპირებენ, რომელსაც ფერადი საღებავებით  მოხატავენ.

ამ ორი თვის მანძილზე იპოდრომზე რამდენიმე პროექტი განხორციელდა – ქუჩის მხატვრობისა და ხელნაკეთი ნივთების ვორქშოფი, ფილმის ჩვენებები. ასევე გაიმართა უფასო ბაზრობა, სადაც ნებისმიერი მსურველი ტოვებდა ნივთს, რომელიც აღარ სჭირდებოდა და უფასოდ იღებდა სასურველ წიგნს, ტანსაცმელს, ან ჭურჭელს.

კომუნის წევრების უახლოეს გეგმებში საქართველოში ველოსიპედით მოძრაობის პოპულარიზაცია შედის. თვის ბოლოს ვაკის პარკიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ველოსიპედით მსვლელობას მოაწყობს.

.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s