ლიბცენტრმა ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

პრეზენტაცია

ავტორი: ნინო დევიძე

1 თებერვალს , საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პროექტ „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ ერთ წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა.

პროექტის ფარგლებში შერჩეული 20 სტუდენტი ექვსი თვის განმავლობაში ისმენდნენ საჯარო ლექციებს  ადამიანის უფლებებთან, ლიბერალიზმსა და დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიებში, რის შემდეგაც მზადდებოდა სტატიები და ტოქ შოუ „LibTime“.

პროექტის დირექტორის დავით კლდიაშვილის განცხადებით „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი“ სტუდენტების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ემსახურება: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროეტი იმიტომ, რომ მასში სტუდენტები ისეთ ცოდნას და გამოცდილებას იღებენ, რასაც ჩვეულებრივი სტანდარტული განათლება მათ არ აძლევს, ანუ საუბარია ისეთ თემებზეც, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში არც ერთ სალექციო კურსში არ შედის“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრს“ ქარტიის წარმატებულ პროექტად აფასებს: „ეს არის ყველაზე საინტერესო პროექტი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის ეხება სტუდენტებს და ცოდნა, რასაც ამ ცენტრის მეშვეობით იღებენ სამომავლოდ ბევრ რამეში გამოადგებათ, მიუხედავად იმისა იქნებიან ისინი ხვალ ჟურნალისტები თუ არა“.

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრმა“ ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო და მასში მონაწილეობა უკვე 40-მა სტუდენტმა მიიღო. ლექტორებად მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, მათ შორის ლევან ბერძენიშვილი, გოგი გვახარია, გიგა ზედანია, გიორგი მშვენიერაძე, ლევან ღამბაშიძე, ზაზა ფირალიშვილი, თამარ გურჩიანი და სხვები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა 10 ტოქშოუ, რომელთა ნახვა, ისევე როგორც ლექციების ჩანაწერების მოსმენა, შესაძლებელია  Youtube არხზე http://www.youtube.com/user/liberalismcentre.

 

 .

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s